
გირჩის ზურაბა ალაპარაკეს გუშინ ფორმულაზე.
ისე დახვდნენ, რამკიანი ქურდი რო გამოვა სვაბოდაზე, და სხადნიაკზე რომ მივა, –
ალბათ, ზურაბასგანაც ელოდნენ, რამე ჭკვიანურს იტყვისო.
დადო იმანაც, – დელისიდან თავისუფლების მოედნამდე ხალხით რო გადაივსება ქუჩები, ე, მაშინ ჩამოიშლებაო რეჟიმი, მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდესო, არ ვიციო, ჯერ.
დაჯექი ზურაბა, – ორიანი შენ.
ციხე რო მასების მართვას ასწავლიდეს, ჩემ მეზობელ ავთოიას დისერტაცია ექნებოდა მაგ თემაზე დაცული, რაც იმას სროკები აქვს მოხდილი.
აბა, სხვა თუ არაფერი იცი, ის მაინც ხომ უნდა დაგენახა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე იყო ქუჩაში 100 000 კაცი გამოსული?
გაკეთდა რამე?
ანუ, ქუჩაში მხოლოდ ხალხის რაოდენობა არ არის მთავარი.
მთავარია, ვინ არის ქუჩაში.
თეიმურაზ ხევისთავები ვერაფერს შეცვლიან.
ქუჩაში ობივატელი უნდა გამოვიდეს.
აი, ის, ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი.
თორემ კაცს სამსახური რომ აქვს, ბინა, მანქანა, და აგარაკი, ზაფხულში ზღვას რო არ იკლებს, და ზამთარში ბაკურიანს, და თვეში ერთხელ რომ გამოისეირნებს აქციაზე, – ასეთი მხოლოდ იმაზეა სპასობნი ვიდეოები ჩაწეროს, და იფილოსოფოსოს.
ქუჩაში მშიერი ხალხი უნდა გამოვიდეს, წამლის ფული და სახლის ქირის ფული რომ არა აქვს –
ასეთებს კიდევ “გვარუსებენო”, შეძახილებით ვერ გამოიყვან.
იცოდნენ ბოლშევიკებმა რასაც აკეთებდნენ,
ლოზუნგი ” მიწა გლეხებს, და ქარხნები მუშებს” რომ გამოაგდეს.
და არ იფიქროს ვინმემ, რო საზოგადოება დღეს აღარ არის ობივატელური.
ისევ ისეთივე ბიდლოა უმრავლესობით საზოგადოება, როგორც იყო ასი წლის წინ, და ისევ ინსტიქტებით იმართება.
ასე რომ არ იყოს, არ დაუჩოქებდა ხალხი შევარდნაძეს, ოღონდ ნუ მიგვატოვებო,
ასე რომ არ იყოს, არ აუფრიალებდა სააკაშვილიც უშუქოდ, უპუროდ, და უწყლოდ დარჩენილ ხალხს მაფიოზების სასახლეების ფოტოებს , – მდიდარს ჩამოვართმევ და ღარიბებს დაგირიგებთო, პონტში.
და ვერც ივანიშვილი ვერ მოაღორებდა ობივატელს უფასო ფულით.
და დღეს იქამდე მივედით, რომ საკმარისია, რეჟიმმა ლოზუნგს ” აბა, ომი გინდა?” , დაუმატოს ლოზუნგი “ყველა ქართველ მამაკაცს თითო რუსი ნატაშა”, რომ საბჭოეთს მონატრებულმა პენსიონერებმაც, და ატეხილმა მუტრუკებმაც ტაშის გრიალით მოითხოვონ რუსეთთან შეერთება.
სრულიადაც არ ვხუმრობ.
ბოლშევიკური სისტემა, რომელიც ინსტიქტების მონა ობივატელზე დგას, არ შეცვლილა საქართველოში.
და არც არასოდეს არ შეიცვლება, თუ თავის დასაყრდენს არ გამოვაცლით.
და რომ ვერ გამოაცალო ობივატელი, მიტომაც აგვახია ქოცმა ყველას, ჯერ ეროვნული თემები, მერე კორუფციის წინააღმდეგ მეომარის მანტიაც, და ახლა პროდუქტების ფასებს მიადგა.
ამიტომ, იმ ძალამაც, ვისაც გულწრფელად სურს რაიმე სასიკეთო მოხდეს ამ ქვეყანაში, უნდა გაითვალისწინოს რა უნდა ობივატელს.
და პროცესები სოციალური საკითხების წინ გამოწევით უნდა დაიწყოს,-
ცარიელი მაცივარით, უმუშევრობით, ემიგრაციით, საბანკო ვალებით, მიწის საკითხით,
ჯანდაცვა, ტრანსპორტი, ეკოლოგია, – უამრავი თემაა კიდევ, რომელიც რიგითი მოქალაქეების ინტერესებშია და აერთიანებს.
არ მუშაობს ეს ” აღსდექ, საქართველო” თემები ყოველდღიურობით გაწამებულ ობივატელზე.
ამიტომაც სოციალური საკითხები უნდა იყოს “პარავოზი” თემა, და შემდეგ უნდა მიებას თანდათანობით სხვა თემებიც, – ბუნებრივი რესურსების, წიაღისეულის, და გაყიდული სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაცია.
პროტესტის გაძლიერების რაღაც ეტაპზე კი სისტემური ცვლილებებისთვის აუცილებელი თემები უნდა წამოიწეს წინ – რეფერენდუმი და გამოწვევის მექანიზმი.
რადგან როცა რეჟიმი კანონებით გეომება, შენც უნდა გქონდეს რაღაც კანონი ხელში, რომ დაუპირისპირდე.
უნდა გქონდეს ხელისუფლებებზე ზემოქმედების მექანიზმები.
უნდა შეგეძლოს რეფერენდუმის ძალით კანონის მიღება და გაუქმება, და მერე ვეღარავინ აგიკრძალავს ტროტუარზე დგომას, და ვერც ჯიბეში ჩაგიყოფს ხელს.
მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ზურაბაგვარამიებს, და ხაზარაძეგახარიებს არ აწყობთ ეს თემები,
რადგან რო მოხდეს სასწაული, და მშიერმა ხალხმა მართლაც დაიკანონოს ხელისუფლებებზე ზემოქმედების მექანიზმები, და თვითონ დაიწყოს ქვეყნის მართვა, ხო დაერხათ მერე ყველა პოლიტროჟას?
ამიტომაც სხედან და ფიქრობენ როგორ გაავსონ სხვანაირად დელისიდან თავისუფლების მოედნამდე ქუჩა.
რავი, ვიტყოდი სხვა გზასაც, უფრო საიმედოს, უფრო ქართულს, და უფრო ზნეობრივს.
ანუ, როგორ უნდა გადააქციო ობივატელი იდეისთვის მებრძოლად.
მაგრამ ამ გზას რომ დაადგე, ილია უნდა იცოდე და წიწამურისთვისაც უნდა იყო მზად.
და ვინა ხართ, რო, ასეთი?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
