You are currently viewing მე თბილისის ყველა ქუჩა ვიცი

მე თბილისის ყველა ქუჩა ვიცი

“მე თბილისის ყველა ქუჩა ვიცი
და მივაგნებ ყველა სახლის კარებს,”
რა მაგის პასუხია და ამ ალმანახის დაბინავებაში ისეთი უბნები და ქუჩები აღმოვაჩინე, მე კი არა, თბილისელ ხოხბებს რომ არ გეცოდინებათ.
მაგალითად, ქალაქის ერთ ბოლოში, უბანია, კაიხელა დასახლება, და უბანს ქუჩა არა აქვს, და არც ნომრები აქვს სახლებს.
მოდი და მიაგენი იქ ვინმეს.
მაგრამ კიდევ უსახელო სჯობია, ვიდრე, ქალაქის მეორე ბოლოში ქუჩას ვიღაც ავანტიურისტის, და ერეკლე მეფის კარზე რუსეთის რეზიდენტის სახელი რომ ერქვას,
თუ აგენტის, და შპიონის სახელის დარქმევა უნდოდათ, ქართველი აგენტები გაწყდა საქართველოში?
რაზვე ეტო ნარმალნო?
ხო, ჩემო ბატონო,
ხომ ვერ გავიგებდი ამ ყველაფერს, რომ არ გამეგო რა ტარიფები ჰქონია საქართველოს ფოსტას?
იმის, დე, რა..
ევროპაში ამანათის გაგზავნა კი არა, კარის მეზობელს რო გაუგზავნო პასილკა უთუზბირი დაგიჯდება.
რა მინდოდა წვენებში, და თეატრში, ჩამებარებინა კავშირგაბმულობის ინსტიტუტში, დამეწყო მუშაობა ფოსტაში, და მეყიდა მერე კაპიკებში ის ფოსტა, და მორჩა.
ახლა მაყუთი მექნებოდა, და თან იმდენი, რო ზოგიერთივით კი არ გადაგაგდებდით, მართლა აგისრულებდით ქართულ ოცნებას.
ხო, ასე ვიზამ, მეორედ რო მოვალ დედამიწაზე, პირდაპირ ფოსტას დავეცემი.
მანამდე, კი,
” ჩავაბარებ უკანასკნელ წერილს, და,
ხვალიდან კი დამივიწყებს, ყველა “
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა