You are currently viewing თქვენც გეშველებათ, მეც, და ტრიფონიასაც

თქვენც გეშველებათ, მეც, და ტრიფონიასაც

ხო, რა..

კარგია, ბოლოსდაბოლოს რომ მოვიდა მიხვედრა, მონების, პარტიების, და ხელისუფლებების შეცვლით, სისტემა რომ არ იცვლება.

და რომ დღეს, ერთი კომუნისტური პარტიის მაგივრად 300 პარტია რომ არის, არაფერი შეცვლილა, და დღესაც, ისევ ისეთივე, ერთ მუჭა ნაგვებზე მორგებული სახელმწიფო მართვის სისტემაა, ასი წლის წინ, საქართველოს გასაბჭოებით რომ დამყარდა ამ ქვეყანაში.

ხო, კარგია, რომ არის უკვე მიხვედრა, რომ კარგი პარტია არ არსებობს, და რომ პარტია მხოლოდ ერთეულების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციაა, მხოლოდ საკუთარი წევრების სოციალურ და ეკონომიკურ კომფორტზე რომ არის ორიენტირებული, და შესაბამისად, ვერანაირად ვერ იქნება მთელი საზოგადოების მსახური, და მისი ნების შემსრულებელი, და შესაბამისად პარტიული სისტემა მუდამ იქნება ანტიხალხური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, –

ანუ, ძალადობრივი.

შესაბამისად, როცა სისტემის შეცვლაზე ვსაუბრობთ, ის ინსტრუმენტი, და ის ელემენტი უნდა გამოვაცალოთ, რომელიც ხდის სისტემას ძალადობრივს,

დიახ, როცა სისტემის შეცვლაზე ვსაუბრობთ, პარტიული სისტემის უპარტიო სისტემით ჩანაცვლება უნდა ვიგულისხმოთ.

კარგია, ხო, ამ მიხვედრამდე თუ მივედით.

და მაშინ, ახლა ის მიხვედრაც უნდა დადგეს, როგორ, და რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა იმისთვის, რომ საქართველო უპარტიო გახდეს.

წერია ესეც ილიასთან, ყველაფერი წერია, წაკითხვა უნდა მხოლოდ, და გააზრება, და შემდეგ მოქმედებაზე გადასვლა..

და თქვენც გეშველებათ, მეც, და ტრიფონიასაც..

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა