You are currently viewing კიდევ, ერთხელ, – ფრთხილად!

კიდევ, ერთხელ, – ფრთხილად!

კიდევ ერთხელ – ფრთხილად!
.
უნდა ითქვას პირდაპირ –
დღეს,  საზოგადოების უმრავლესობა ვერ ამჩნევს, ანდა არ იმჩნევს, თუ როგორ ეომება სისტემა  დღევანდელი სახელმწიფო დროშით  მამულსაც, ენასაც და მართლმადიდებლურ სარწმუნოებასაც.
პარადოქსია მართლაც, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს,  რომ ერთი და იგივე დროშა აქვთ ტანზე შემოხვეული, და არ იციან, რომ ნებით, თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ სისტემას  ერის , ისტორიის და იდენტობის  წინააღმდეგ ომში.
დიახ,
კათოლიკური, ხუთჯვრიანი დროშის  შემოღებით, მნიშვნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოების ხალხის დაუკითხავად მიღების მავნე პრაქტიკის დამკვიდრებაზეც რომ არაფერი ვთქვათ, ისტორიის გაყალბებას ჰქონდა, ადგილი, და გაყალბებაზე უფრო სახიფათო თემებთანაც მივყავართ.
ამის შესახებ გვაფრთხილებდა თავის დროზე აკაკი ბაქრაძე, 1997 წელს, გაზეთ “საქართველოში” გამოქვეყნებულ სტატიაში, – ფრთხილად ვიყოთო, დროშის ქურდობა არ დაგვაბრალონო, და კიდევ სხვა მინიშნებებიცაა სტატიაში.
ქურდობა ქურდობად, და კათოლიკური ხუთჯვრიანი დროშის შემოღებაში, სხვა უფრო დიდი მავნებლობა რომ იყო ჩადებული, და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობასთან ფარული ომიც, ამის შესახებ საუბრობდა გურამ შარაძეც,
და ვინმესთვის, თუ ეს ორი  პიროვნება ავტორიტეტი არ არის, ქართული დროშების, და ჰერალდიკის ცნობილ მკვლევარებს,  პროფესორებს – აპოლონ სილაგაძეს და  სვიმონ გამსახურდიასაც მოვუსმინოთ.
” მე-14 საუკუნეში კათოლიკე ბერის მიერ შექმნილ ატლასზე ჩახატული ხუთჯვრიანი დროშა შეუძლებელია 2 საუკუნით ადრე მოღვაწე დავით აღმაშენებელს დავუკავშიროთ.
ამის დამადასტურებელი არც ერთი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება.
წყაროების მიხედვით, არც მანამდე და არც მე-11-12 საუკუნეების ქართულ დროშებზე ხუთი ჯვრის გამოსახულება არსად ფიგურირებს”.
მართლაც, ხუთჯვრიანი დროშის “გამპრავებლებს”  მხოლოდ ერთი არგუმენტი  აქვთ, ის, რომ მე-14 საუკუნის კათოლიკური მისიების რამდენიმე წარმომადგენლის მიერ, კერძოდ პეტრო ვისკონტის და ანჯელინო დულჩერის  შედგენილ რუკებზე, შავი ზღვის სანაპიროსთან ამიერკავკასიის რეგიონის ორ წერტილი ხუთჯვრიანი დროშის მსგავსი ნიშნით არის მონიშნული.
მაგრამ ჩუმდებიან იმ ფაქტზე, რომ ამავე რუკების კიდევ რამდენიმე წერტილი, – მაგრამ უკვე ამიერკავკასიის რეგიონიდან საკმაოდ დაშორებულ ადგილებში, – ასევე არის  ხუთჯვრიანი დროშით მონიშნული, როგორც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ისე შავი ზღვის სამხრეთით, და გაგიკვირდებათ და შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროდან ძალიან დაშორებულ ადგილზეც.
ფოტოზე სწორედ  კათოლიკე მისიონერის, ანჯელინო დულჩერის  რუკას  ხედავთ, რომელიც 1339 წლით არის დათარიღებული.
მწვანე ისრებით მივუთითე ის  გამოსახულებები, რომელიც ხუთჯვრიან დროშებს ჰგავს.
ასეთი, მინიმუმ 4 ერთეულის გარჩევა მაინც შეიძლება ფოტოს გადიდებით, და ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ადგილებში.
