You are currently viewing ზუსტად 3 წელი

ზუსტად 3 წელი

ზუსტად 3 წელი გავიდა 2022 წლის 24 თებერვლიდან.
და ომის დაწყებიდან ორიოდე დღის შემდეგ ამ ფოტოს გადავაწყდი სადღაც,
არ ვიცი ავტორი, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ თვითონ გააკეთა პატარა ჯოხისგან და ნაჭრის ნაგლეჯებისგან ეს დროშა და მიიტანა და ქვაფენილში ჩაამაგრა,
დიახ, წითელ მოედანზე, კრემლის წინ,!
და რაოდენ სიმბოლური იყო მართლაც ეს, იმ დროს, როცა უკრაინის 3 დღეში დაცემაზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, და მათთან ხმაშეწყობილად ქართველი რაშისტებიც.
ისიც მახსოვს, ახლადგამომცხვარმა 21-ე საუკუნის ” შულავერის კომიტეტმა” წერილი რო მიწერა პუტინს,
უკვე გამარჯვებას ულოცავდნენ რუსს, და საქართველოსკენ ეპატიჟებოდნენ,
არც კი მალავდნენ თავს, იმდენად იყვნენ დარწმუნებული რუსის გამარჯვებაში, რომ რამდენიმე ათეული ორგანიზაცია ღიად აწერდა ხელს იმ წერილს.
ხო, ყველას ეგონა, რომ უკრაინა დამთავრდა, და რომ მის კვალდაკვალ დამთავრდებოდა და კიდევ ერთხელ გარუსდებოდა საქართველოც.
მაგრამ უკრაინა არ ფიქრობდა ასე, და არ ვფიქრობდით ასე ჩვენც, ვისაც გვახსოვს, თუ როგორი ომი იცის უკრაინელმა და ქართველმა, და ვისაც გვახსოვს, თუ ვინ არის რუსი.
ზუსტად 3 წელი გავიდა მის შემდეგ,
და ამ ხნის განმავლობაში, ამ დროშის კვალდაკვალ მრავალჯერ გამოჩნდნენ კრემლის თავზე უკრაინული დრონებიც, და მრავალჯერ დაიბომბა მოსკოვიც, და მოსკოვამდე ტერიტორიაც.
ხოლო, რუსეთის კურსკის ოლქის დიდი ნაწილი, უკვე 8 თვეა უკავია უკრაინის არმიას.
და დასავლეთს და ამერიკას ამ სამი წლის განმავლობაში რომ შეესრულებინათ 1994 წელს ხელმოწერილი “ბუდაპეშტის მემორანდუმის” ვალდებულებები, უკრაინის ბირთვული შეიარაღების დათმობის სანაცვლოდ რომ აიღეს თავისთავზე, აი, ამ ადგილზე უკრაინის სხვა დროშებიც გამოჩნდებოდნენ,
და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდებოდა რუსული ფაშიზმი, და ამოისუნთქავდა მსოფლიოც.
და დამთავრდებოდა ჩვენი ომიც, აქ, საქართველოში რუსულ კუდებთან,
და ამოვისუნთქავდით ჩვენც,
იმედი მაქვს, ერთხელაც ასეც მოხდება,
რადგან არ შეიძლება სხვანაირად,
რადგან ყოველთვის იარსებებს უკრაინაშიც და საქართველოშიც ისეთი, ზედ მტრის ცხვირწინ თავის დროშას რომ ჩაამაგრებს,
და ესე იგი , მუდამ იარსებებს უკრაინაშიც და საქართველოშიც თავისუფლებისთვის მეომარი სულიც,
რომლის სიმაღლე, მიწიდან კი არა, ღირსებიდან იზომება!
სლავა უკრაინი,!
საქართველოს გაუმარჯოს!
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა