You are currently viewing კანონებს კანონებით უნდა ეომო

კანონებს კანონებით უნდა ეომო

თითქმის წაუგებელ თამაშს თამაშობს სისტემა, როცა საქმე მიწის მაქინაციებს ეხება.
კიდევ ერთხელ ავხსნი სქემას,
პროექტის ფარით შემოდის უცხოელი ინვესტორი, იღებს მიწას კაპიკებში, ან გარანტიის სახით, და ფულის დიდ ნაწილს ლევად გასცემს სპეცანგარიშებზე.
მთავარ ინვესტორს თავის მხრივ სხვა ინვესტორები შემოყავს თანხებით ამ პროექტში, სადაც ისევ მიწაა გარანტიის სახით.
მიწაზე იწყებენ რაღაც სამუშაოებს, ისევ ახალი ინვესტორების მოსაჩანგლად.
და თუ ყველაფერი ყველასთან დალაგდა, და მოსახლეობაც გაუჩუმდა, მაშინ რამდენიმე წლის მერე თბილისის ცენტრში მოგოზილ პესოკზე მოსეირნე აქლემსაც დაინახავთ.
სუფთა მოგებაში ვინ დარჩება? – მართალია,- ის ვინც ლევს იღებს.
მაგრამ შეიძლება სხვა სცენარიც.
თუკი დაიწყება საპროტესტო მოძრაობა, და პროტესტი დიდ მასშტაბზე წავა, და თუ პროტესტი სახალხოა, და სუფთა ძალაც ჩაუდგება სათავეში, და თუ პროტესტი მრავალჯერადია, და ერთი და ორი დღე კი არა, თვეები და წლებიც კი გაგრძელდება,-
მაშინ პროექტი შეჩერდება.
და როგორ უნდა მივხვდეთ, პროტესტს სუფთა ადამიანები მართავენ, თუ არა?
ახედეთ, ისევ წინა აბზაცს,
როცა ერთი და ორი დღე კი არა, პროტესტი თვეები გრძელდება, და როცა ამ ხნის განმავლობაში ზამთარ-ზაფხულ კარავში მიწაზე გძინავს, როცა სამსახურიდანაც გაგდებენ, გცემენ, გარბევენ, და გაპატიმრებენ, როცა პროტესტის მერეც არ ჩერდები, და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დარბიხარ, და გვერდით უდგახარ ყველას, ვისზეც კი სისტემა ძალადობს – ასეთს, რომ ვინმე სიყალბეს დაგაბრალებს, მართლა რამხელა სულგაყიდული უნდა იყოს თვითონ დამბრალებელი, ხო?
კაი, გავყვეთ თემას,
ანუ, როცა პროტესტი სუფთაა, და მრავალჯერადია, და პრინციპული, ბოლოსდაბოლოს ინვესტორი შეჩერდება და გავა პროექტიდან.
სახელმწიფო კი ჯარიმას გადაიხდის.
ხაზს ვუსვამ, სახელმწიფო გადაიხდის ჯარიმას, და არა ის, ვინც მაყუთს აიღებს ლევად.
რა თქმა უნდა ზარალს სახალხო პროტესტს დააბრალებენ.
და როცა ყაჩაღი, და მძარცველი სისტემა ამაშიც დაგადანაშაულებს, ეს კიდევ, ერთი არგუმენტია იმისა, რომ პროტესტი მართლაც სუფთაა.
რულეტკა კი თავიდან დატრიალდება, და თავიდან გადათამაშდება პროექტიც და მიწაც.
და ხომ ხვდებით, ასეთ სიტუაციაშიც ისევ ვინ დარჩება ყოველთვის მოგებული?
დიახ, იქეთ ინვესტორი, აქეთ კი სისტემური ვერტიკალის ჩინოვნიკები, და განსაკუთრებით ის, ვისთანაც ლევი ფულის ყველაზე დიდი ნაწილი მიდის.
ანუ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ქოცთაბელადი, ვინც პირამიდის სათავეშია, და ვისაც ყველაზე დიდი წილი რჩება, – არაფერს აგებს,
როგორც არაფერს აგებდა მისი წინამორბედი, – ნაცთაბელადი, – როცა მიწებს, წიაღისეულს, და სტრატეგიულ ობიექტებს ასხვისებდა.
და ასევე არ წააგებს სხვა მომავალი ბელადიც, ვინმე ბელტიყლაპიაშვილი.
წავაგებთ მუდამ ჩვენ.
და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად, სანამდე არ მივხვდებით, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემის დროებითი მოხსნით არ მთავრდება საერთო პრობლემა, და არც რომელიმე ინვესტორის გაქცევით არ მთავრდება, და საერთოდ, არც ბელადების გამოცვლით არ მთავრდება.
ამიტომ, თუ ახლაც მოხერხდა და დიდი პროტესტი აგორდა, და არაბმაც თუ დაახვია, – ეს რა თქმა უნდა კარგია,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფულის საჭრელ სტანოკს ვინმე ჯართში ჩააბარებს.
სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა მიებას მიწის თემას , ჯერ “რეფერენდუმით კანონების მიღების და გაუქმების უფლების” დაბრუნება, 1995 წლის შევარდნაძის კონსტიტუციით რომ ჩამოგვართვეს,
და შემდეგ უნდა მიებას სხვა პოლიტიკურიც, – სისტემური ცვლილებების მოთხოვნები.
ეს აუცილებელია.
თუ ხელს მოიქნევ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მოიქნიო, და მაშინ, სანამ ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი პროტესტის ტალღაზე ხარ, თორემ ერთხელაც სისტემა მოგიბრუნდება, და ისეთ დროს, შენს გვერდით არავინ რომ არ იქნება.
ესეც ელემენტარულია,-
სოციალური, თუ მიწის თემები, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანის ჩართვა შეუძლია პროტესტში, აუცილებლად უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურში,
მაგრამ ისე, რომ პარტიებმა ვერ იხეირონ ამით.
და ვერც იხეირებენ, რადგან ” კანონის მიღების და გაუქმების უფლება” ის საფრთხობელაა პარტიები რომ გაურბიან.
რადგან ხალხისთვის ამ უფლების გადაცემა მთელი პარტიული სისტემის ჩამოშლას ნიშნავს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი – პროტესტის გაძლიერების კვალდაკვალ მიწის თემებს აუცილებლად უნდა მიებას მართებული პოლიტიკური მოთხოვნები, და მათ შორის “კანონის მიღების და გაუქმების უფლების” დაბრუნება, რათა ყველა ხელისუფლების დროს გქონდეს ის კანონი ხელში, რომლითაც ანტიქართულ კანონებს ეომები.
ეს უნდა გაკეთდეს,
თუ არ გვინდა, რომ ის ყველაფერი, რაც ფოტოზეა, რეალობად იქცეს.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა