
ერთი ამერიკული სამხედრო ბაზა მაინც რომ ყოფილიყო საქართველოში, ანდა სომხეთში, ირანი აუცილებლად დაგვარტყამდა ერთსაც და მეორესაც.
სწორედ ისე, როგორც დუბაის, ქუვეითს, ბახრეინს, და ემირატებს დაარტყა.
და ერთი რაკეტა მაინც რომ ჩამოვარდნილიყო სადღაც თბილისთან ახლოს, ვაზიანში, დარწმუნებული ვარ, ტრამპისტებიც, და ანტიტრამპისტებიც, ქოცებიც, და ნაცებიც, და საერთოდ მთელი პარტიული ელიტა, გინდა პრორუსი, გინდა პროდასავლელი, პირველები იქნებოდით, ვინც ამ ქვეყნიდან მოხევდით.
დიახ, სიმართლე უნდა ითქვას, ეს ასე მოხდებოდა,
და აქედან ის დასკვნა კი არ უნდა გავაკეთოთ, რომ ნეიტრალიტეტი გვჭირდება, ანდა რუსს რომ უნდა შევეტენოთ,
არა,
აქედან ის დასკვნაა გასაკეთებელი, რომ მართალი იყო ზვიად გამსახურდია კავკასიური სახლის იდეა რომ ამოსწია.
დღეს და სამომავლოდ ეს იდეა კიდევ უფრო შესავსები და განსავითარებელია.
დიახ, არა მხოლოდ კავკასიური სახლი, – არამედ მსოფლიო მცირერიცხოვანი ერების კავშირია შესაქმნელი, და ცენტრით საქართველოში,
და ამის შესახებაც წლებია უკვე ვსაუბრობთ
წაიკითხეთ ეს,
წაიკითხეთ, რა უნდა გაკეთდეს, ჩვენისთანა პატარა ერებმა თავი რომ გადავირჩინოთ.
რაც შეეხება, იმას, რაც დღეს ხდება ახლო აღმოსავლეთში.
ეს ყველაფერი რომ ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს, ბრმამაც უნდა დაინახოს.
და არა მხოლოდ იმიტომ, ნავთობზე ფასები რომ გაიზარდა, და ამით რუსეთის ეკონომიკას მეორე სუნთქვა გაეხსნა.
და ევროპაც რომ კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული გახდება რუსულ ნავთობზე და გაზზე.
არა მხოლოდ ამიტომ,
უკრაინის ფრონტზე ამოსუნთქვის საშუალებაც მიეცა რუსეთს.
დასავლეთს და ამერიკას უკრაინისთვის აღარ სცალიათ.
და შესაბამისად რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი ახლო აღმოსავლეთში, მით უფრო კარგია რუსისთვის.
ომი ირანთან არ უნდა დაწყებულიყო, და თუ დაიწყო ორ დღეში უნდა დამთავრებულიყო,
მაგრამ თუ ომი ახლო აღმოსავლეთში კიდევ გაგრძელდა, და უფრო უარესი, თუ ომი სახმელეთო ომად გადაიქცა, და ამერიკამ მართლაც შეიყვანა ირანში სახმელეთო დანაყოფები, ირანში აუცილებლად დაიწყება პარტიზანულ ომი, და ამ ომში აუცილებლად ჩაერევა მთელი პანისლამისტური სამყარო.
რუსიც აუცილებლად მიეხმარება იარაღით.
და ომი მართლაც თვეობით გაგრძელდება, და ამერიკა მეორე ავღანეთს მიიღებს.
შესაბამისად, უკრაინას საერთოდ შეუწყდება ყოველგვარი დახმარება დასავლეთისგან.
და მარტოდმარტო აღმოჩნდება რუსის პირისპირ.
გამოდის, ტრამპი, ნებით, ან უნებლიეთ რუსეთის საქმეს აკეთებს.
და, ისმის კითხვა,
ხუ იზ ხუ მისტერ ტრამპ?
ხო, ვინ არის ეს დედააფეთქებული?
მართლაც რუსის აგენტი, თუ, მართლაც ყველაზე იდიოტი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
