You are currently viewing არ დაივიწყო!

არ დაივიწყო!

სხვისი არ ვიცი, და პირადად ჩემთვის წინა და მის მომდევნო დამნაშავეთა შორის სხვაობის ნიშნების გაქრობა 2012 წლიდანვე დაიწყო,

როცა გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას ისევ არ მიეცა სამართლებრივი შეფასება,

როცა, დაივიწყეს, რომ კონსტიტუციიდან ამოღებულია კანონის მიღების და გაუქმების უფლება, ,

ლუსტრაციის და ანტიმონოპოლიური კანონი ისევ რომ არ მიიღეს,

ბიზნესწილები რომ გადაინაწილეს,

წიაღისეულის, მიწების, და სტრატეგიული ობიექტების უცხოელებზე გაყიდვა რომ გააგრძელეს,

ავღანეთშიც რომ ჩატოვეს ქართველი ჯარისკაცები,

და ანტიდისკრიმინაციული კანონით რომ გეიპროპაგანდა წაახალისეს.

სასამართლო და მოსამართლეც რომ იგივე დატოვეს.

ან რა განსხვავებაა, ორ გვამს მოითხოვს და ცხედრებს მაღაზიის სახურავზე გადამალავს ვინმე, თუ ვერარეჩკის და შოვის სტიქიის დროს სასიკვდილოდ მიატოვებს ადამიანებს,

ან როცა კორპუსიდან გადმოხტომას აიძულებს ბიჭს, და 12 წლის მარიტას კი შადრევანში მოკლავს,

არანაირი განსხვავება არ არის.

და თუ ორ დამნაშავე ძალას შორის მსგავსება მაინცდამაინც აქციების დროს უნდა დაგვენახა, დამტვრევით, და დასახიჩრებებით, რეზინის ტყვიებით, დაპატიმრებებით, და ცემით და წამებით, – აქამდეც მივიდნენ,

მაგრამ სისტემურ დანაშაულებში ყველაზე წარმოუდგენელი, 2014 წლის 13 დეკემბერით დათარიღდა.

ამ დღემ კიდევ უფრო ცხადი გახადა, , რომ არ შეიძლება ორ ბოროტებას შორის უმცირესის არჩევა, რადგან როცა უმცირესს ირჩევ, მაშინ იწყებს სწორედ ის ზრდას.

2014 წლის 13 დეკემბერს მართლაც წარმოუდგენელი რამ მოხდა.

ამ დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 50 საუკუნის საყდრისის ოქროს გადამამუშავებელი მაღარო ააფეთქეს.

იცი, 50 საუკუნე რამდენია?

და იცი, რომ მაშინ, როცა ევროპის და აზიის მოსახლეობა გარტყმაშიც არ იყო რა იყო ცივილიზაცია, შენ უკვე იყავი დიდი კულტურის ნაწილი?.

და უფრო მეტიც, – შენგან დაიწყო ეს ცივილიზაცია.

და უცებ, ამის ხელშესახებ ფაქტს გიფეთქებენ.

ეს იგივეა, ვინმემ უცებ მახსოვრობა რომ წაგიშალოს, და გაქრეს აღქმა იმისა, რაც იცხოვრე დღემდე, რა გქვია, და რა გვარი ხარ, და დარჩეს მხოლოდ უაზრო სიცარიელე.

ისტორიის წამშლელი მკვლელზე უარესია.

რადგან ცდილობს დაგავიწყოს , თუ ვინ იყავი და როგორი,

დაგავიწყოს საყდრისი რომ გქონდა, დაგავიწყოს ცეცხლი რო მიეცი კაცობრიობას, ხორბალი, ფოლადი, სიბრძნე, – ოქროს საწმისი, სვეტიცხოველი რომ ააგე, “ვეფხისტყაოსანი” რომ დაწერე.

დაგავიწყოს, და არც იმას ჰქონდეს შენთვის მნიშვნელობა, თუ დღეს რას გიშვრებიან,

რადგან იყო ისტორიის გარეშე ნიშნავს, რომ არარაობა ხარ, და ყველაფრის ღირსი.

10 წელი გავიდა,

არ დაივიწყო, რომ საყდრისი აგიფეთქეს,

არ დაივიწყო არაფერი, და არც აპატიო, თუ ჯერ კიდევ გინდა გახსოვდეს, თუ ვინ ხარ!

.

გაზეთი ” საადგილმამულო” #7

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა