S.0.S.
განგაშის დროა, მართლაც!
კვლავ იმ თემას მინდა მივუბრუნდე, შავიზღვისპირეთი ჩინელებს რო მივეცით, ხოლო შავი ზღვის ფსკერი ამერიკელებს, ახლახან.
ბევრმა არ იცის, რა საშიშროებასთან არის დაკავშირებული შავ ზღვაში სამუშაოები, თუნდაც ღრმაწყლოვანი პორტის აშენება იყოს ანაკლიაში, და მით უმეტეს შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა.
შავი ზღვის ზედაპირიდან 200 მეტრს დაბლა მკვდარი სივრცეა, გოგირდწყალბადის უზარმაზარი ფენაა, და მისი გუმბათი, ზღვის ზედაპირამდე 50 მეტრზეც კი ამოდის,
საკმარისია რაღაც მიზეზით გოგირდწყალბადის ჟანგბადთან რეაქცია, და ცაში აიწევა მთელი ამიერკავკასია.
1927 წელს იალტის მიწისძვრის დროს ტექტონიკური ქანების მოძრაობის შედეგად მოხდა კიდეც შავ ზღვაში გოგირდწყალბადისგან დამცავი ფენის რაღაც ნაწილის გარღვევა და ორი დღე ცეცხლი ეკიდა მაშინ ზღვას.
ჯერ კიდევ როდის ხედავდა ამ საფრთხეებს ზვიად გამსახურდია,
მიმართა კიდეც 1991 წლის 18 ივნისს, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაშინდელ მეთაურებს წერილით მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ, და რა თქმა უნდა, სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე.
მაგრამ ამაოდ.
არავინ მიაქცია ყურადღება.
საინტერესოა, დღეს, იმ მხარეებს, – ამერიკის და საქართველოს მხრიდან, ვინც ხელი მოაწერეს, ორი დღის წინ, 8 ივნისს, ხელშეკრულებას შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის თაობაზე, – გათვლილი აქვთ თუ არა ეს რისკები?
დიდი საფრთხის წინაშე ვართ მართლაც.
ამ დღეებში მეცნიერებათა აკადემიაში ვაპირებ მისვლას, კითხვით, რა აზრის არიან ამ თემაზე დღეს სპეციალისტები, ეთანხმებიან თუ არა, გამსახურდიას დროინდელ მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელ დასკვნებს, და თუ ეთანხმებიან, ვინმემ სამთავრობო სტრუქტურებიდან თუ გაიარა მათთან კონსულტაცია ამ საკითხზე შავი ზღვის ფსკერზე სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაზე ხელისმოწერამდე.
და თუ ასეთი კონსულტაციები არ იყო, მაშინ ფაქტია, სახელმწიფო დანაშაულთან გვაქვს საქმე.
ჩერნობილი მონაგონი იქნება, ისეთი ეკოლოგიური კატასტროფა შეიძლება მოხდეს.
გავაზიაროთ და გავარცელოთ ინფორმაცია.
დავსვათ კითხვები,
დავიზღვიოთ თავი, სანამ უბედურება მოხდება, თორე მერე შეიძლება, კითხვის დამსმელიც აღარავინ დარჩეს.
.