You are currently viewing აქა, ჰამბავი ჩათლახობისა

აქა, ჰამბავი ჩათლახობისა

აქა ჰამბავი ჩათლახობისა,
ანუ, ” რატომ არის რუსული კანონი რუსული? ”
.
კითხვის დასმაც კი, ” რატომ არისო ეს კანონი რუსულიო “, უკვე ქოცური ჩათლახობაა,
თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნაცი რომ იყოს ხელისუფლებაში, ისიც მიიღებდა ასეთივე კანონს, და გააპრავებდა.
ნაცზე გამახსენდა, – ქურდებზე კანონი რომ შემოიღეს გახსოვთ?
და თვითონ მოჯდნენ მერე მთავარ ოფიციალურ ქურდად ქვეყანაში და წეწავდნენ მსხვილ ბიზნეს,
ამ პონტშია აგენტების კანონიც,
ვისაც კი კონკურენტად მოიაზრებს, მოარგებს ქოცი ამ კანონს, და რეალობაში თვითონ დარჩება მთავარ აგენტად.
პრინციპში, აი, ეს, რაც ახლა ვთქვი, საკმარისი იქნებოდა, რუსული კანონის შესახებ წარმოდგენა რომ გქონდეთ, მაგრამ მოდი მაინც ვუპასუხოთ ჩათლახურ კითხვასაც, და გავყვეთ კანონს პუნქტებად, და იმათთვის, ვისაც არა აქვს წაკითხული კანონი, და ვისაც დასკვნების გამოტანაც არ უჭირს.
ნუ, ვისაც უჭირს, იმისტებისთვისაც, და ამისტებისთვისაც ვეცდები, მაინც.
რა თქმა უნდა კანონზე არ არის პუტინის ხელმოწერა, არ არის ლავროვის თითების ანაბეჭდები, მაგრამ ჩათლახობა იკითხება ყოველი სტრიქონის ქვეშ.
გავყვეთ, ხო…
სათაური, და მუხლი1-
კანონს აგენტების შესახებ კი შევუცვალეთო სახელიო, და ახლა გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქვიაო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბოზს დაუძახებ ვინმეს, თუ მსუბუქი ყოფაქცევისას?, – არანაირი, ხო?
სხვა დანარჩენი ყველაფერი, წერტილმძიმემდე ერთნაირია წინაშიც და ახალშიც.
ანუ, უკვე სიცრუეა, როცა ამბობენ, რომ სრულიად შევცვალეთო წინა კანონი.
ასეთი ქმედება ჩათლახობაა? – ჩათლახობაა!
მუხლი2 – იმის შესახებაა, თუ ვინ არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ( ანუ, მაინც აგენტი)
ვინ და არასახელმწიფო სტრუქტურებიო, და რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20% უცხოური ქვეყნებიდანააო,
შემოსავალში იგულისხმება როგორც ფული, ისე რაიმე უძრავ-მოძრავი ქონებაც.
აქაც ჩათლახობაა ჩადებული.
თითქოს მხოლოდ ორგანიზაციები შეიძლება იყვნენ აგენტები.
მაგრამ აქცენტი მაინც ორგანიზაციებზე, ანუ ორგანიზებულ ადამიანებზე აქვთ, – ერთი მოქნევით რომ დაარტყან ერთად თავმოყრილებს, აბა სად სდიონ ახლა ცალცალკე ათასებს.
ნუ, კაი, შევეშვათ, მხოლოდ ორგანიზაციებზე ვისაუბროთ,
და დავუშვათ გაქვს კანტორა, და გაქვს იუტუბარხი, ან ინტერნეტსაიტი, 30 ლარად რო დაარეგისტრირე, და აკრიტიკებ და ამხელ ავტოკრატიას და სისტემურ დანაშაულს, ძალადობას და ქვეყნის გაყიდვას, ეომები უსამართლობას.
ანდა გაქვს დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომლითაც იცავ იმათ, ვინც ამხელს სისტემურ დანაშაულს, და წლიური შემოსავალი პირობითად, 1000 ლარი გაქვს,
შემოწირულობით გაქვს ეს შემოსავალი, ანდა საკუთარი ჯიბიდან აფინანსებ, თორე როდის იყო ასეთი ორგანიზაციები მოგებაზე მუშაობდნენ.
