You are currently viewing სად არიან პროფკავშირები?

სად არიან პროფკავშირები?

მშივრების და უქონელების ბელადის, ლენინის არ იყოს, ძალაუფლება ქუჩაში აგდია და არავინ არის მისი ამღები.
რაც მე გუშინ აქციაზე ვნახე, ასეთი უთავბოლობა და არაორგანიზებულობა, წინ და უკან უშინაარსო სიარული, არსად მინახავს.
მიტომაც უკონტროლოდ დარბიან ცალკეული ჯგუფები, რომელთა ქმედებები ისევ სისტემის წისქვილზე ასხამს წყალს.
ასე დიდხანს ვერ გაქაჩავს პროტესტი.
არც არავინ არის ისეთი, ვინც ქუჩის მთლიანი პროცესის მართვას თავის თავზე აიღებს.
უკვე ვინც არის, იმათ აღარავინ ენდობათ.
პრეზიდენტმა ერთხელ რო გაისეირნა საღამოს, ძილის წინ პარლამენტთან, მის მერე აღარ გამოჩენილა,
ისედაც მოგზავნილი მგონია ეგ ქალბატონი, და იმ ფუჭი ჩასეირნების შემდეგ მით უმეტეს, – სად გაქრა მაშინ, გაიგეთ ვინმემ?
პარტიებიც მიკროფონებთან არავის უნდა, თვით ოპოპარტიებსაც კი არ უნდათ ინიციატივის ხელში აღება.
ან რატომ აიტკივებენ ზედმეტად თავს,
როცა ის წესი, გმირები ომებს რომ ეწირებიან და მერე ბოზებს მიყავთ პარადი – არავის გაუუქმებია,
და ახლაც რო მოხდეს სასწაული, და გოგობიჭების თავგამოდებით ახალი არჩევნები დაინიშნოს, მაინც ისევ ქოცები და ნაცები გაინაწილებენ მანდატებს, და რა გამოდის მაშინ, რისთვის იომეს ახალგაზრდებმა?
სისტემური ქვაბი კიდევ ერთხელ რო გადაიღებოს?
და ძარცვის კიდევ ერთ 30 -წლიან სტანოკზე რომ შესვან ისევ ხალხი ?.
სხვა მაორგანიზებელი ძალა უნდა წამოვიდეს წინ,
სად არიან პროფკავშირები?
პეტრიაშვილის ყვითელი კანტორა კი არა, დამოუკიდებელი პროფკავშირები, სად არიან?
კი გვყავს ასეთები, და დროა პროცესებში ჩაერთონ!
პროფკავშირებმა შექმნეს დღევანდელი ევროპა,
ეს გზა ჩვენც უნდა გავიაროთ, და რაც უფრო მალე დავიწყებთ, მით უკეთესი.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა