ჯერ ერთი, მოთხოვო ომისგან აოხრებულ უკრაინას დახმარების სანაცვლოდ წიაღისეული, იგივეა, ერთი ახვარისგან გალახულს, გაძარცვულს, და სახლკარ გადამწვარ მსხვერპლს, უკვე სხვა ახვარი მიადგეს და ახლა იმან დაიწყოს ძალადობა.
და ამ ყველაფრის მერე, უკვე იმის შეთავაზება, რომ უკრაინა უნდა შეეგუოს ტერიტორიების დაკარგვას, და ამ 3 წლის ომის, და ამდენი დაქცეული სისხლის შემდეგ, – ეს რამხელა შეურაცხყოფაა უკრაინელი ხალხის, ამის თქმაც არ მინდა.
და როცა ამას აკეთებს პრეზიდენტი, იმ ქვეყნისა,
რომლის წყალობით დაკარგა სწორედ უკრაინამ ბირთვული შეიარაღება, – ერთადერთი თავის დაცვის საშუალება ახვარი ქვეყნებისგან.
პრეზიდენტი, იმ ქვეყნისა, რომელმაც იმ დათმობის სანაცვლოდ დახმარება აღუთქვა უკრაინას, იმის მიუხედავად რა ადმინისტრაციაც არ უნდა მოსულიყო ამერიკის ხელისუფლებაში, და ამ წლების წინ მიცემულ პირობას, ახლა რომ დაარღვევს,-
ასეთი უზნეობის მაგალითი მართლაც ძნელი გასახსენებელია მსოფლიო ისტორიიდან.
ტრამპზე მეტი უზნეო, და არა მხოლოდ სხვა ქვეყნის, საკუთარი ქვეყნის ღირსების გამთელავიც, და ვაჭრუკანა პრეზიდენტი ჯერ არ ჰყოლია ამერიკას.
ფაქტიურად, ახალი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დადების მოწმენი ვხდებით,
და ფაქტიურად უკრაინაც და ჩვენც უკვე, გაგვყიდეს და გაგვანაწილეს.
მაგრამ, რა გეგმებიც არ უნდა დააწყონ პოლიტვაჭრებმა, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, შეუძლია ეს გეგმები ჩაშალოს, და გააკეთოს ის, რისიც ასე ეშინია ამერიკასაც და რუსეთსაც,
და მწამს, რომ ასეც მოხდება,
და უამრავი განსაცდელის გავლის შემდეგ, ევროპის ცენტრში ახალი, დიდი, მძლავრი, და მართლაც ჭეშმარიტად თავისუფალი და ეროვნული სახელმწიფო დაიბადება.
დაე, იყოს, ასე!
ვსე ბუძე დობრე, უკრაინა !
.