You are currently viewing დიახ, მახსოვს, და ვიცი

დიახ, მახსოვს, და ვიცი

ეს გარემოს დაცვის სამინისტროა,
მის ალაყაფზე ქალის თავსაბურია შემოხვეული.
და რატომ?
ზუსტად ერთი წლის წინ, სწორედ ნოემბრის თვეში, რიონის ხეობის ხალხს, ქარში და წვიმაში ერთი კარავიც კი არ გააშლევინეს,
დაარბიეს, კაცები დაიჭირეს, ქალებს ასფალტზე დაათრევდნენ, და აი, ქალის თავსაბურსაც რომ გადაუარეს ფეხებით, იმიტომ აღმოჩნდა მერე მანდილიც ალაყაფზე, სიმბოლურად, კიდევ ერთი სისტემური დანაშაულის დასაფიქსირებლად.
საკუთარი მიწის დასაცავად მისულმა ხალხმა ერთადერთი კარვის გაშლა დააპირა მაშინ, და არ დაანებეს.
და ახლა შუაგულ ვაკეში, შუაღამით, პარტიული კარვების ტყე რო გაჩნდა, და პოლიციელებს ერთი წინააღმდეგობაც კი არ გაუწევიათ, არავის გაგიჩნდათ კითხვა, – რატომ?
დიახ, მხოლოდ სოციალურ თემებზე პროტესტი აშინებს სისტემას,
ქვემოდან წამოსული სახალხო მოძრაობები აშინებს სწორედ,
თორე შიგასისტემური და შიგაპარტიული ვითომ ომები კი არა,
დიახ, ქვემოდან დაწყებულ სახალხო მოძრაობებს ვერ მართავს სწორედ, ვერ აკონტროლებს,
თორე ხაზარაძეგახარიაგვარამიას, ვისაც მოხარშულს იცნობს, რასაც უნდა იმას გააკეთებინებს, როცა ამას ჩათვლის საჭიროდ, რადგან ორივე მხარე ერთი სისტემის ნაწილია, და ყოველთვის მორიგდებიან ერთმანეთში.
აქ საკითხი მხოლოდ იმაზე დგას, ვინ როდის, და რამდენად გაიყიდება.
ქართული პოლიტიკა მაყუთის საჭრელი სტანოკია, და ბოლო 30 წელია ამის დასტური.
ასე რო არ იყოს, გაიხსენეთ აბა, რომელიმე პარტია გამოსულა რაიმე სოციალურ პრობლემაზე გარეთ?
არც მიწის უცხოელებზე გაყიდვა აწუხებთ, არც ბანკები, არც განათლების , ანდა ჯანდაცვის სისტემა?
რატო? – მაყუთს ვერ გაჭრიან ასეთ თემებზე , ხო?
ხელისუფლებაში მოვალთ და მერე გიშველითო?
და რა, არ იყვნენ? ვინმე ახალია და არ ვიცით?
ესენიც ისევ ისე არ იყვნენ ერთ დროს რუსთან ჩახუტებულნი, როგორც ახლანდელები?
ახლა გამიხდნენ გახარია, ხაზარაძე, ვაშაძე, მარგველაშვილი, წერეთელი, ხოშტარია, ბერძენიშვილები და სხვები პროევროპელები?
რა გარანტია მაქვს, რო ხვალ ვინც მეტს გადაუხდის, ისევ მის პაგონებს რომ არ დაიკრავს?
დიახ, მახსოვს, ვიცი, და ეს ყველაფერი რო ვიცი, და ბევრ კითხვაზეც რო მაქვს პასუხი, მე, კაცს, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს, და ყველა სისტემური დანაშაულის დროს, ქუჩაში ვიდექი პროტესტით,
მაგრამ ის ანდაზაც, რო მახსოვს, ცოლქმრის ჩხუბი სხვას მართალი ეგონაო, მიტომაც ვუყურებ ახლა იმას, რაც ხდება თბილისში, ტელევიზორის ეკრანიდან.
და მხოლოდ მაშინ მოვშორდები ეკრანს, როცა ქუჩაში მხოლოდ ახალგაზრდებს დავინახავ, და პარტიული როჟების გარეშე.
დიახ, იგივე მოთხოვნებით, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდებს!
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა