You are currently viewing სად არიან გოგობიჭები?

სად არიან გოგობიჭები?

სად არიან ეს გოგობიჭები?
სანამ კითხვას ვუპასუხებდე, ვიტყვი,
მართალი გითხრათ, სანაცეთის ქუჩის პროცესი თუ გაფარჩაკდება კიდევ ერთხელ, სადღაც კარგიცაა.
ახლა ქოცებს არ გაგიხარდეთ, თქვენი გაფარჩაკება უფრო მინდა, რადგან რუსეთისკენ მიგვათრევთ, მაგრამ ოპოზიციის როლი სანაცეთს რომ სპეციალურად აჩუქეთ – და გასაგებია რატომაც აჩუქეთ,- ეს შინაარსი მინდა მათ რომ გამოეცალოთ, და გამოეცალოთ აი, ამათგან, დიახ, აი, ამათგან,
ამ გოგობიჭებისგან,
ამ წლის გაზაფხულზე თბილისის ქუჩები რომ აავსეს.
ამათი თვითორგანიზაციის გარეშე სისტემური ცვლილებების დაწყება არ გამოვა,
მაგრამ ისინი სხვა ალგორითმით მოქმედებენ, – აშკარად თვალში მოსახვედრ თემებზე რეაგირებენ მხოლოდ,
ანუ, გამაღიზიანებელი ფაქტორი აშკარად უნდა ჩანდეს.
არ კმარა არჩევნების გაყალბების თეორიები, და პარტიების შიგა ომები, – ინსტიქტურად ხვდებიან რომ რაღაც ისე არ არის.
ამიტომ სულ სხვა რამ ჭირდება ამ გოგობიჭების ქუჩაში გამოსვლას.
და ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი ალბათ ახალი პარლამენტის პირველი სხდომა იქნება.
ანდა, ქოცი თუ ისე განაგლდა, რომ რუსის ქოლგის ქვეშ არსებული “ევრაზიული კავშირის”, ან “ბრიკსის” წევრობაზე შეიტანა განცხადება.
ხო, ალალად ვამბობ,
მინდა კიდეც მანამდე , ერთი მხრივ, ოპოზიციის უმოქმედობა და უუნარობა რომ დაფიქსირდეს, და მეორე მხრივ, რომ გამოჩნდეს, რომ პოზიცია ყველაფერზე არის წამსვლელი ხელისუფლებაში ყოფნა რო გაიხანგრძლივოს-,
და ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახოს, რა მავნებლები არიან ზოგადად პარტიები.
ეს ახალგაზრდებს მიცემს საშუალებას აქციებზე პარტიები არ გაიკარონ, და თვითონ უხელმძღვანელონ პროცესებს.
ეს ფაქტი ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობაზეც იმოქმედებს.
არ მოხერხდება ასე, და ისღა დარჩა, ავდგეთ, და დავუდგათ ძეგლი ბიძინას, და პირდაპირ რუსთაველზე.
თუ მართლაც 16 წელი უნდა იყოს, და ხალხმაც ვერაფერი ქნა, დავუდგათ ძეგლი, ხო,
მტრედებმა მაინც ჩამოასვარონ თავზე.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა