You are currently viewing ასეა..

ასეა..

” როგორი პოჩერკიცა გაქვს , ისეთივე გაქვს პახოდკაც,” –
ამ ჭეშმარიტებას მივაწერო მარკესი, ან ლაო ძი, თუ ჩემს დაკვირვებასაც ენდობით?
ანუ, ადამიანის ხასიათის ამოცნობა შეიძლება მისი კალიგრაფიით.
არ ვიცი, ვის რაში გამოგადგებათ ეს ინფორმაცია.
მაგრამ ათიდან რვა შემთხვევაში მაინც, მართლაც ასეა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
ხო, ჩემო ბატონო,
მე პირადად, კარგა ხანია ფურცელზე არაფერი დამიწერია.
მერე ინტერნეტი, და ვორდის ფაილები რომ შემოვიდა, მით უმეტეს, კალამს ვინ დაიკავებდა ხელში, წუთში ასი სიტყვა სიჩქარით წერა რომ ესწავლა.
რატომ ვამბობ ამას, და,
ნამდვილად მესმოდა თქვენი, ვინც პრეზენტაციაზე იყავით, და ელოდით, თუ როდის გავაკეთებდი წიგნზე წარწერას.
სასიამოვნო პროცესი კი იყო ჩემთვის, მაგრამ ძალიან ბევრი დრო წავიდა იმ 100 წიგნის ხელმოწერაზე.
და დრო კი აშკარად დამაკლდა,
კიდევ რამდენი რამ მქონდა სათქმელი,
და განსაკუთრებით ერთ პროექტზე, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ქართული თეატრიც, მწერლობაც, ჩვენი დამოკიდებულებაც ხელოვნებისადმი ზოგადად, და ბევრი რამ სხვაც.
არა უშავს, გვექნება კიდევ საშუალება, ამ ყველაფერზე რომ ვისაუბროთ, და თან ძალიან მალე.
ახლა სხვა რამის თქმა მინდა.
ვინც იყავით მოწვეული, და რაღაც მიზეზებით ვერ მოდით საღამოზე, თქვენთვის წიგნები შენახულია.
დამირეკეთ, მომწერეთ, დამიკავშირდით, შევხვდეთ, – გადმოგცემთ, ხელიდან ხელში, და რა თქმა უნდა, საჩუქრად.
მადლობით და პატივისცემით.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა