
” რად გინდა გზა, თუ თეატრამდე არ მიგიყვანს? “
და რა ხდება?
რა, და, პირველი დღეა მაესტრო ლევან წულაძესთან, და მის თეატრში ” სახელოსნო#42 “
და საუბრები, პიესაზე ” ჩაკრულო “,
ანუ, იმის შესახებ, თუ როგორ დავიბრუნეთ ქართველებმა ქვეყანაც და ერთმანეთიც.
ხო, ეს იყო დღე პირველი,
და ვფიქრობ, რომ ეს პირველი დღე არ იქნება დღე უკანასკნელი, და იქნება გაგრძელებაც.
რადგან, როგორც ” ჩაკრულოს ” პერსონაჟებს, ისე ჩვენც, ვინც იმ დღეს ვიყავით იქ, გვაქვს პრინციპი, – “რასაცა გასცემ, შენია”.
და თუ გასცემ ალალად, – მრავლდება ალალობაც,
და გამოდის, რომ ისევ შენ გიბრუნდება,
სულ ეგ არის გზაც, და ფორმულაც თეატრის, ხელოვნების, ზოგადად ცხოვრების,
და ეგ არის ადამიანობის მთელი ფილოსოფიაც.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