და თუ სისტემას შენი აგენტად მონათვლის სურვილი გაუჩნდა, სულ იოლად მონახავს ვიღაც უცხოელს, ჩაარიცხინებს შენთვის 200 ლარს და უკვე აგენტი ხარ.
არ აღიარებ? გადაგახდევინებს 25000 ლარს.
სახელის გაფუჭებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხო კარგი ბიზნესი გამოდის?.
ჩათლახობაა? – ჩათლახობაა!
მუხლი 3- განსაზღვრებაა, თუ ვინ არის უცხო ძალა.-
ასეთებია – უცხო ქვეყნის ხელისუფლების რომელიმე სტრუქტურა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, იურიდიული პირი, ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია.
ანუ, იგივე ბიძინამ, ოფშორებში დარეგისტრირებული რომელიმე ორგანიზაციიდან რომ ჩაგირიცხოს 200 ლარი, უკვე აგენტი ხარ.
ჩათლახობაა?- ჩათლახობაა!
მუხლებში – 4, 5, 6, 7,- წერია, აგენტად რეგისტრაციის პროცედურები, დეკლარაციის წარდგენები, და ასე შემდეგ,
ანუ, თუ 200 ლარი ჩაგირიცხეს, ვალდებული ხარ ერთ თვეში დარეგისტრირდე აგენტად, და მიუთითო შენზე ყველა მონაცემი, მაგრამ აი, აქ ყურადღება- კანონი არ ითხოვს ინფორმაციას იმ ორგანიზაციაზე, ვინც ჩაგირიცხა ეს 200 ლარი.
ანუ, „გაზპრომმა“ ჩაგირიცხა თანხა, თუ „გორჩაკოვის ფონდმა“, თუ სოროსმა საიქიოდან, თუ ბაიდენმა თეთრი სახლიდან, თუ სი ძინ პინმა პეკინიდან, ამის თქმას არ გავალდებულებს, და აბა, როგორი საზოგადოებრივი გამჭვირვალობა გამოდის,?
პირიქით.
ეგ რაღად უნდაო, -იტყვის ვიღაც- ფართო საზოგადოება, და შენი მეზობელი ავთოია თუ ვერ გაიგებს, მანჯურიის აგენტი ხარ, თუ უცხოპლანეტელების, საგადასახადო ხო მაინც გაიგებსო, ვინც ჩარიცხაო, ხო?
აჰაა, დავიდა თქვენამდეც?
საგადასახადო თუ ისედაც გაიგებს, მაშინ რაღა საჭიროა ახალი კანონი?
ჩათლახობის სუნი არ გცემთ?- ხო, ჩათლახობაა!
და მართლა აგენტების დაფინანსება რომ გადმორიცხვებით კი არა, შავი ფულით რომ ხდება, არ იცის სისტემამ?
ანუ, ისევ და ისევ სისტემას აძლევს საშუალებას მანიპულაციების, რომ გაგაფუჭოს, და შენ ვერც დაიცვა თავი მისგან.
რომ აკრიტიკებ, მიტომ სურს გაგაჩუმოს, თორემ მართლა აგენტებს კი არ ეძებს.
ჩათლახობაა? – ჩათლახობაა!
მუხლი 9- უკვე პასუხისმგებლობაზე საუბრობს,
თუ შეგამოწმეს და მართლაც აღმოგიჩინეს ვიღაც უცხოელისგან გადმორიცხული 200 ლარი, უნდა გაიქცე და ჯერ აგენტად დარეგისტრირება უნდა მოასწრო , და მერე დეკლარაციის წარდგენა 10 დღეში, არ გააკეთებ, ან ვერ მოასწრებ?- ჯარიმა 25000 ლარი,
თავი აარიდე ჯარიმას? კიდევ 10000 ლარი, კიდევ აარიდე? – ახლა უკვე 20000 ლარი, და ეს იმ 25000 -თან ერთად.
და თან კანონი დამტკიცებიდან კი არ იწყებს მოქმედებას, არამედ 2022 წლიდან.
ჰა? როგორია?
კარგი ბიზნესი რო გამოდის უკვე ვთქვი, ხო?
და ჩათლახობაა? – ჩათლახობაა!
მუხლი 8.
