
ფურუნკული რო იყავი კი ვიცოდიო, მაგრამ როდის გასკდებოდიო, აი, ეგ არ ვიცოდიო, ტიგრანა რომ ამბობს, გულოიანი.
კაი, ტიგრანამ არ იცოდა, – მაგრამ თვითონაც და სხვამაც ხო იცოდა?.
რომ ერთხელაც, ფურუნკულიც გადასკდებოდა და ხინკალივით.
ხინკალი რაღამ გამახსენა?
მოსკოვში მუშაობდა მაშინ,
და წინასაპრემიერო პრაგონკა დამთავრდა,
და წინა რიგებში ქალაქის ბომონდი, და სამინისტროდან მასტები სხედან, და ელოდებიან, რომ გამოვა ხელოვანი, და ისაუბრებს სპექტაკლის ტრაქტოვკაზე,
ნუ, იმ ნიუანსებზე, რითიც მოიტანა წარმოდგენა, – ელოდებიან, ხო, და ჩნდება ესეც,
და თეატრალური პაუზის შემდეგ, ამბობს.-
პირველი სამი რიგისთვის მზადააო ხინკალი.
მივაშტერდითო, გვეგონა რომ ხუმრობდაო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ფოიეში მიგვიპატიჟესო და მართლაც ხინკლით, და არაყით გადავსებულ მაგიდებთანო.
ვიშნევსკი ყვებოდა ამას, – რუსი პოეტი, მსახიობი, მწერალი, ტელეწამყვანი,- დონეცკის თეატრალურ ფესტივალზე გვყავდა მოწვევით.
გამომეცნაურა, ასეთები ხართო, გრუზინებიო.
მეწყინა, მაინც მისგან ქართველზე შაყირი, და კი შევახსენე სტანისლავკის მამაძაღლობები, მაგრამ თან, ვფიქრობდი, – ჯერ კიდევ როდის ჰქონია მეთქი, სისხლში გამჯდარი რობიკოს, “ხელი ხელს ბანს” პრინციპი.
МХАТ -ის მთავარ სკამს უმიზნებდა მაშინ, არ გამოუვიდა,
თბილისში დაბრუნება მოუწია.
იმ დროს კიდე არ ვიცოდი ისე კარგად, მისი თბილისური კარიერის დასაწყისშიც როგორ ჩაძირა ხალხი, გაწირა მიშა თუმანიშვილიც, და ასე გაიკვალა გზა რუსთაველის თეატრის ტახტისკენ, თორე ხინკლის თემა არ გამაკვირვებდა.
ღმერთმანი, იმიტომ არ ვამბობ ასე, კონფლიქტი რომ მქონდა მასთან.
და არაფერი პირადული, რა თქმა უნდა.
ვინც ძველები ხართ ამ სივრცეში იცით, 2019 წელს ბანკირებს ორსართულიანი სუფრა რომ გაუშალეს რუსთაველის თეატრში, და პასუხისთვის რომ მივადექით პროტესტით.
თავისი დირექტორი, თევზაძე დაგვახვედრა.
და სტურუა რა შუაშია?
თევზაძის პირით სტურუა რო მესაუბრებოდა, იქედანაც ჩანდა, შეხვედრის დროს ყოველ ათ წუთში რომ რეკავდა, ამბის გასაგებად.
ორსაათიანი კამათის მერე, ვიფიქრე, დროებით მაინც შეეშვება ეს ხალხი, თეატრის სახინკლედ გადაქცევის იდეას, მეთქი.
მართლაც კარგა ხანს იყვნენ წყნარად, მაგრამ 2022 წლის დეკემბერში, ახალი წლის წინ, მაინც იგივე გაიმეორეს.
შამპანიურის მწარმოებელ ბრენდს დაუთმეს თეატრი, და თბილისელი “ცნობადი” მასტები, და პოლიტელიტა ჩაფსმამდე სვამდნენ უფასო შამპანიურს.
იმ ნაგებობაში, – რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, და ეროვნული იდენტობის მატარებელი, – როგორ ღრეობდნენ სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები, არ იცოდა?
ანდა ის არ იცოდა, აგერ ახლახან, მისივე ხელისბიჭი წულუკიძე და სხვა შანტრაპა, როგორ აგინებდნენ რუსთაველის თეატრის სცენიდან ილიას, და ახმეტელს?
და აი, ახლა “ვეფხისტყაოსანს” მიადგა.
თუმცა რაღა ახლა, ეს ჯერ კიდევ როდის დაიწყო.
” მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნე-ჩვეულებებზე, რადგანაც ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების სიმდაბლეზე, რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას.
მოვიგონე პერსონაჟი, კაცი, რომელიც ვერ იტანს ამ წიგნს, მაგრამ ნაწარმოებს დგამს იმისათვის, რომ აუხსნას ქართველებს ეს იდიოტიზმი.”
.
სტურუას სიტყვებია ეს,
და ხომ ხვდებით, რუსთაველის მაგინებელი კაცი, როგორ დადგამდა “ვეფხისტყაოსანს”.?
რაღა მიხვედრა უნდა, – პირდაპირ თქვა, რასაც აპირებდა.
