არასდროს არ მომწონდა ამ ლექსის მისეული დაბოლოება.
გასაგებია, რომ სიკვდილის წინა საათებში დაწერა, საკუთარი სისხლით დაწერა, ხო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, – მელანი გაუთავდა, და გადაიხსნა მაჯა, და საკუთარი სისხლით დაამთავრა.
და გასაგებია, რა სულიერ განცდებში იყო, გასაგებია, ფიქრობდა, რომ არც არავის დააკლდებოდა ქვეყანაზე, და მართლაც ისე იცხოვრა, როგორც პიროვნება დიდ ნაგვად აღიქმებოდა მისი ახლობელი ადამიანების თვალში, მაგრამ, როგორც პოეტი, იყო დიდებული, იყო ფაქიზიც, და უხეშიც ერთდროულად, ავარა და ხულიგანი რითმის, და რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის, ქართველი პოეტების მეგობარი იყო, და ამიტომაც ვერაფრით წარმოვიდგინე მისი ამ ქვეყნიდან წასვლა ასეთი მტკნარი ლექსით,
როცა დანარჩენი მისი ლექსადწყობილი ზღვის ნაპირზე ამოხეთქებაა, შედევრალური აკანცოვაჩკებით,
აქ კი ასეთი მშრალია, ასეთი დუნე, და უმარილო,
და არ იყო პრობლემა ჩემთვის მეც ასევე მეთარგმნა,
და გავაკეთე კიდეც ერთი სიტყვასიტყვითი ვარიანტიც.
გადავხედე მერე და,..
ვერ გავიმეტე ასეთი ფინალისთვის.
ამიტომაც შევცვალე ბოლო სტრიქონი, – უფრო სწორედ, ავტორის დამოკიდებულება და განწყობა შევცვალე იმისადმი, რაც იმ მომენტში მის თავს ხდებოდა.
შევცვალე უფრო იმიტომ, რომ ვფიქრობ,
ქართველი რომ ყოფილიყო ესენინი,
დიახ, ქართველი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, ამ ლექსს სწორედ იმით დაამთავრებდა, რაც ჩავდე თარგმანში.
და რითიც ვეცადე გადმომეცა ის აგდებული, ირონიული დამოკიდებულება სიკვდილთან, რაც ეკადრება საკუთარ თავთან მეომარ სულს.
ვინც იცის, რაც გააკეთა ნოდარ დუმბაძემ გარდაცვალებამდე , ის გამიგებს, რასაც ვამბობ.
.
Сергей Есенин
.
До свиданья, друг мой, до свиданья.
Милый мой, ты у меня в груди.
Предназначенное расставанье
Обещает встречу впереди.
До свиданья, друг мой, без руки, без слова,
Не грусти и не печаль бровей, —
В этой жизни умирать не ново,
Но и жить, конечно, не новей.
.
ნახვამდის ჩემო მეგობარო, მართლაც, – ნახვამდის,
თუმც სახე შენი იმ ქვეყნადაც, არ დამშორდება,
და თუკი , სიტყვას, ვამბობ, მაინც, ხო, ვიცი, თქმამდის,-
ისევ ნახვისთვის, გათვლილია დამშვიდობებაც,
დამშვიდობებას არ სჭირდება შერჩევა სიტყვის,
არც ხელისხლება, და არც სევდით ფერისცვალება,
და თუ სიცოცხლე ამ სამყაროში, არავის გვიკვირს,
ნურავის გიკვირთ, დაიკიდეთ, გარდაცვალებაც !
.
გუჯა ბიძია.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
.