
ამ საკითხზე მუშაობის 15 წელი,
პარტიების 300-წლიანი ისტორიის ანალიზი.
ილია ჭავჭავაძის წერილები, და მათ საფუძველზე შემუშავებული მოქმედების სტრატეგია, და შემდეგ პრაქტიკული ნაბიჯები,
საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს წამყვანი პოლიტოლოგების დასკვნები,
ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების ანალიზიც და დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი,
მაძლევს უფლებას, ვთქვა,
ერთადერთი გზა, თავი დავაღწიოთ მოჯადოებულ წრეზე სიარულს, და ერთი ავტოკრატიიდან მეორე ავტოკრატიისკენ სვლას, არის-
სახელმწიფო მმართველობის პარტიული სისტემის უპარტიო სისტემით ჩანაცვლება.
ამისათვის, დღეს, როგორც არასდროს, ისე არის მომწიფებული სიტუაცია,
პროცესის დასაწყებად სულ რამდენიმე პუნქტია შესასრულებელი:
1- ამ ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზე პროტესტში მონაწილე უპარტიო მარშების,
პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების,
დამოუკიდებელი პროფკავშირების,
და ხალხის გვერდით მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნა.
2- იურისტების და კონსტიტუციონალისტების დახმარებით საარჩევნო კოდექსში სულ რამდენიმე ცვლილების შეტანა,-
პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაუქმება,
არჩევნების მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა,
დეპუტატის უკან გამოწვევის მექანიზმი,
და “ცესკო”-ს სახალხო წესით არჩევითობა.
3- ახალი საარჩევნო კოდექსის მრავალრიცხოვან აქციაზე გამოტანა და დამტკიცება.
4- ახალი ” ცესკოს” არჩევა
5 – საყოველთაო ელექტრონული, ინტერნეტ არჩევნების მომზადება,
და ევროპელი დამკვირვებლების მეთვალყურეობით არჩევნების მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით, – ანუ მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობით, არჩევნების ჩატარება.
6- ელექტრონული არჩევნების შედეგების მიხედვით დროებითი ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება.
7- გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოსგან და ევროპის და ამერიკისგან არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმურობის მიღება,
და დროებითი ორხელისუფლებიანობის დაფიქსირება.
და შემდეგ უკვე აქციები, მრავალჯერადი, მრავალრიცხოვანი აქციები, სანამ ორხელისუფლებიანობა პროტესტის სასარგებლოდ არ დამთავრდება.
ელემენტარულ თემებზე ვსაუბრობ,
და პრაქტიკულ ნაბიჯებზე.
სულ 7 პუნქტია საჭირო, რომ სისტემური ცვლილებები დაიწყოს.
და ამისთვის კი თავდაპირველად სულ უბრალო რამ არის აუცილებელი ,-
პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ძალებიდან სულ რამდენიმე ადამიანი რომ შეხვდეს ერთმანეთს.
სულ რამდენიმე ადამიანი, და სულ რამდენიმე საათით.
ნუ გავუშვებთ შანსს ხელიდან, შევცვალოთ ისტორია.
არ გავაკეთებთ ამას, და,
მსოფლიო ერთხელაც, მაინც გადავა უპარტიო სისტემაზე,
ჩვენ კი, მის მერეც, კიდევ დიდხანს ვიქნებით პარტიული მანიაკების ხელში.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)