საადგილმამულო უნივერსიტეტი

„საქართველოს საადგილმამულო ფონდი“ აგრძელებს თავისი მიზნების და ამოცანების ეტაპობრივად განხორციელებას და იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ფონდის პროგრამის 8-ე პუნქტით არის გათვალისწინებული. ვაფუძნებთ ეროვნულ, საადგილმამულო უნივერსიტეტს. ისევე, როგორც „საადგილმამულო გაზეთის“, საადგილმამულო უნივერსიტეტის ამოცანაა, თავის კედლებში თავი მოუყაროს , აღზარდოს და საზოგადოებრივ მოღვაწეობის ასპარეზზე საკუთარი თავი რეალიზაციისთვის, მოქალაქის დანიშნულების შესრულებისთვის მოამზადოს, შესაბამისი ცოდნა მისცეს ახალგაზრდობასაც და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესაც, ასაკის შეუზღუდავად, ვისაც კი ამის სურვილი და შესაბამისი მონაცემები ექნება. საადგილმამულო უნივერსიტეტის ამოცანაა, შექმნას ელიტა, რომლის წევრები თავიანთი პიროვნული მონაცემების და ნიჭის და ქარიზმის მეშვეობით საზოგადოების თვითორგანიზაციისთვის ბიძგის მომცემებად და საზოგადოებისთვის პრიორიტეტების გამომკვეთ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. უნივერსიტეტის ამოცანების შესაბამისად სწავლება წარიმართება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

1- ბიზნესი და ადმინისტრირება;

2- საბანკო საქმე და ფინანსები;

3- სახელმწიფოს მართვა;

4- პოლიტიკის მეცნიერება;

5- საერთაშორისო ურთიერთობები;

6- საინფორმაციო საშუალებების მართვა;

7- ჟურნალისტიკა;

8- პიარი;

9- იდეოლოგიის ხელოვნება.

 საადგილმამულო უნივერსიტეტი საზოგადოებას მისცემს ეკონომისტებს , ბიზნესმენებს, ბანკირებს, ფინანსისტებს, პოლიტოლოგებს, სამხედრო საქმის სპეციალისტებს, დიპლომატებს, პუბლიცისტებს, ჟურნალისტებს, პიარმენეჯერებს, ექსპერტებს, იდეოლოგებს, და მისცემს საადგილმამულო ფონდის პროექტებში წამყვანი და ხელმძღვანელი როლის შესრულების საშუალებას; და სწორედ ასეთი საშუალება, ფონდის პროექტებში მონაწილეობა, საზოგადოების თვითორგანიზაციისთვის ხელშეწყობით დაგროვილი გამოცდილება, დამსახურება და ამ დამსახურებით მიღებული ავტორიტეტი გაუჩენს საადგილმამულო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდნენ ერის ჭეშმარიტ ელიტად. საადგილმამულო უნივერსიტეტი თავის კედლებში თავს მოუყრის ეროვნული შეგნების პედაგოგებს, თავისი საქმის პროფესიონალებს, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების გამოცდილების და ამ გამოცდილების ანალიზის უნარის მქონე ადამიანებს, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ დარგის შესაბამის ახალ, ორიგინალურ სახელმძღვანელოებს და ჩამოაყალიბებენ ახლანდელი განათლების მეთოდისგან სრულიად განსახვებულ ეროვნულ იდეოლოგიაზე დამყარებულ სწავლების მეთოდიკას და სქემას. მათ უნდა განავითარონ ახალგაზრდებში არსებული ავტოკრატიული სისტემის შეცვლისთვის და აგრეთვე სისტემის შეცვლის შემდეგ საჭირო ეკონომიკური და პოლიტიკური აზროვნება და ახალი საქართველოს მშენებლობისთვის აუცილებელი პროფესიონალური ჩვევები. საადგილმამულო უნივერსიტეტი იზრუნებს თავის კედლებში აღზრდილი კადრების საადგილმამულო ფონდის ამოცანების გადასაჭრელად შექმნილ სტრუქტურებში დასაქმებისთვის და მათი პროფესიონალური განვითარებისთვის. დღეს, ხელოვნურად შექმნილ სიტუაციაში, როცა ავტოკრატიული სისტემა მიზანმიმართულად ამძიმებს ფსიქოლოგიური ტერორით, ჩაკეტვებით და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის აუცილებელი პროცესების შეზღუდვით, საზოგადოებისთვის უმოქმედობა ნიშნავს საერთოდ დაკარგოს მომავლის რწმენა, რომ ოდესმე რაიმე შეიცვლება სასიკეთოდ. სწორედ ეს სურს სისტემას, საზოგადოება გახდეს კიდევ უფრო მართული და მასზე დამოკიდებული. სწორედ ამიტომ უნდა გვქონდეს სისტემის ამ ძალადობაზე პასუხი. სწორედ ამიტომ უნდა გააგრძელოს საზოგადოებამ თვითორგანიზება და საერო საქმეების კეთება. საქართველოს მოსახლეობას, ემიგრანტებს და არაემიგრანტებს მოვუწოდებთ შეძლებისდაგვარად ჩაერთონ მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტის განხორციელებაში და გახდნენ პროექტის მესვეურები. ფონდის საბანკო რეკვიზიტებია.

სს „საქართველოს ბანკი“ – ბანკის კოდი BAGAGE22 მიმღები – ააიპ “საქართველოს საადგილმამულო ფონდი“

მიმღების ანგარიში – GE75BG0000000162541875 დანიშნულებაში ვწერთ „ უნივერსიტეტისთვის “

ამჟამად მიმდინარეობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და პედაგოგიური სეგმენტის ჩამოყალიბების , ახალი სასწავლო მეთოდიკის შექმნის და სპეციფიკური სახელმძღვანელოების შედგენის პროცესი.

სამეცნიერო დარგების სპეციალისტებს მოვუწოდებთ საკუთარი შესაძლებლობების, ცოდნის და გამოცდილების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის პედაგოგიური საბჭოს დაკომპლექტებაში. მსურველებს განაცხადის გაკეთება და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საადგილმამულო ფონდის ელექტრონულ მისამართზე. saadgilmamulofondi@gmail.com ერთად დავაფუძნოთ ეროვნული, საადგილმამულო უნივერსიტეტი. ვაკეთოთ ერთად ქართული საქმე!