ვისაც ამ კაცის თამაში არ გინახავთ, და არ გინახავთ მისი თაობის თამაში , თქვენ არ იცით რა არის ქართული ფეხბურთი.
ნახავთ, დღეიდან, 18 ივნისიდან!
ყველანი ვნახავთ,
მე მჯერა სიმბოლოების,
და მჯერა, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის,
18 ივნისი,
ჩვენი ბიჭების ფეხის ადგმის დღე ევროპის ჩემპიონატზე, – დიდი დავით ყიფიანის დაბადების დღეა!
მოვიგებთ,
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს 18 ივნისია,
მოვიგებთ!
და არა მხოლოდ ამ პირველ თამაშს,
ევროპის ჩემპიონატსაც მოვიგებთ !
მოვიგებთ!
რადგან არც ერთ სხვა ერს ამ ქვეყანაზე, ისე არ ჭირდება ეს გამარჯვება, როგორც ჩვენ,
მოვიგებთ,
რადგან ვერც ერთი სხვა ერი, ვერ იომებს ამ გამარჯვებისთვის ისე, როგორც ჩვენ,
მოვიგებთ !
დღეს იბადება დიდი ქართული ფეხბურთი!
.