“..უნდა, უნდა, უნდა, ”
ყველაფერზე “უნდა”-ს რომ გაიძახით, ერთხელ ისიც სთქვით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს “უნდა” მოხდეს.
არ იცით?
წაიკითხეთ ილია!
გაუგეთ ილიას!
150 წელი კითხულობდნენ, სწავლობდნენ, აანალიზებდნენ, წერდენ მოხსენებებს, იცავდნენ დისერტაციებს, იღებდნენ ფილმებს, დგამდნენ სპექტაკლებს, და დღემდე ვერ გაუგიათ რა არის ილიას სწავლება, და რა არის ილია.
ვინ არის ილია, კი არა, – რა არის ილია.
რა არის ილია?
ეროვნული პროექტების მეშვეობით პასუხისმგებლობის და თვითორგანიზაციის უნარის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნა, და ამ რესურსის მეშვეობით სისტემური ცვლილებების დაწყება.
და ეს ყველაფერი იმისთვის, დაცული რომ იყოს, და მუდმივად რომ არსებობდეს მოცემულობა – მამული, ენა , სარწმუნოება!
აი, ეს არის ილიას სწავლების ანი და ბანი
აი, ეს არის ილია!
აი, ილია!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7

