
დროა უკვე,
“არჩევნების შემდეგ იმედგაცრუება”
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში რომ შეიტანოთ.
ეს თქვენ უნდა შეიტანოთ, ხალხმა, თქვენ, ვინც ეს 30 წელია დადიხართ შევარდნაძისეული სისტემის მიერ მოწყობილ არჩევნებზე,
თორემ პარტიებმა ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები მუდამ ყალბდება,
იციან, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ უკლებლივ ყველა პარტია ყოველთვის, არჩევნებში მოდითო,
და ერთხელ მაინც არ გაგჩენიათ კითხვა, რატომ აკეთებენ ამას?
ის მაინც არ გაკვირვებთ, რომ აგინებთ ამა, თუ იმ პარტიას, და იგივე პარტიას საკუთარი ჯიბედან რომ აფინანსებთ?
ის თუ იცით, რომ რეგიონალური პარტიის შექმნის უფლება არ გაქვთ,?
დიახ, არ გაქვთ უფლება არც ბათუმში, არც ქუთაისში, არც ხაშურში პარტია რომ შექმნათ, და რა ქნას ახლა ქუთაისელმა ჭიჭიკიამ ტალეირანი თუ ჰგონია თავი, ჩამოვიდეს თბილისში, და ახალი პარტია დაარსოს?
თუ ან ნაცი გახდეს, ან ქოცი, ?
ის თუ იცით, რატომ გიცხადებთ “ცესკო” ამომრჩეველის რიცხვს მხოლოდ არჩევნების წინ, და თან ისე, რომ არანაირ აღწერას ამომრჩევლების არ აწარმოებს?
ის მაინც არ გაგიკვირდათ, მოსახლეობის საერთო აღწერას ახლა, არჩევნების მერე რო აპირებენ?
არჩევნებამდე კი არ დაადგინეს მოსახლეობის საერთო რიცხვი, ახლა აპირებენ, ახლა, ამ არჩევნების შემდეგ,-
არ გიკვირთ?
არც იმაზე დაფიქრებულხართ, რატომ ჩატარდა წელს მხოლოდ პროპორციული, ანუ მხოლოდ პარტიული სიებით არჩევნები?
და ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 99 % უპარტიოა?
ის მაინც არ გაინტერესებთ, რატომ გიცხადებენ ყოველთვის არჩევნებს რეფერენდუმად,?
რა? რეფერენდუმის უფლება არა გაქვთ?
და თუ გაქვთ, რატომ არ ატარებენ?
ოდესმე მაინც თუ დაგისვამთ ეს შეკითხვები საკუთარი თავისთვის?
ერთხელ მაინც თუ გადაგიშლიათ საარჩევნო კოდექსი და თუ წაგიკითხავთ?
რატო, გეზარებათ?
მიტომაც დადიხართ მუდამ არჩევნების შემდეგ ისევ პარტიების მოწყობილ ორშაბათობაზე გაკვირვებულები, და აი, ამ კითხვით, –
“როგორ”?
ჰოდა, იარეთ..
არგონავტების თქმულებაში რო არის, იაზონმა ქვა რო მოისროლა კოლხთა ჯარში, და ჯარისკაცები ერთმანეთს რო დაერივნენ,
მის მერე ამ ქვეყანაში, იმის მაგივრად, ქვას და ქვის ჩამგდებს რომ მიუბრუნდნენ , ერთმანეთს უხნავენ ქართლის დედას,
არა, რა..
ვინც პირველად თქვა ხალხი ბრძენიაო, იაზონის უცხო ჯიშის იქნებოდა, ნაღდად,
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
