
ხვალ, დილით დავდებ წერილს რუსთაველისეულ ერთი ფრაზის შესახებ, რომელიც ჩემის აზრით, არის უნიკალური კოდი, და გასაღები “ვეფხისტყაოსნის” ცხრაკლიტულებისა.
სწორედ ამ გასაღების მეშვეობით შეიძლება თვალი მივადევნოთ ამ ნაწარმოების მრავალგანზომილებას.
და სწორედ ამავე გასაღების და კიდევ რამდენიმე პირდაპირი , თუ ირიბი მინიშნების მიხედვით ამ ნაწარმოების ავტორის ვინაობის დადგენაც კი არის შესაძლებელი.
მე ხვალინდელ წერილში ამ თემის მოკლე მიმოხილვას შევეცდები მხოლოდ.
მინდა აქავე ვთქვა, რომ ჩემს მოსაზრებაში მარტო არა ვარ, და ხვალინდელ პუბლიკაციაში ხაზგასმით იქნება საუბარი იმ პიროვნების შესახებაც, ვინც ჩემამდე, და დიდი ხნით ადრე, ყველაზე პირველად, საჯაროდ, და ამომწურავად ისაუბრა “ვეფხისტყაოსნის” გასაღების შესახებ.
ხო, მე ძალიან მიხარია, რომ ამ მოსაზრებაში მარტო არა ვარ, და რომ იგივე მიხვედრამდე იმ ავტორის ნაშრომის წაკითხვამდე, ანუ, დამოუკიდებლად მივედი, მაგრამ ისე ფუნდამენტალურად და თან პოეტურად საუბარს “ვეფხისტყაოსნის” კოდის შესახებ მე მართლაც ვერ შევძლებდი.
და არც ჩემს სიტყვას არ ექნებოდა მაშინ წონა.
როცა იმ საკმაოდ ცნობილი პიროვნების ნაშრომიც კი დღემდე არ არის გაზიარებული ” რუსთველოლოგების” და “ლიტერატურათმცოდნეების” მიერ.
ფსევდოლიტერატორების მიერ, დიახ.
დიახ, მიზეზი ისევ ისაა, რაც იყო თავის დროზე “ვეფხისტყაოსნის” საუკუნეობით აკრძალვის და დამალვის ერთ-ერთი მიზეზი.
დიახ, შური – ანუ, ” მწუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა”.
შური, რომ სხვამ მოახერხა ყველაზე პირველად სათქმელის თქმა, და თქმა ნიჭიერად,
სხვამ და არა უვიცმა “სწავლულებმა”
დიახ, მიმაჩნია რომ იმ პიროვნების ნააზრევი სრულიად ორიგინალური, და სრულიად ლოგიკური სიტყვაა რუსთველოლოგიაში,
და მიმაჩნია, რომ მისი გამოკვლევა სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებშიც უნდა იყოს შეტანილი, და ქრესთომატიულად უნდა ისწავლებოდეს.
დიახ, სავალდებულოდ უნდა ისწავლებოდეს.- სავალდებულოდ!
რომ მომავალ თაობას დაეხმაროს “ვეფხისტყაოსნის” მართებულად აღქმაში და გააზრებაში.
და კიდევ უფრო რომ დაფასდეს და დაცული იქნას ბოროტი ხელყოფისგან ის განძი, რაც გვაქვს.
და დღეს კი იმიტომაც,
რომ კიდევ ერთხელ მიხვდეს საზოგადოება სტურუას მიერ რუსთაველის დამცირების მცდელობის უსუსურობას,
და სხვასაც რომ არ გაუჩნდეს იგივეს სურვილი.
დიახ, – , თუ რომელიმე რეჟისორი მომავალში გადაწყვეტს გადაიღოს ფილმი ან დადგას სპექტაკლი რუსთაველის ნაწარმოების მიხედვით აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის, რაც “ვეფხისტყაოსნის” კოდით არის ახსნილი,
მხოლოდ ამ გზით თუ მიუახლოვდებით ოდნავ მაინც ამ ნაწარმოების სიდიადეს.
არა, ფოტოზე ის ავტორი არ არის.
ფოტოზე მე ვარ, და იმ სპექტაკლზე მუშაობის დროს, რომლიც პრემიერის მერე პოლიტიკური მოტივით დაგვიბლოკეს.
დაელოდეთ, ხვალ, სამშაბათს,
წერილს იმის შესახებ, თუ რის შესახებ და ვის შესახებ გვესაუბრება სინამდვილეში “ვეფხისტყაოსანი”.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)