You are currently viewing მხოლოდ სუფთა ძალის წინ იხევს სისტემა უკან

მხოლოდ სუფთა ძალის წინ იხევს სისტემა უკან


იმ ახალგაზრდებს მინდა მივმართო, ორი დღეა რუსთაველზე რომ დგანან, და აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ.
ჩამოაშორეთ პოლიტნაგვები პროტესტს!
თუ გსურთ შედეგი დადგეს პოლიტნაგვები პროტესტს ჩამოაშორეთ!
ამ ფოტოებს დახედეთ.
მათ შორის სხვაობა ერთი თვეც არაა.
პირველი განცხადება 2017 წლის 12 მაისს გააკეთა კობახიძემ, მიწის უცხოელებზე გაყიდვის შეზღუდვა, კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერებაო.
მეორე განცხადება, პირველის სრულიად საპირისპირო კი 2017 წლის 8 ივნისს.
იძულებული გავხადეთ და გააკეთა.
სულ ორასამდე ადამიანმა მოვახერხეთ ეს მაშინ, მშვიდობიანი აქციებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ყოველგვარი არეულობის გარეშე,
მაგრამ ყოველგვარი პარტიების გარეშე და ყოველდღიური პროტესტით!
რომელიც 2017 წლის 15 მაისს ფილარმონიაში საკონსტიტუციო განხილვის დროს დაიწყო , და ერთი თვე გაგრძელდა და საბოლოოდ კონსტიტუციაში ჩანაწერით აიკრძალა მიწის უცხოელებზე გაყიდვა.
ვიმეორებ, ორასი კაციც არ ვიყავით, მაგრამ პროტესტი იყო ყოველდღიური, და როცა მართალი ხარ, როცა გაქვს მიზანი, და ყველაფერს აკეთებ ამ მიზნის მისაღწევად შედეგი აუცილებლად დადგება.
ჩამოაშორეთ პოლიტნაგვები პროტესტს!
სისტემა მხოლოდ სუფთა ძალის წინ იხევს უკან!
ჩამოაშორეთ პოლიტნაგვები პროტესტს, ათჯერ მეტი ხალხი მოვა აქციებზე და კობახიძე თავის გადაფურთხებულს კიდევ ერთხელ ალოკავს!
.
8 მარტი. 2023 წელი

.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა