You are currently viewing “სად ხარ , გიორგი?”

“სად ხარ , გიორგი?”

გორს ხო გადაუარეს ბოდიშით, და ახლა კახეთს მიადგნენ, და რითი, ლარნახევარით?
ბარემ ტანკით შესულიყავით.
რა ვთქვა, აღარც ვიცი, სადღაც 21 წლის ვიქნებოდი, ვენახის მოვლა პირველად და დამოუკიდებლად რომ მომიწია,
მამა ავად იყო, და ვიწვალე მარტოდმარტო მთელი წელი.
ჯერ იმ უტრანსპორტობისას ქალაქიდან სოფელში ჩასვლა იყო პრობლემა, მერე გამოთოხნა, გასხვლა და გაკვირტვა იმდენი არაფერი, შეწამვლა მკლავდა.
წამლის დაყენება, შაბი, კირი, მერე ვენახის საწამლი აპარატის მოკიდება ზურგზე,
სპილენძის იყო, ისედაც მძიმე, უფრო და უფრო მძიმდებოდა იმ პაპანაქება სიცხეში.
ჩამოტყაული მქონდა საღამოსთვის მხრები,
მერე ქალაქისკენ მიმავალ ბოლო ავტობუსისთვის უნდა მიმესწრო, ხდებოდა ხოლმე, წვიმა დასცხებდა და ჩამორეცხავდა მთელი დღის ნაწვალებს.
და ასე რამდენჯერმე.
რთველზე, მოსავლის დაბინავებაზე, ღვინის დაყენებაზე, არაყის გამოხდაზე არას ვამბობ, შრომა უნდოდა ამასაც.
ხო, მის მერე ის ამბები რო მახსოვს, მე პირადად, ვინმესთვის ღვინის დამძალებელი არა ვარ.
ვინც ღვინის ფასი არ იცის, მით უმეტეს.
ღვინის ფასი ხო, და არა ღვინის გემო!
და რატო ვთქვი?
ჩაბარების ფასი ლარნახევარიო და ამით ამაყობენ გლეხკაცს ვეხმარებითო?
ვენახში არიან საერთოდ ნამყოფი? ახლოდან თუ დაუნახავთ , თორე , სხვა რამეზე არაფერს ვამბობ.
ქლიავი კი არ არის ეს დალოცვილი ყურძენი თავისით რომ მოვიდეს.
გლეხმა მთელი წელი უნდა იომოს იქ, მთელი წელი და იმ რისკის ქვეშ , რომ მოსავალმა შეიძლება მაინც ვერ ივარგოს.
მერე კიდე მთელი წელი ამ ვენახიდან შემოსავალით უნდა ირჩინოს თავი, თან წინა წელს დოლარში აღებული სესხი იხადოს, გადასახადები იხადოს, ცოცხალს და მკვდარს მიხედოს.
და რითი?
კილოგრამს, თან დარჩეულ მტევნებს, ლარნახევრად რო ჩააბარებს?
რა ქნას?
აჩეხოს და საზამთრო დათესოს? თუ კანაპლია?
ფაშისტის გარდა ვინ მოიფიქრებდა ასეთი ფასის დადებას.
ესენი არ იყვნენ 2012-ში, მოსვლამდე, გლეხს 2 ლარს და მეტს რომ პირდებოდნენ კილოყურძენში?
და როდის, დოლარი ლარი და სამოცი რო ღირდა, და ახლა რა? ისევ მაშინდელ პლასტინკას უკრავენ?
ახლა, როცა მაღაზიაში ერთი ბოთლი ქარხნული ღვინო, პარაშოკით გაკეთებული 30-50 ლარი რო ღირს, და რესტორნებში ორჯერ მეტი, ყურძნის ჩაბარების ფასი ლარნახევარი უნდა იყოს?
ნამუსი საერთოდ აღარა აქვთ ამ დედააფეთქებულებს?
სისხლი გაუშრათ საერთოდ, თუ თათრის ნახნავის სისხლით დადიან?
შედით მეთქი, ბარემ ვენახში ტანკით.
და ერთი გლეხიკაცი როგორ არ დაგხვდებათ იქ, მახარაშვილი, გიორგი, სახე რომ აგახიოთ..
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა