
ერთი კარგი ამბავიც..
მანამდე იმათ მინდა პასუხი გავცე, რომ მეკითხებიან, –
სხვისი დალაგებული რომ არაფერი მოგწონსო, არც სისტემა, არც პოლიტიკა, არც სოფელი, არც ქალაქი, არც თეატრი, არც ლიტერატურა,- შენ თვითონ რა გიკეთებიაო?
აი, ხომ იქნება ყველა ასეთზე ახლა ახი,
რომ დავსვა და ძალით წავაკითხო ყველა იმ გამოცემაში, – ალმანახებში, თუ გაზეთებში, თუ ინტერნეტპლატფორმაზე დაფიქსირებული ყველა ის ინფორმაცია, თუ რაც მითქვამს, და მიკეთებია თანამოაზრეებთან ერთად წლების განმავლობაში ყველა ამ მიმართულებით.
ფოტოვიდეომასალაც შეიძლება ავაფარო კიდევ სახეზე, ფაილებით, და გეგაბაიტებით.
და არ მითხრას, ახლა, ვინმემ, რაო, მერე?
რაო, და ის, ჩემო იმანო,
ასი ბრიგადირი რომ მოდის ერთ მუშაზე, და ათასი კიდე შორიდან ჭკუისმასწავლებელი, მიტომაცაა ეს ქვეყანა 30 წელი დეპოში.
მაგრამ მე და ჩემისთანები იმით მაინც დავიმშვიდებთ თავს, რომ რაღაც ვეცადეთ, რაღაც დავიწყეთ, რაღაც გავკვალეთ, და ვიცით, რომ მომავალში ვინმეს აუცილებლად წაადგება ნათქვამი და ნაკეთები.
ხო, რა,
იდეალისტებმა გამოიყვანეს პირველყოფილი ადამიანები გამოქვაბულიდან, და იდეალისტებს მიყავთ ახლაც კაცობრიობა წინ.
დანარჩენები მხოლოდ იმისთვის არიან, რომ ჭამონ, სვან, და საკუთარი თავი მიაცილონ სასაფლაომდე.
და რატო ვილაპარაკე მეც ამდენი?.
მშვიდობა იყოს, და ოქტომბერიც მოვა,
და კიდევ ერთხელ ვცდი, ერთი გაგების ხალხმა, ერთად, კიდევ ერთი კარგი საქმე რო გავაკეთოთ.
არა, პოლიტიკური არაფერი არ იქნება.
და არც სოფლის შენება – ეს უკვე იყო.
ახლა უფრო შემოქმედებითი და ინტელექტუალური პროცესი.
და შეიძლება ჩაითვალოს, რომ სრულიად ახალი ტიპის სოციალური მოძრაობა.
საინტერესო სივრცეები, საინტერესო შეხვედრები, საინტერესო ადამიანები, და საინტერესო თემები.
და ისე, სასიამოვნო სასარგებლოს რომ შევუთავსოთ.
და როგორც გვიყვარს ქართველებს,- ასი ბრიგადირი ერთ მუშაზე, და ათასი ჭკუისმასწავლებელიც გვერდით.
დიახ, იყოს ასეც.
მაგრამ ამჯერად ეს ყველაფერი ხელისშემშლელი კი არა, სწორედ რომ აუცილებელი იქნება შედეგისთვის.
დიახ, გამოცდილება დიდი რამეა, და რაც ხელს ადრე გვიშლიდა, სწორედ ის შეიძლება ჩვენს სამსახურში რომ ჩავაყენოთ.
დიახ, ერთ პროექტს შემოგთავაზებთ იმათ, ვინც მოწვეული მყავდით წიგნის წარდგენაზეც.
და ვინც უკვე საკმარისად ვიცნობთ ერთმანეთს, და ვიცით, ვინც ვართ და რაც ვართ,
და ვინც ისიც ვიცით, რომ აგორებულ ქვას ხავსი არ ეკიდება,
და ქვის ქვაზეც მიმატებაც რომ უკვე ურთიერთობაა, და ქვაფენილიც, და გზაც და სავალიც.
მოკლედ,
მარიამობის მერე დღეა დღეს, და ამ დღეს თქმა, და გეგმებზე საუბარი კარგად მაქვს დაცდილი.
ოქტომბერიც მალე მოვა,
თავდაპირველად 20 კაციც საკმარისია, რომ საქმე აგორდეს.
მოგწერთ, დაგირეკავთ, შევხვდეთ, დეტალებზე შევთანხმდეთ.
და დავიწყოთ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)