ეს მუხლი, ბოლოსთვის შემოვინახე, რადგან ამ მუხლში ჩათლახობის უმაღლესი პოლოტაჟია გაწერილი.
ამიტომაც ფოტოთი მაქვს გამოტანილი, და ტექსტიც ხაზგასმულია, და თუ ვინმემ კიდევ დაგისვათ ჩათლახური კითხვა, „ რატომ არისო ეს კანონიო რუსული?“, ამხელა ტექსტი რომ არ ათრიოთ, შეგიძლიათ მხოლოდ ეს მე-8 მუხლი წაიღოთ, და თვალებზე ააფაროთ.
ამ მუხლით პირდაპირ გაბრუნებენ 1937 წლის სესერეკაში.
რადგან სიტყვასიტყვით წერია, რომ სისტემა შენს წინააღმდეგ მოქმედებას იწყებს სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიცავს, უცხოური აგენტის შესახებ მინიშნებას.
მინიშნება სხვანაირად ნიშნავს – ჩაშვებას, ჩაბოზებას, დანოსის დაწერას.
ანუ,
პირდაპირ ახალისებს უზნეობას, უბიძგებს ნებისმიერ ჩათლახს, დაწეროს განცხადება მასზე, ვინც არ მოსწონს, ვისზეც გაბრაზებულია, ვინც ხელს უშლის რაიმეში, ანდა უბრალოდ, დღეს ასეთ ხასიათზე გაიღვიძა, და ასე წამოუარა.
და ასეთი ჩათლახობის გაკეთება ერთი და იგივე ადამიანის მიმართ შეუძლია ყოველ 6 თვეში ერთხელ.
ის გიჩივლებს, და მერე სხვამ ამტვრიოს თავი, და არ კიდია, გამართლდება თუ არა მისი ნათქვამი? არ კიდია, სხვას ცხოვრებას ხომ გაუმწარებს?
და რამდენს გაუჩნდება ასეთი სურვილი ხომ წარმოგიდგენიათ?
მეტი კი არაფერი ხდებოდა 37-ში, მილიონობით რომ დახვრიტეს ანონიმკების საფუძველზე.
ჩათლახობაა?- ჩათლახობაზე უარესია!
ხო, – უფსკერო ჩათლახობაა!
დიახ, ეს კანონი მიტომ არის რუსული, რომ არა მხოლოდ რუსული კანონის ანალოგიაა, არამედ რუსული ხასიათისაა, თავიდან ბოლომდე ჩათლახობაა,!
მიტომ არის რუსული, რომ 30 წლიანი, ბოლშევიკური სისტემის კრიტიკის საშუალებას გართმევს, სიმართლის თქმის საშუალებას გართმევს, და ჩუმად ყოფნას გაიძულებს, მონობას გაიძულებს, რუსულ სივრცეში ყოფნას გაიძულებს, იმ რუსულ სივრცეში, საუკუნეებია შენს სისხლს რომ აქცევს.
რუსულია მიტომ, რომ სისტემას აძლევს საშუალებას მორჩილებაში ყავდე.
არ გინდა იყო მონა? – მაშინ იხადე ყოველ 6 თვეში 25000 , და როცა აღარ გექნება, ერთხელაც ვალებში გაგიყიდიან მთელ ქონებას, და ქუჩაში მოგიწევს ცხოვრება, და აგენტის იარლიყით.
ჩათლახობაა?- ჩათლახობაა!
ამიტომ არის ეს კანონი რუსული!
კი გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ ნათქვამია , თუ გინდა სხვამ შენი აზრი გაიზიაროსო, სიმართლე სველი პირსახოცივით კი არ უნდა ესროლოო, არამედ კოსტუმივით უნდა მოარგოო ტანზე,
ბევრს არ გჭირდებათ, ვიცი, ისედაც სამოსელში ხართ,
მაგრამ იმ შიშველ ხალხისთვისაც ვეცადე, ვინც დღეს რუსულ კანონს აპრავებთ, და ვეცადე იმიტომ, რომ თქვენმა შვილებმა, და შვილიშვილებმა,- ერთხელაც, როცა მიხვდებიან რაც ხართ,- სველი პირსახოცი არ გილაწუნონ სახეში.
ისევ თქვენთვის ვამბობ,
ხო, და მოიცვით ეს კოსტუმი, – ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა