მართლა მიკვირს, რა უნამუსოდ უნდათ ჩაწიხლონ ერი, უკვე 3 წელი რომ ომობს საკუთარი და სხვისი თავისუფლებისთვის.
პოლიტვაჭრები რატომაც უნამუსობენ, გასაგებია.
მაგრამ, მიკვირს იმ რიგითი ობივატელის სიძულვილის , უკრაინისკენ რომ არის მიმართული.
რატო ომობენო, არ ესმითო, მასზე ძლიერ რუსს, ომს რომ ვერ მოუგებენო?
ასეთს ალბათ, ის არ ესმის, სპარსელებს, თურქებს, არაბებს, მონგოლებს, და რუსებსაც, ჩვენ რატომ ვეომებოდით.
იუნკრები რატომ ომობდნენ ტაბახმელასთან, ან ქაქუცა ჩოლოყაშვილი რატომ აუჯანყდა რუსს, მხოლოდ 100 კაცით, ან აფხაზეთში რატომ ვომობდით, ან სამაჩაბლოში,- ესეც არ ესმის, ალბათ.
და მოდი, და გააგებინე ახლა ასეთს, უკრაინაც რატომ ომობს.
არ ვიცი, რატომ სურთ, ჩავთვალო, რომ მათ ამ “გაუგებრობაში” ფულს უხდიან?
მირჩევნია, ვიფიქრო, რომ უბრალოდ ინფორმაციიის ნაკლებობა აქვთ,
ან, როგორ ვთქვა რბილად, და, სხვა რამის ნაკლებობაა,
აბა, ასეთი მიამიტი, ასეთი უნახავი, და ულოგიკო, როგორ უნდა იყო, რომ ვერ გაარჩიო, ვინ მტერია და ვინ მოყვარე?
გავახსენოთ, უბრალოდ,
32 წლის წინ,
1993 წლის 11 ოქტომბერს, უკრაინამ აფხაზეთიდან დევნილი ქართველების ევაკუაციის სპეცოპერაცია დაიწყო.
უკრაინელმა პილოტებმა 17 ვერტმფრენის საშუალებით, 291 აფრენა მოახდინეს და 7643 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ჰაერში ჯერ კიდევ ზუზუნებდა რუს-აფსუათა ტყვიები.
გავიმეორო?
7643 ქართველი გადაარჩინეს,
ქალი და კაცი, მოხუცები და ბავშვები.
ამდენი ათასი კი არა, ერთი ქართველიც რომ გადაერჩინა ელემენტარული მადლიერების გრძნობა არ უნდა გქონდეს?
და ერთი კი არა, 7643 გადაგირჩინეს,
სხვა რომ არაფერი გაეკეთებინათ , მხოლოდ ამისთვის არ გვაქვს მთელი უკრაინისთვის მადლობა სათქმელი?.
რა მადლობაო, ვინც ასე ფიქრობს, დარწმუნებული ვარ, ერთი სიკეთეც არ ჩაუდენია,
სხვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გაწირვაზე აღარაფერს ვამბობ.
გმირთა მოედანზე მაინც გავიდეს,
აქვეა, ჩაჯდეს მარშრუტკაში და გავიდეს, და ნახოს იქ აფხაზეთის ომში დაღუპული უკრაინელთა გვარებიც.
გადი, ხო, გადი, შენი უმადური გონთაწყობის რა ვთქვი, მე..
აღარ ვსაუბრობ იმაზე, რასაც დღეს აკეთებს უკრაინა.
შენს საუკუნოვან მტერს ეომება,
ომის ელემენტარული ლოგიკა კი ასეთია ,- შენი მტრის მტერი შენი მეგობარია.
ანუ, გაიმარჯვებს უკრაინა, და გაიმარჯვებს საქართველოც.
ამისთვის ომობენ დღეს იქ ქართველი ბიჭებიც,
დიახ, უკრაინის ტერიტორიაზე იმიტომ ომობენ, შენამდე რომ არ მოვიდეს ომი!
ესეც ძნელი გასაგებია?
რა ვთქვა სხვა,
ღმერთო, შენ დაგვიფარე შინაური იდიოტისგან, თორემ გარეულ მტერს თვითონ მივხედავთ.
უკრაინელ ძმებს, კი მადლობა.
ვსე ბუძე დობრე, უკრაინა!
.