
ქურდს რო კარგად მოუსმინო, დღეში ასჯერ გატყდებაო, ნათქვამია,
და თან, გამოძიებაც დავიწყეთო, რომ ამბობენ..
აბა, რა, აბა, რა,
ესენი იმდენს იზამენ, BBC-ს მეპატრონეს ასწევენ შუა ლონდონში და თბილისში ჩამოიყვანენ ხელბორკილებით.
ხუმრობა იქეთ იყოს, მაგრამ ისიც რომ თქვან, ის მომწამლავი წყალი აქციის მონაწილეებს ქონდათო იქ მიტანილიო, და ერთმანეთს შეასხესო სახეში, – ამათგან არც ეს გამიკვირდება.
ფაქტი ერთია,
ამდენხანს პირამოკერილი გომელაური თუ გამოსწიეს წინ სალაპარაკოდ, ესე იგი, ძალიან აეწვათ.
და ისე ძალიან აეწვათ, თვითონაც ვერ ხვდებიან, სიჩქარეში ისეთ განცხადებებს რომ აკეთებენ, ფაქტიურად დანაშაულის აღიარება რომ გამოსდით.
ნაცმა რაც მავნებლობა ჩაიდინა თავის დროზე, ეგ გასაგებია, მაგრამ ქოცმა რატომ არ გაანადგურა აკრძალული ნივთიერება?
და გაანადგურა კი არა, მეტიც, რატომ გამოიყენა?
და რომ გამოიყენეს ქიმიური იარაღი აქციის დასაშლელად, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თქვა ამანაც და ამისმა მოადგილეებმაც.
რაციაში საუბრების ჩანაწერებიც არსებობს ამის თაობაზე, და უამრავი დაზარალებულის ჩვენებაც და ექიმების დასკვნებიც.
და ძალიანაც კარგი, ქოცი BBC -სთან დავას თუ აპირებს საერთაშორისო სასამართლოებში.
თავის დასაკლავ დანას ამაზე უკეთესად ვერც ალესავს.
და კატა კი არა, რა ინგლისური ბულდოგიც გამოთხარეს, დაინახავენ მალე, ამასაც, თაგვები.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