დიახ, ის, რაც პრემიერის დროს ხდებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე , უფრო უარესი იყო, ვიდრე ის, თამარ მეფე პრეზერვატივზე რომ გამოსახეს.
უშნო პათეტიკაში აზელილი, და იდიოტობამდე მისული პრიმიტივიზმით შექმნილი ავთანდილის, როსტევანის და თინათინის სახება, – სამივე ხო, ერთად, – დაახნა სცენას.
პრინციპში ზუსტად ისე, როგორც მანამდე “მიჯაჭვული პრომეთე,” და უფრო მანამდე კიდევ ” ბედი ქართლისა.”
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვაფრთხილებდი მის ორბიტაზე მყოფ სასტავებს, მეთქი, ვინც ახლოს ხართ, გადააფიქრებინეთ მეთქი, განზრახვა.
ასეც ნუ გაწირავთ მეთქი, ამ კაცს.
ხო, როგორც ვიშნევსკისთან, ახლაც ისევ ჩემი დასაცავი თუ გახდებოდა, ვერც ვიფიქრებდი მართლა.
მაგრამ არა, პირიქით, აასქესეს – მაინცდამაინც სკანდალით მოუნდათ მისი გაყვანა თეატრიდან.
ბევრი წაქეზება არც დასჭირდებოდათ, – რუსული მენტალობით გაზრდილს, რუსულ სკოლადამთავრებულს, რუსული თეატრალური სკოლის მიმდევარს, და საბჭოთა კავშირში ჩარჩენილს, ეზიზღებოდა ყოველივე ქართული და თავისუფალი.
აღარ ვისაუბრებ იმის შესახებ, რასაც აკეთებდა 90-იანებში პუტჩის დროს,
ისიც საკმარისია, რომ ვიცით, რა გააკეთა გასული წლის აქციების დროს, სპეცნაზი რომ აუშვა რუსთაველის თეატრის სახურავზე რეზინის ტყვიებით, და გაზის კაფსულებით დატენილი.
ვერ იტანდა ევროპულ კულტურასაც, თუმცა სწორედ ევროპის კულტურით გაიკეთა სახელი.
მაგრამ კარგა ხანია უკვე არაფერია ახალი მის სპექტაკლებში,- იქამდეც კი მივიდა საკუთარ თავსაც პარავს.
სპექტაკლიდან სპექტაკლში დაათრევს ცხენს და ტილოზე დახატულ რუკებს, და გაცვეთილი მეტაფორებით კრავს მიზანსცენებს.
ასაკის მატებასთან ერთად ეზრდებოდა ზიზღი ყველაფრისადმი, საერთოდ ადამიანისადმი, და, შემოქმედებითად გამოფიტულმა უკვე აღარ იცოდა რა ექნა.
ახალწლებზე მის მიერ გამოქვეყნებული პოსტიც მახსოვს, – აღარავინ არსად აღარ მეპატიჟებაო, – შესჩივლა ხალხს.
და რა? – რუსთაველის თავზე გადასვრით მოინდომა ყურადღების მიქცევა?
აი, ეგ კი გამოუვიდა.
და იმის მაგივრად, რომ სიმართლე თქვან, თეატრალთა უმრავლესობა კვლავ იმ პოზაშია, შიშველ მეფეს ტანისამოსს რომ უქებენ.
უბრალო მაყურებელზე რაღა ვთქვა, – უმრავლესობა საერთოდ ვერ იგებს რა ხდება სცენაზე, და რაც უფრო გაუგებარია მისთვის, მით უფრო გენიალურად ეჩვენება ყველაფერი.
მით უმეტეს, ვერ დაინახავს, თუ როგორ დასცინის ამ სპექტაკლით რობიკოპი რუსთაველს.
ან დასცინის, ანდა მართლაც საბოლოოდ გამოიფიტა, რაც პრინციპში ერთი და იგივეა.
და არავინ თქვას ახლა, კაი, დავუშვათ, გამოშტერდაო ბერიკაცი, მის ასაკს მაინც ვცეთო პატივი.
რა ასაკს, 30 წელია ამის გაკეთება მინდოდაო, თვითონ ამბობს.
და მივიდა აქამდეც,
ჩვენს იდენტობას,- რუსთაველს, ვეფხისტყაოსანს, ილიას, ახმეტელს, და საერთოდ ქართულ თეატრს არ სცემს პატივს,
მთელ ერს დაგვცინის მასტი, და ჩვენგან რატომ ითხოვს ამისთვის ტაშისკვრას, – მითხარით, ვინმემ.
როცა მისმა სასტავმა გაიმეტა მეთქი, ვამბობ.
დიახ, თვითონაც, და მისი სამეფო კარის ლაქიებმაც კარგად იცოდნენ, “ვეფხისტყაოსანი” რომ გადაიყოლებდა , მაგრამ მაინც წააქეზეს.
და სახელებით შემიძლია დავასახელო ის ხალხი, ვინც ეს გააკეთა,
რომ მერე მისი წაქცევა გამოიყენონ, და უპატრონოდ დარჩენილი ტახტისკენ გზა გაიკვალონ,.
რატომ ვფიქრობ ასე?
კარგად ვიცნობ ამათ მოდგმას, და იმიტომ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
