You are currently viewing ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე

ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე

ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ჩიქოვანი გაათავისუფლეს საზმაუდან,
თქვენი რესურსი ამოწურულიაო, – მაღლაფერიძემ დაუდო განაჩენი, და ბორდის ბონდოიებიც დაეთანხმენ..
გასაგებია რისთვისაც გაუშვეს,
მაგრამ ,
ზაუტაშვილი ამ ტელევიზიის პროფკავშირის თავმჯდომარეც იყო წლების განმავლობაში,
და გამოდის, რომ ეს პროფკავშირიც ბუტაფორია და საპნის ბუშტი ყოფილა, თუკი საკუთარი წევრების უფლებებს ვერ იცავს, და თუკი ერთმაც კი არ გამოუცხადა სოლიდარობა ტელევიზიიდან უსამართლოდ გაშვებულებს.
ასეა, და სრულებითაც არ მიკვირს,
რადგან 2019 წელს 2 დღე რო ვიდექით საზმაუს წინ და ამ ტელევიზიის ხალხისთვის დაბრუნებას რომ ვითხოვდით, მაუწყებლის სააქციო საზოგადოებად გადაკეთების გზით,
და ამ მაუწყებლობის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის წესის შეცვლის გზით, და პროფკავშირების როლის გაზრდის გზით – არც მაშინ არ იღებდა არავინ ხმას საზმაუს პროფკავშირებიდან.
ჩვენთვის ვითხოვდით ამ ყველაფერს?
და არა თქვან ახლა, არაფერი გაგვიგიაო,
თქვენივე ტელევიზია იღებდა იმ ორდღიან აქციას.
მაღლაფერიძესთან და საზმაუს ბორდთანაც გვქონდა ხმაურიანი შეხვედრა, და ორსაათიანი მტკიცება, თუ რატომ და როგორ უნდა დაბრუნებოდა საზმაუ ხალხს.
დევს კიდეც ამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერი საზმაუს არქივში, და დარწმუნებული ვარ ყველა თანამშრომელმა ნახა მაშინ ის ვიდეოჩანაწერი.
არის იქ ყველაფერზე საუბარი.
მხოლოდ პარტიების წარმომადგენლები რატომ უნდა იყვნენ მართველობაში, როცა მოსახლეობის 98% უპარტიოა,?
რა ლოგიკით უნდა მართავდნენ პარტიების წარმომადგენლები ამ ტელევიზიას?
და რატომ არ უნდა გადაკეთდეს სააქციო საზოგადოებად ეს მაუწყებელი?
და რატომ არ უნდა გაუნაწილდეს ეს აქციები თანაბრად და უსასყიდლოდ, და შემდგომი გაყიდვის უფლების გარეშე თითოეულ ჩვენთაგანს?
განა მოსახლეობა არ ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას?
არ გვეკუთვნის?
გვეკუთვნის !
და ამ გზით აქციათა მესაკუთრეების ყრილობაზე ავირჩევდით ამ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოსაც, მის დირექტორსაც, და გვექნებოდა კიდეც ხალხს თავისუფალი ეთერი.
და პროფკავშირებიც იქნებოდა დამოუკიდებელი, და აბა, გაებედა ვინმეს მაშინ და უსამართლოდ შეხებოდა ტელევიზიის თანამშრომლებს.
დიახ, ეს კითხვები და ეს მოთხოვნები გვქონდა მაშინ,
მაგრამ არც ბორდის წევრებმა, და არც ტელევიზიის პროფკავშირმა არც კი შეიმჩნიეთ ეს,
ახლა მაინც გააკეთეთ რაღაც,
ტელევიზიის შიგნიდან უნდა დაიწყოს პროცესი.
გარედან აქციები ვერაფერს უშველის.
ციხე შიგნიდან უნდა გატყდეს,
ისევ საზმაუს თანამშრომლებმა უნდა დაიწყოთ შიგნით პროტესტი, სანამ ყოველ თქვენთაგანს ცალცალკე არ შეგხებიათ უსამართლობა ,
ხო, სანამ თქვენი პირადი ურემი არ გადაბრუნდება, ხმას რო არ იღებთ არავინ, მიტომაც გალეწავენ სათითაოდ მაგ ურემს თავზე ვასიკოები.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა