You are currently viewing Wandrers Nachtlied

Wandrers Nachtlied

მართალი გითხრათ, გოეთეს ამ პატარა ლექსს რომ ასამდე მთარგმნელი ჰყოლია, ქალბატონი Nugesha Gagnidzeს, ბრწყინვალე გერმანისტის, პოეტის და მთარგმნელის, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, და “საბას ” საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაში გამარჯვებულის, წერილიდან გავიგე.

უფრო მეტიც, ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცოდი, რო გოეთეს “Wandrers Nachtlied” – “მგზავრის სიმღერის ” იმ ას მთარგმნელს შორის გრიგოლ ორბელიანი, კონსტანტინე გამსახურდია, ვალერიან გაფრინდაშვილი და თვით დიდი გალაკტიონიც ყოფილა, თორემ იქნებ, მართლაც ასი წელი არ გავკარებოდი ამ ლექსს,

ან იქნებ, პირიქით, უფრო მომდომებოდა თარგმნა მისი.,

რა ვიცი, აბა,

სუსტნი ვართ ადამიანები, დიდებთან დატოლების სურვილი გვაქვს, ხო,

მოკლედ, “არ ცოდნა- არ ცოდვაა”, და სადღაც კარგიცაა, რო არ ვიცოდი, ვინ როგორ თარგმნა, თორე რომელიმეს ზეგავლენას ვერ გადავრჩებოდი,

რა თქმა უნდა, არა მაქვს პრეტენზია პირველობაზე,

აგე, გთავაზობთ განსჯისთვის,

და იმ ას მთარგმნელში, დაე, ვიყო სულ ბოლო, და ასმეერთე.😉

.

 

“მგზავრის სიმღერა” – გოეთე

.

მშვიდად წვანან მთები,

მისცემიან ძილს,

ტყის არ ისმის ხმებიც,

ნიავიც არ ქრის, –

თითქოს ყველამ მოსვა,

მწუხრის ზედაშე,

წამის, ელი, მოსვლას,

დაისვენებ, შენც..

.

გუჯა ბიძია.

.

Wanderers Nachtlied

.

Über allen Gipfeln

Ist Ruh,

In allen Wipfeln

Spürest du

Kaum einen Hauch;

Die Vögelein schweigen im Walde.

Warte nur, balde

Ruhest du auch.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა