
ევროკავშირს და რუსეთს, ორივეს, მე პირადად ერთ ჭირად რომ ვთვლი, ბევრჯერ ვისაუბრე ამის შესახებ.
ახლა სხვა რამის თქმა მინდა, მაგრამ მანამდე ერთი ამბავი.
მეგობარმა დამპატიჟაო დაბადების დღეზე, იხსენებდა, ერთი კარგი ქუთაისელი თამადა, კაი სიტყვის და იუმორის მქონე სულხან მამისეიშვილი.
ხოდა, მიმყავსო სუფრა.
აქეთ ღვინომ გაჭრა, იქეთ ჩემმა სიტყვამ და ვმხიარულობთო, მაგრამ ვხედავ, ერთი ზის, ჩემს პირდაპირ და წარბშეკრული მთელი სუფრის განმავლობაში.
რაც არ უნდა ვთქვა , სულ უფრო და უფრო ეღუშება სახე და გამიფუჭდაო მეცო, ხასიათი.
ვეღარ მოვითმინე და მეგობარს ვეუბნები, გასვენებიდან პირდაპირ აქ მოსულს გავს ეს კაცი, და რას ეძახოდი, დაგეცადა, ეგლოვა თავისი მიცვალებული მეთქ,ი და მასპინძელმაც.
ამას რომ უყურებ, ბაბუამისი 37-ში ჩეკისტი იყოო, მამამისი 70 -იანებში დანოსჩიკი და ეს კი იყო ბავშვი მაშინ, მაგრამ არც ეს არ იყოო უსაქმოდ.
მამამისი რო ანონიმკებს წერდა, ეგ მაგიდის ქვეშ შეძვრებოდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა არხევდა, პოჩერკი რომ არ ეცნოთო.
ხოდა, ასეთი ბავშვობის მქონე კაცს შენ გააცინებო?
რამ გამახსენა ეგ ამბავი, და ზოგიერთის გულისწყვეტამ აგენტებზე კანონი უკან რომ გაიწვიეს.
ალბათ, რამდენს გაახსენდა, ბავშვობა რომ მაგიდის ფეხთან აქვს გატარებული.
და რამდენს კიდევ ის გაახსენდა, ახლაც მაგიდასთან რომ ზის.
ხო, ჯანდაბას ევროკავშირი, და დედაც გახნა ვირმა რუსეთის,
აქ სხვა რამ არის მთავარი.
ბევრს წარმოდგენაც კი არა აქვს, რის უფლებას აძლევდა ის კანონი ხალხს, გინდა რუსული, და გინდა ამერიკული, რას ახალისებდა, რისკენ უბიძგებდა.
რა დაცემას, გათახსირებას და უზნეობას გადაარჩინეს ქვეყანა, 7-8 მარტის აქციებით გოგობიჭებმა.
37 წელი მონაგონი იქნებოდა, ადამიანის სახე არ შერჩებოდა ბევრს, პასტას და ქაღალდს არ გააგდებდნენ ხელიდან.
დაწერეთ, განცხადება შემოიტანეთ და მინიშნება მოგვეცით ყველაზე, ვისაც აგენტებად მიიჩნევთ და დანარჩენს ჩვენ გავარკვევთო, ეს წერია იმ კანონში, თითქმის სიტყვასიტყვით.
ეგ არის.
ქვეყანაც გადაარჩინეს იმ ბავშვებმა და საკუთარი თავიც გადაირჩინეს,
მაგრამ ვერ გაიგებენ ამას სულით და მოდგმით ბოზები.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
10 მარტი. 2023 წელი
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)