You are currently viewing პასუხი შენზეა დამოკიდებული.

პასუხი შენზეა დამოკიდებული.

ამასობაში უკრაინამ Hrim-2-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა,
დიახ, თვითონ ააწყო, საკუთარ ტერიტორიაზე, და საკუთარი ძალებით, საკუთარი მასალებით, და დამოუკიდებლად.
ქვეყანა, რომელსაც თურმე 3 დღეში ომი უნდა წაეგო, არამც თუ გაძლო 2 წელი, არამედ მტრის ტერიტორიაზე ომობს უკვე.
რაკეტა წარმოებაში ჯერ კიდევ აგვისტოში ჩაუშვეს,
რაკეტის ფრენის მაქსიმალური სიშორე ჯერჯერობით 700 კილომეტრია.
ზუსტად ამდენია უკრაინის საზღვრიდან მოსკოვამდე.
კურსკის ოლქიდან კი, – აი, იმ ადგილიდან, სადაც უკრაინის ქვედანაყოფები 3 თვეა რაც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან- მოსკოვამდე ზუსტად 529 კილომეტრია.
ის გამახსენდა, ფილმში ” იმერული ესკიზები” მასწავლებელი რომ კითხულობს,
– აბა, ახლა, ბავშვებო, მითხარით, რა სარგებლობა მოაქვს მამალს?,,
– ჩინჩლავს, მასწ..”
დიახ, ჩინჩლავს, და საინტერესოა, ის 3000 ჩრდილო კორეელი, რუსმა რო დაიქირავა, ეყოფა, ფენაფენად რო გადაეფაროს დაჩინჩვლაზე შეყენებულ კრემლს?
ქართველი რუსეთუმეებიც რომ დაამატონ, ეყოფა?
ქართველს იქ რაღა უნდაო?
რავი, ჯვარი სწერია, უნდა, თუ არ უნდა, მაგის პასუხს უკვე ხვალ გაიგებს, და პასუხიც თვითონ მასზეა დამოკიდებული.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა