
აქა, ჰამბავი ერთი დღისა და რამოდენიმე დასკვნისა.
.
პარტიების კიდევ გჯერა, ლენ?
რაღა გითხრა, უკვე აღარ ვიცი,
თუკი ისევ გჯერა მათი ფიცის,
არაფერი გეშველება, შენ.
.
დიახ, არაფერი ეშველება ლენასაც და ორლენასაც, თუ ვერ ხვდება რა პარტიული ზახოდები იყო გუშინ.
დიახ,
როცა პარტიულ როჟებს არანაირი სხვა აქტივობა არა გაქვთ, არანაირი შედეგი, და უკვე მხოლოდ ხალხის სიმრავლეს ეწებებით, მიკროფონებს ისაკუთრებთ, და ბოლოს აქციასაც შლით, რადგან იცით, რო მაინც დაიშლება, – ეს პოლიტსაცოდაობაა.
როცა დამოუკიდებლობის დღეზე რუსთაველზე გამოსულ პროტესტანტებს პარტიების მხარდამჭერებად და მრევლად აცხადებ – ეს საცოდაობასთან ერთად პოლიტაფერისტობაცაა.
ხოლო, როცა აცხადებ, რომ ეს “პირველი ეროვნული მობილიზაციის დღეაო”, – ეს აფერისტობასთან ერთად უკვე დიდი პოლიტუნამუსობაა.
რადგან ამ განცხადებით ამცირებ 2 – წლიანი უწყვეტი წინააღმდეგობის მნიშვნელობას,
ამცირებ ასობით უპარტიო საპროტესტო მარშს, გზის გადაკეტვის და ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმებულ, თუ ციხეში გაშვებულ მოქალაქეებს, ყოველგვარი პარტიული წაქეზების გარეშე რომ გამოხატავდნენ პროტესტს.
ამცირებ, არა მხოლოდ ამ 2 წლის განმავლობაში ქუჩაში ასიათასობით გამოსულ ხალხს, არამედ ყველა საპროტესტო მოძრაობას, რაც კი გამართულა ამ 30 წლის განმავლობაში ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე.
და უფრო მრავალრიცხოვანი, და უფრო ეროვნული შინაარსის.
ამიტომაც იყო პარტროჟების გუშინდელი ზახოდები პოლიტსაცოდაობაც, პოლიტაფერისტობაც და პოლიტუნამუსობაც.
რა თქმა უნდა, არ მიკვირს პარტიებისგან ეს ” დვიჟენიები” და მათი კიდევ ერთი მცდელობა ყვარყვარესავით წინ ჩაუდგნენ ჯარს, და პროცესების მმართველ ძალად გაასაღონ თავი.
მე იმ ხალხის მიკვირს, ვისაც ამ 30-წლიანმა გამოცდილებამ ვერაფერი ასწავლა და კიდევ სჯერათ პარტიების.
და არანაირად არ სურთ თავის ხელში აიღონ პროტესტის მართვა.
ნუთუ ძნელი მისახვედრია, თუ პარტიები პროცესებს არ ჩამოსცილდნენ, არც არასოდეს რომ არ დადგება შედეგი?
პარტიები დაღუპავენო საქართველოსო, ჯერ კიდევ როდის თქვა ილიამ, და რამდენჯერ უნდა აგვისრულდეს მისი წინასწარმეტყველება?
ხო, კიდევ ის გამიკვირდა, კილომეტრიანი სუფრების გაშლის გარეშე, და ხორუმის გარეშე რომ დაიშალნენ გუშინ.
აფსუს, – მაინცდამაინც ახლა ჩაიპრაზდნიკეს ცეკვათამაშის გარეშე?
ცეკვათამაშიც კაი რამეა, ჩემმან მზემან, თუკი გამოიყენებ.
ფილმი, ” მაია წყნეთელი”, გახსოვთ, ხო?
ეპიზოდია იქ ერთი.
მათებიჭის გამოსახსნელად ბერიკები დოლდუდუკით რომ შედიან ციხეში,
ხო, რისი თქმა მინდა.
მაინც იმდენი დღესასწაულია მაისის თვეში,
და წინადადებით შემოვდივარ, მომავალი წლიდან დაწესდეს კიდევ ერთი ახალი დღესასწაული -“ტოროლას დღე”.
მაგალითად, 27 მაისს,
ხო, იყოს 26 მაისის მეორე დღეს ბარემ, გადაებას ბარემ,
და ამ დღეს ჩატარდეს თეატრალიზებული არჩევნები,
ვითომვითომ საარჩევნო ყუთებით, ვითომვითომ კანდიდატებით, კანდიდატების ვითომვითომ პროგრამებით, რეჩებით.
ხო, რა იყო, – აირჩიონ ტოროლები.
მერე?
მერე ეს არჩეულები, ხელში აყვანით, და დოლგარმონდუდუკის ხმაზე შეიყვანონ სალაყბოს შენობაში.
შეიყვანონ, და შეყვნენ თვითონაც.
ხუმრობ, ხუმრობით, თამაშთამაშით, ხო,
ვითომ, ვითომ, ხო,
ჰა?
დაფიქრდით, აბა.
დაფიქრდით?
ეგაა.
კაი, ხო, ვხუმრობ, ახლა მეც.
აბა, სერიოზული ნათქვამი, – რა უნდა გაკეთდეს და როგორ, – არ ესმით და..
და საერთოდ, არც შენი იცოდეო და არც სხვისი გაიგონოო, ვინ დაწყევლა ეს ხალხი,
აი, ამას უკვე აღარ ვხუმრობ.
დავიწვი ამათი საცოდაობით.
” დილით რად გიყვარს ტოროლა ფრენა,
ვის ეგებები, ნეტავი? “
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)