მეთქი, რა დავარქვა,
უფრო სწორედ , როგორ მოვიხსენიო მეთქი მარტივად, და მხოლოდ ერთი სიტყვით ის ადგილი, ქუთაისთან ახლოს, სოფელი ბაშის განაპირა მიდამოებში, სადაც ახალი დასახლების დაარსებას ვაპირებთ,
და მერე, ვიფიქრე, რადგან აქაც დიდი ველია, და აქაც იგივე გეგმები გვაქვს, და იგივე პროექტები, რაც თბილისთან ახლოს, მარტყოფისველზე,
და მეთქი, მოდი, იყოს აქაც..
ხო,
დასახლების მსურველთა პირველი ჯგუფი ბაშისველზე ჩავიდა.
ასე დაიწყო, ხო, ბაშისველის ისტორიაც.
ამ დღეებში კიდევ სამ ასეთ ჯგუფს ჩავიყვანთ ახალ საადგილმამულოში, და შემდეგ უკვე შეგვეძლება გვარსახელებით ვთქვათ, თუ ვინ იქნებიან ბაშისველის პირველმოსახლეები.
ასე, ასე,
ასე უნდა დაარსდეს,
სხვაგანაც, ყველა კუთხე და მხარეში, მთაში, და ბარში, ახალი ქართული დასახლებები, საგანმანათლებლო ცენტრებით, პროფესიული სასწავლებლებით, მეურნეობებით, კოოპერატივებით, და ფერმებით,
და იქნება სოფელი,
ის სოფელი, საიდანაც იწყება ქალაქიც, და ქვეყანაც, – იქნება!
და, დაე, იყოს ასე !
.