You are currently viewing და კიდევ ერთხელ..

და კიდევ ერთხელ..

კიდევ ერთხელ ვიტყვი,
რა თქმა უნდა აქციების მოთხოვნები სწორია, მაგრამ არასწორებს მიჰყავთ პარადი.
ამიტომაც არ გამოდის ყველასი და ყველაფრით უკმაყოფილო ხალხი გარეთ,
არჩევნები რომ ყალბდება 30 წელია იცის ობივატელმა შეჩვეულია ამას, და რატომ გამოვა ახლა, – შენ რომ ხელისუფლებაში მოსვლაში დაგეხმაროს?
რუსეთში მიგვათრევენო?
და ამას ის ამბობს, ვინც თავის დროზე რუსებს მიჰყიდა ყველაფერი?
იმათ მიყიდეს, ამათ გააგრძელეს,
და რუსეთში ხარ 30 წელია,
წიაღისეული, სტრატეგიული ობიექტები, მიწები, ენერგორესურსები, რუსული კომპანიების ხელშია ისედაც, მართველობის სისტემაც კი რუსული გაქვს, – იცის ესეც ობივატელმა, და რითი გინდა ახლა შეაშინო?
შეაშინეს უკვე ომით და შეშინებულს მხოლოდ სამი რამ თუ გამოიყვანს გარეთ.
1- ან ქარიზმატული ლიდერი დიდი იდეებით,
2- ან ძალიან დიდი ფული,
3- ან აშკარა გამაღიზიანებელი ფაქტორი, აი, თუნდაც ისეთი, გავრილოვი რომ დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე.
არც ერთი ამ სამეულიდან სახეზე არ არის, და აბა, რას ელოდებით?
რავი, აგერ, თქვენ ფოტო, და თუ გინდათ მოგიყვებით, როგორ მოიშორეს ჯერ კიდევ, კასტელო ბრანკოს მიერ დამყარებული 20 – წლიანი სამხედრო დიქტატურა ბრაზილიელებმა, 1985 წელს.
დიახ, 20 -წლიანი სამხედრო დიქტატურა,
დიახ, – უსისხლოდ, და მშვიდობიანად, მაგრამ გათვლით, და გეგმით, და სქემით,
ა, ხო, გამახსენდა,
ჩვენ, ხო ქართველები ვართ, ჩვენ ხო ყველაფერი უცებ გვინდა, და ეს “უცებ” რომ მოხდეს, ამას 30 წელი ველოდებით მთქნარებით.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა