ერთი პერსონაჟი მყავს პიესაში, და ამბობს , –
ყველამ კარგად იცის, რომ ყველას ერთიანად აქვსო დარხეული, მაგრამ ელოდებაო, როდის დაერხევაო ყველას სათითაოდ და იმედი აქვს, რომ თვითონ სწორედ ის არის, ის ბედნიერი, ყველაზე ბოლოს რომ მოეხნებაო დედა.
ხო, პიესა პიესად და 2013- 2018 წლებში, როცა ეს ბროშურაც ” როგორ შევცვალოთ სისტემა” იწერებოდა, მართლაც ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანაში არც ზემოთ, არც ქვემოთ არც არავის აქვს სურვილი რაიმე შეიცვალოს,
მაგრამ წვეთი ქვასაც ხვრეტს, თუ დაჟინებით და ჯიუტად აწვდი ენერგიას,
ანუ, გასცემ წვეთში არსებულ ინფორმაციას მრავალჯერადად.
და ამ გზით ინგრევა უნდობლობის კედელიც და პოულობ თანამოაზრეებს, და იდეურ ადამიანებს.
და რომ ეს ასეა, შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, როცა “საადგილმამულო” შეიქმნა, როცა პროექტები განხორციელდა და როცა მარტყოფის ველის დასახლებამდეც მივედით.
ხო, აქ ის წვეთია.
სულ 41 გვერდი.
5 წლის დაკვირვება, ანალიზი და მოსაზრებები.
თუ როგორ შეიძლება რთული პრობლემები გადაიჭრას მარტივად და მეტად აღარ გაიკვირვო, თუ რა იდიოტობაში ცხოვრობ ერთი მუჭა მედროვეების წყალობით.
5 და 41 უბრალო შემთხვევითობაა, და არაფერი აქვს საერთო იმ სიმბოლოებთან, ახლანდელი სისტემის ორ დასაყრდენს რო უკავშირდება.
დანარჩენი კი, რაც აქაა, არაფერია შემთხვევითი, და საუბარია იმის შესახებ, თუ რა არის ბოლოს და ბოლოს ეს მითიური სისტემა- ყველა რომ საუბრობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის.
რატომ არის ის ძალადობრივი , რა ინსტრუმენტები გააჩნია მას და რა მოცემულობას ქმნის ამ ინსტრუმენტებით.
მოსაზრებებია იმის შესახებ, თუ რა უნდა აკეთოს რიგითმა ამომრჩეველმა, რომ ძალადობრივი სისტემა შეცვალოს თვითონ და ყოველგვარი პარტიების გარეშე.
რა უნდა აკეთოს, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს სამართლებრივ გარემოს.
საუბარია იმ ძირითად მექანიზმებზე, – დეპუტატის უკან გამოწვევის წესზე, სრულუფლებიან რეფერენდუმზე, ახალ საარჩევნო კოდექსზე – რომელთა საშუალებით ამომრჩეველს შეეძლება ზემოქმედება მოახდინოს ნესბისმიერ ხელისუფლებაზე, მიიღოს ქვეყნისთვის საჭირო კანონი და გამოცვალოს უვარგისი.
შეეძლება კონტროლი გაუწიოს მის მიერ არჩეულს, და მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ, არჩევნების დროს კი არა, არამედ მთელი ოთხი წლის განმავლობაში.
ხო, საუბარია იმის შესახებ, რო უბრალო ამომრჩეველი უნდა იყოს ბატონი, და არა მის მიერ არჩეული.
საუბარია , თუ როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანური და ფინანსური რესურსი შექმნა, ანუ, ისეთი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, რომელიც თავის დაცვის საშუალებებს – ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებს – კანონად აქცევს და ამით უბრალო, რიგით, უპარტიო ამომრჩეველსაც შესაძლებლობას მისცემს უშუალო მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მმართველობაში.
დიახ, საუბარია იმის შესახებ, რომ უბრალო ავლაბრელ მეწაღესაც შეუძლია მართოს ქვეყანა და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი პარლამენტარის სკამზე მოკალათება.
და თუ მაინცდამაინც ეს სურს, და ამის შესახებაცაა აქ საუბარი.
საუბარია იმ ყველაფერზე, რაზეც დავიწყეთ შემდეგ საუბარი უკვე გაზეთი “საადგილმამულო” ფურცლებიდან, უფრო დეტალურად, უფრო გაშლილად, და უფრო კონკრეტულად.
და რის შესახებ ვლაპარაკობთ საადგილმამულო ინტერნეტპორტალიდანაც https://saadgilmamulo.ge
და რაზეც იქნება საუბარი რადიოგადაცემებიდანაც და ინტერნეტტელევიზიით.
ხო, საუბარი იყო, არის, და იქნება კიდევ , და იმიტომ, საქმე რომ მოჰყვეს.
და თუ როგორ უნდა მოჰყვეს სიტყვას საქმე, ამის შესახებაც დეტალურად არის ნათქვამი აქ.
საქმე აუცილებლად!
დიახ, შენ, უბრალო ამომრჩეველს და რიგით მოქალაქეს შეგიძლია შეცვალო სისტემა,
შენ შეგიძლია უკეთ იცხოვრო, თუკი რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაქვს.
და თუ გაქვს სურვილი,
მაშინ შენც შეგიძლია თქვა – COGITO ERGO SUM !
.