You are currently viewing ბრალი არა მაქვს

ბრალი არა მაქვს

ეს რო არ მეთარგმნა, სული წამიწყდებოდა, ჩემმან მზემან.
იცნობთ, ხო ?..
მწერალი, პოეტი, დისიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
ოთარ ჭილაძესთან მეგობრობდა, ჭილაძის “გამოთხოვება ” აქვს ნათარგმნი, და ისე, რომ ერთი სიტყვაც არ იცოდა ქართული.
ოო, შეეძლო ეს მას, შეეძლო, რადგან ლექსის თარგმნა ემოციების თარგმნაა, და არა სიტყვის გადატანა სხვა ენაზე.
და მით უმეტეს შეეძლო თავისენოვანი სხვისი ლექსებით თამაში, – ინტერპრეტაცია დავარქვათ თუნდაც.
აგე, აქ არის პუშკინის ცნობილი ლექსის მისეული “შეთამაშება”, უფრო სწორედ ლექსზე ლექსით საუბარი, ლექსში ლექსის ჩასმა, რაფინირებული გადასვლები.
კითხულობ და რითმის გამწყობის ხმის ტემბრის ცვლილებაც გესმის თითქოს, და ბოლოს ირონიაა, ბედის, და მასაც სვამს სიტყვაში.
ახერხებს ამას, ეს, რა ვთქვა, არ ვიცი, მართლა ლექსის მოქანდაკე, ამ ლექსში კი მიქელანჯელო, ნაღდად!
ხო, ნახეთ თარგმანიც, და მიხვდებით თქვენც, რომელია იქ პუშკინისეული, რომელი ბროდსკის, და რომელი მისი შეთამაშების კიდე ჩემგან შეთამაშება,
აბა, რა ეგონა, რას დაიწყო, ღმერთი, რჯული, ბრალი არა მაქვს.
.
Я вас любил. – Иосиф Бродский
.
Я вас любил. Любовь ещё (возможно,
что просто боль) сверлит мои мозги,
Всё разлетелось к чёрту, на куски.
Я застрелиться пробовал, но сложно
с оружием. И далее, виски:
в который вдарить? Портила не дрожь, но
задумчивость. Чёрт! всё не по-людски!
Я Вас любил так сильно, безнадежно,
как дай Вам бог другими – – – но не даст!
Он, будучи на многое горазд,
не сотворит – по Пармениду – дважды
сей жар в груди, ширококостный хруст,
чтоб пломбы в пасти плавились от жажды
коснуться – “бюст” зачеркиваю – уст!
..
“მე თქვენ მიყვარდით”, და ეს ( ტკივილი,
იქნებ, ) მაწამებს და გლეჯს გონებას,
არც უნდა წამალს გამოგონება,-
ვეძებ იარაღს, მეყო ჩივილიც..
მაგრამ აქ ორი საფეთქელია ,
ვესროლო, რომელს ? და ეს ყოყმანიც,
უკვე მკლავს, ვხედავ, Чёрт! , რა ძნელია,
(“მიყვარდით, როგოორ”) ..ეს არჩევანიც.
“ღმერთმა ინებოს, სხვასაც”, – ინებებს?
იგივე ხერხს არ გამოიყენებს!
სწავლულიც ამბობს,- ასე არ ხდება,
ვერ დასწვავ , რაც კი ერთხელ გადაწვეს
სურვილით, (მისგან ძვალიც რომ დნება),
შეეხოს – („მკერდს“ ვშლი, და აქ ვწერ )- ბაგეს.
.
გუჯა ბიძია.
,
p.s.
ხო, ჩემო ბატონო,
ვისაც უფრო მეტის გაგება სურს, თუ რატომ აძლევს ბროდსკი თავს უფლებას გრძნობებზე ასე ირონიულად ისაუბროს, ბროდსკის “ოცი სონეტი მარია სტიუარტს” გადაიკითხოს, ძალიანაც ისიამოვნებს და ბროდსკის სულ სხვა თვალით შეხედავს.
სწორედ აქედანაა ამოღებული ის, რისი თარგმნის და ოოდნავ შეთამაშების უფლება მეც მივეცი ჩემს თავს, რადგან რატომ უნდა მესაუბრა “კბილის პლომბებით”, როცა შეიძლება ახსენო “ძვალი”,?
და იმის ახსნაც ზედმეტია , რომ “ორ საფეთქელში” ბროდსკი მხოლოდ თავის საფეთქელს არ გულისხმობს,
ნუ, პარმენიდი რო ჰყავს ნახსენები ავტორს, და თარგმანში რომ სწავლულად მაქვს გადმოტანილი, ძველბერძენი ფილოსოფოსი, ყოფნა – არყოფნაზე ჯერ კიდევ მაშინ რო ქაქანებდა, შექსპირი კაცს კი არა, ღმერთსაც რომ არ ჰყავდა ჩაფიქრებული, მასზეც საათობით შეიძლება საუბარი,
და კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეიძლება ითქვას, მაგრამ ბროდსკი მიტომ არის ბროდსკი, ლექსით სიამოვნება რომ არ გაკმარა მხოლოდ, ცნობისმოყვარეობაც რომ გაგიღვიძა, და ინფორმაციის ზღვაში გაგიშვა სანაოსნოდ..
და შენც მიდიხარ, რადგან ხვდები, ეს ლექსი არ არის ოროსნებისთვის განკუთვნილი.
ხო, რა..
ცოდნა არ კლავს, კლავს არცოდნა.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე,(გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა