You are currently viewing რატომ დაიბომბა ირანი?

რატომ დაიბომბა ირანი?

აი, ეს არის სულ, რაც უნდა იცოდეთ იმის შესახებ, თუ რატომ დაიბომბა 28 თებერვალს ირანი.
და რატომ გაიტაცეს ამერიკელებმა ერთი თვის წინ ვენესუელას პრეზიდენტი მადუროც,
და რის სანაცვლოდ არის საუდის არაბეთიც ამერიკის მოკავშირე.
და რატომ სურს ამერიკას შეიერთოს კანადა, 51-ე შტატად, და მასთან ერთად გრელანდიაც, – სადაც 31 მლრდ. ბარელი ნავთობმარაგია.
და რატომ იყო ერაყის ომიც, და რატომ ჩამოახრჩვეს ჰუსეინიც.
და რატომ დააკადაფეს თავის დროზე კადაფიც,- დიქტატორი ლიბანის,
იმ ქვეყნის, რომელიც 48 მილიარდი ბარელით მსოფლიოში მეათე ადგილზეა.
და ამ ყველაფრის მერე, გგონიათ, რომ ამერიკას მართლაც ირანელი ხალხის უფლებები ანაღვლებს?
კი, აიათოლა ღირსი იყო დაკადაფების, მაგრამ გგონიათ, რომ ერთი დიქტატორის ჩანაცვლებით მეორეთი, ირანში სისტემა შეიცვლება და დემოკრატიული გახდება?
და ბოლოს, იმის იმედიც გაქვთ, რომ ამერიკა ერთხელაც ჩვენს პატარა დიქტატორსაც აახევს ყურებს?
სულ ტყუილად.
რაც არ უნდა გაავსოს ქოცმა ციხეები პოლიტპატიმრებით, სანამ სოლოლაკში ნავთობი არ ამოხეთქავს, საქართველოსკენ არც არავინ არ გამოიხედავს, და მუდამ იქნება ეს ქვეყანაც ვიღაცის ბოსტანი.
და მუდამ იმის იმედიც რომ არის, რომ ვიღაც სხვა მოვა და გვიშველის, მიტომაც ვართ, ამ 30 წლის განმავლობაში ხან ერთი და ხან მეორე მანიაკის ხელში.
და აბა, რა ვქნათ, რომ მანიაკებიც მოვიშოროთ, და ვერც რუსმა და ვერც ამერიკელმა თავში ვერ წამოგვარტყას?
რა უნდა ვქნათ, და აი, აქ,
არის ამ კითხვაზეც პასუხი.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა