
კონსტიტუცია ჩემი დაწერილიაო,?- დაიბრალა, ხო, მაგრამ დაიჯერებს ამას ბიდლო, და საერთოდ, ნაგლი ტყუილი რა ფენომენია, კი ღირს ისაუბრო კაცმა, მაგრამ სხვა დროს იყოს.
ამჯერად კი, აი, ამ, – რა დავარქვა, არ ვიცი,- ამ მართლა ბუნების შეცდომას, და გაუგებრობას დავუბრუნდეთ.
ჯერ ერთი, კონსტიტუცია მისი დაწერილი კი არა, – არამედ, მისგან და მისნაირებისგან დაჩეხილია, და ისედაც ავტორიტარიზმს მორგებული, 1995 წელს, შევარდნაძის დროს მიღებული კონსტიტუცია, უფრო მეტად დაემსგავსა ტუალეტის ქაღალდს, ყველა მედროვეს რომ შეუძლია, სწორედ ამ დანიშნულებით რომ გამოიყენოს.
დაწერილი სხვა რამე რომ აქვს, და უფრო მეტი ტუალეტური, იცოდით?
სირცხვილი თქვენი,
” ..ნაწარმოები “დაბრუნება ტერანუოვაში” მაშინ დავწერე, როცა გერმანიაში სტუდენტი ვიყავი, დღეს კი სამწუხაროდ, ლიტერატურული მისწრაფებებისთვის დრო არ მრჩება”.
ხო, აბა?
არა აქვს კლასიკოსობის დრო და რა ქნას.?
ვის და ირაკლის,
დიახ, დროა, რომ მხოლოდ სახელით მოვიხსენიოთ ეს სამთაწმინდე კაცი, ისევე, როგორც ილიას, ვაჟას, და აკაკის მოვიხსენიებთ.
დიახ , მის კალამს ეკუთვნის, როგორც თვით ავტორი აღნიშნავს, ეს ზღაპარიც დიდებისათვის “დაბრუნება ტერანუოვაში”.
და აი, ახლა ყურადღება – ციტატა ამ მეზღაპრის ნაწარმოებიდან.
.
” ყოველთვის მოიძებნება მფრინავი ბუშტი, რომელიც აგაფრენს ისეთ სიმაღლეზე, სადაც ქვემოდან ერთ პატარა ჭრელ თუთიყუშად, ან, იქნებ, პატარა მფრინავ ბადრიჯნად ან რაღაც მსგავს სისულელედ გამოჩნდები და საიდანაც უკვე ცხადად დაინახავ ჯადოსნურ ედელვაისს – ბრწყინვალე ყვავილს, რომელიც თითოეული ჩვენგანის სულშია”
.
ხომ ყურადღებით წაიკითხეთ?
რთული ქვეწყობილი წინადადება კი არ გამოუდის ჩვენს შეუმდგარ კლასიკოსს, მაგრამ გასაგებია, ხო, როგორ ეძებდა ბუშტს, რომელიც ზემოთ ასწევდა?
გასაგებია, ხო, თავიდანვე რაზე იყო წამსვლელი, ამისთვის?
გასაგებია, ხო, რომ ბოლოსდაბოლოს მონახა ბუშტიც?
და გასაგებია, რომ თვითონაც კარგად ხვდება, რას დაემსგავსა.
ეს მართლა ბადრიჯანი, ეს,
ეს მართლა თუთიყუში ეს,
ეს ” რაღაც მსგავსი სისულელე “, ეს..
აი, თურმე, რა ნაწარმოებს ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციაც.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
