ძალიან ცუდად დალაგდა,
უფრო სწორედ, ვინც ამ ყველაფერს მოზგავს ძალიან ჩათლახურად დაალაგა .
დღეს 28 -ში ერთი აქცია იწყება საღამოსკენ.
ხვალ დილით კი, 9 საათზე რუსული კანონპროექტის განხილვაა ჩანიშნული პარლამენტში.
ხვალ საღამოსკენ კი უკვე მეორე აქცია იწყება,
სავარაუდოდ, 28-ის აქცია ღამეც არ დაიშლება, და 29-ში დილითაც პარლამენტის წინ იქნება ხალხი.
და რა თქმა უნდა, სანამ პარლამენტში სხდომის შედეგს არ გაიგებენ ალბათ მთელი დღე არ გავლენ რუსთაველის გამზირიდან 28 აპრილის აქციის მონაწილენი.
ვინც ეს ყველაფერი ამოქოქა, ეცდება ასე რო მოხდეს.
თუ კანონი მეორე მოსმენით მიიღეს, მით უმეტეს არ დაიშლება აქცია.
და გამოდის, რომ 29 აპრილის სამთავრობო აქციის ხალხს, ათასობით ადამიანს, 28 აპრილის აქციის ხალხი, ასევე ათასობით ადამიანი დახვდება რუსთაველზე.
ადვილი მისახვედრია, ხო, რაც შეიძლება მოხდეს, როცა ორი აქციის ხალხი ერთმანეთთან გადაიკვეთება დროში?
აშკარა დაპირისპირებაზე მიდიან ამ ყველაფრის მომფიქრებლები.
და თუ ამ დღეს არ გამოუვათ, რაც ჩაიფიქრეს, კიდევ აქვთ სათადარიგო დღე, კანონის მესამედ განხილვა, 17 მაისს რომ ჩანიშნეს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ასევე ხალხით რომაა ქუჩები გადატენილი.
აშკარაა, მიზანმიმართულად ჩანიშნეს ესეც.
იქნებ ხვალინდელი დღე ავირიდოთ იქნებ როგორმე, ჯერ..
მართლა ძალიან ჩათლახურად დაალაგეს, და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ორივე მხარეს, – ახალგაზრდების და სტუდენტების გარდა, – ყველას აწყობთ ასეთი სიტუაცია.
როგორმე უნდა მოვარიდოთ ბავშვები, სტუდენტები და ახალგაზრდობა ხვალინდელ თემებს,
თორე, პოლიტნაგვებს და მათ აქტივისტებს, ორივე მხრიდან, ასე გიქნიათ, დაგიგლეჯიათ ერთმანეთი, თუ ვერ ხვდებით, ან ფულის გამო არ გინდათ მიხვდეთ, საით მიგერეკებიან ახვრები.
.