
აი, დაახლოებით ასეთი იქნება მარტყოფის ველზე, ანუ, იქ სადაც მარტყოფისველის პირველმოსახლეები ვსახლდებით, ის ნაგებობა, რომელშიც განთავსდება “საადგილმამულოს” ცენტრალური ოფისიც, სტამბაც და გამომცემლობაც, ტელე და რადიოცენტრი, და პროფესიული სასწავლებელი.
და სადაც ახლომახლო სოფლებში მაცხოვრებელი ახალგაზრდობა ისწავლის,
და ისწავლის უფასოდ!
და ამ ყველაფრის ბაზაზე, კი საბოლოოდ, აქვე ამოქმედდება საადგილმამულო უნივერსიტეტიც, რომლის კურსდამთავრებულები ისევ და ისევ საადგილმამულოს ეროვნულ, და თან კომერციულ პროექტებში დასაქმდებიან, და რა თქმა უნდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პირველ პირებად.
და ასე გაკეთდება თანდათანობით სხვაგანაც, ყველა კუთხეში, და რეგიონში.
რაც ვთქვი, უნდა გაკეთდეს, – გეგმით, სქემით, რეალობის გათვალისწინებით, შეცდომების გამოსწორებით, და მიზნისკენ გადადგმული გათვლილი ნაბიჯებით.
უნდა გაკეთდეს, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას.
უნდა გაკეთდეს, რომ მოღონიერდეს სოფელიც, ქალაქიც, და ქვეყანაც,
და რომ შეიქმნას, ახალი, ჭეშმარიტად ეროვნული ელიტა, რომელმაც სისტემისგან შემოგდებული, გაყიდული ფსევდოელიტა უნდა ჩაანაცვლოს, განდევნოს და გააქროს ყველა სფეროდან,
რომ შეიქმნას შეგნებული სამოქალაქო საზოგადოება, ადამიანური და ფინანსური რესურსით,
საზოგადოება, რომელსაც სისტემური ძალადობებისგან თავის დაცვა შეეძლება აღდგენილი რეფერენდუმის უფლებით, და გამოწვევის მექანიზმით, და რომ ბოლოს და ბოლოს დამთავრდეს ეს 30-წლიანი გამყინვარება, და ყველა ჯურის პოლიტნაგვების და პარტიების თარეში.
ასეც იქნება!
და დაე, იყოს, ასე!
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)