
2018 წლის 18 დეკემბერს, როცა “ კანუდოსის თეატრი “ დაარსდა და სპექტაკლის “ჩაკრულო” რეპეტიციები დავიწყეთ, უკვე ვიცოდი, რომ ერთხელაც და პოლიტიკური სატირის გამო ჩვენს თეატრს პრობლემები ექნებოდა.
ასეც მოხდა,
მხოლოდ ორჯერ მოვასწარით სპექტაკლის ჩვენება, და მეტის უფლება აღარ მოგვცეს.
სამინისტრომ ჩვენი თეატრი შავ სიაში შეიყვანა, და არც იმ სცენაზე, სადაც პრემიერა შედგა, და არც სხვა სახელმწიფო, თუ კერძო თეატრების სცენებზე აღარ აგვიშვეს,
და აშკარად გვაგრძნობინეს, რომ ჩვენს გამო აუტკივარი თავის ატკივება არავის სურდა.
მის მერე ორჯერ მქონდა მცდელობა აღმედგინა კანუდოსის თეატრი, და ორჯერვე იგივე მიზეზებმა შემიშალა ხელი.
დაგედგა შენც სიყვარულზე, ყვავილებზე და პეპლებზე სპექტაკლი და იქნებოდიო გადასარევად,
ვერ გავაგებინებ მე ასეთს, რომ როცა დანიის სამეფოში ყველაფერი ლპება, და რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მაშინ ხელოვანის სიჩუმე დანაშაულია.
თუკი არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს.
რადგან მას შეუძლია პრობლემა ყველას პრობლემად გადააქციოს, იმით, რომ ის ამის შესახებ ნიჭიერად ისაუბრებს, დაწერს, დახატავს, სპექტაკლს დადგამს, კინოს გადაიღებს და ყველაფერი იმისთვის, მკითხველი, მსმენელი, მაყურებელი რომ გაირყეს და პრობლემა არ დარჩეს პრობლემად.
დიახ, ხელოვანი, რომელიც თავის აუდიტორიას საზოგადო პრობლემებზე არ ესაუბრება, არ მოუწოდებს, არ შეარყევს, და სიტყვით და საქმით მაგალითს არ მისცემს, ხელოვანი არაა – ხელოსანია!
და ასეთი ხელოსნებითაა ამოტენილი ახლა თეატრიც, და კინოც, ასეთი ხელოსანი მწერლები, და პოეტები გვყავს, და ამიტომაც არის მაყურებელის, მსმენელის, და მკითხველის გემოვნება პლინტუსს დაბლა.
ამიტომაც უკრავენ სტურუას “ვეფხისტყაოსანს” ტაშს,
ამიტომაც ჰგონიათ დეისაძე მწერალი, და ამიტომაც ჰგონიათ ყუბანეიშვილიც პოეტი.
ამიტომ იდგმება ათობით უაზრო სპექტაკლი, და იბეჭდება ასობით უშინაარსო მაკულატურა.
და თუ ვინმე ფიქრობს, რომ რა მოხდა მერე, ყველა თავის ჭიას ახარებსო, აი, ასეთი მოფიქრალი და ასეთი დაჭიანებულია სწორედ ობივატელი.
მხოლოდ რომ ჭამს, სვამს, ინელებს, სოცქსელებში ერთობა, და უსარგებლო თემებზე კამათში კარგავს დროს, მერე მიდის საარჩევნო ყუთთან და მერამდენედ ირჩევს იმას, ვინც მას ძარცვავს, და მერამდენედ იწყებს ყველაფერს თავიდან,
და ასე მიაცილებს საკუთარ თავს სასაფლაომდე.
აი, ვინც ასეთები არა ხართ, თქვენთვის ერთი კარგი ამბავი მაქვს.
უფრო სწორედ მაქვს ერთი იდეა, პროექტი,
რომელსაც ჩემი წიგნის პრეზენტაციის დროს წარმოგიდგენთ.
როდის?
მალე, სულ მალე.
პროექტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ქართული თეატრი.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)