ერთი ნიშანი შავი ზღვიდან  მარჯვნივ მაღლა,  წარწერა „ სებასტოპოლისთან“  არის დაფიქსირებული,  ამ ადგილიდან საკმაოდ დაბლა, იგივე სახის ნიშანია წარწერასთან „არმენია“,
უფრო დაბლა, შავი ზღვის სამხრეთითაც,  სავარაუდოდ ,თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, იგივე ნიშანია, ხუთჯვრიანი დროშის,
და შავი ზღვის მარცხნივაც, ძალიან შორს,  დღევანდელი ევროპის სადღაც შუაგულ ტერიტორიაზეც, აშკარად  იგივე ოთხჯვრიანი დროშის ნიშანი დევს.
და რა?
გამოდის, მე-14 საუკუნეში, საქართველო ისეთი იმპერია ვიყავით, რომ შავი ზღვა უკვე საკუთარ ტბად გვქონდა გადაქცეული?
და შავი ზღვის ირგვლივ მიწები  მისაკუთრებული?,
და შუაგულ ევროპაშიც ერთი დიდი ტერიტორია დაპყრობილი, და ეს გამორჩათ ჩვენს ჟამთააღმწერებს?
რა თქმა უნდა, არა,-
ვინც მსოფლიო ისტორია კარგად იცის, იცის „ჯვაროსნული ომების“ შესახებაც,
მშიერმა ევროპამ რომ დაიწყო   ქრისტეს საფლავის გამოხსნის საბაბით, და სინამდვილეში ეს ომები  აღმოსავლეთის მდიდარი ქვეყნების ძარცვას და ახალი ტერიტორიების დაპყრობას ემსახურებოდა.
რა თქმა უნდა , ამას ახალისებდა მაშინდელი კათოლიკური ეკლესია, გასაგები მიზეზების გამო.
სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა და გაძლიერდა სხვადასხვა კათოლიკური ორდენი, მათ შორის ტამპლიერების, – „ტაძრის რაინდების” ორდენი,
დიახ, ხუთჯვრიანი სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს დაფიქსირდა, ჯვაროსან ბუიონელის გერბზე და შემდეგ ტამპლიერთა დროშაზეც,
ორდენის გაძლიერებასთან ერთად, მე-13-14 საუკუნეებში,  ტამპლიერებმა  თავიანთი მისიები დაარსეს კიდეც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, და დულჩერის და  ვისკონტის რუკებზე გამოსახული  ეს ხუთჯვრიანი დროშებიც სხვა არაფერია, თუ არა  კათოლიკური მისიების მდებარეობის მონიშვნა.
სულ ეგ არის.
თორემ საქართველოს სახელმწიფო დროშებით მონიშვნა რომ ნდომოდათ, კათოლიკე ბერებს არ გაუჭირდებოდათ არც მე-14 საუკუნის ქართული დროშების გამოსახულებების მოძებნა, და არც უფრო ადრინდელი, მე-12 საუკუნისა.
თამარის დროშის არსებობა მთელმა მაშინდელმა აღმოსავლეთმა იცოდა, და იცოდა ევროპამაც, რადგან თამარის მემკვიდრის ლაშა-გიორგის საქართველომაც მიიღო ერთგვარი მონაწილეობა ჯვაროსნულ ომებში,
დიახ, მაშინდელმა ევროპამ იცოდა როგორი იყო თამარის დროშა საქართველოს ზეობის დროს.
მაშინდელმა ევროპამ კი იცოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ თანამედროვე საქართველოში დღესაც ბევრმა არ იცის, როგორია თამარის დროშა, და რატომ არის ის შავ-წითელი, და რატომ არ არის თამარის დროინდელ საქართველოს დროშაზე ჯვარი გამოსახული.
დიახ, თამარის დროშაზე ჯვარი არ არის,- როცა,   იმ საუკუნეში აგებული ყველა მართმადიდებელი ეკლესია თამარის სახელს ატარებს.
ნონსენსია მართლაც, თამარისეული უჯვრო დროშით,  მთელ საქრისტიანოს რომ იცავდნენ და ქრისტიანობას რო ავრცელებდნენ ქვეყნის მაშინდელი მესვეურები მე-12 საუკუნეში, და დღეს, 21-ე საუკუნეში კი კათოლიკური  ხუთჯვრიანი დროშით მართლმადიდებლობას რომ ეომებიან შენიღბულად.
მაგრამ  ობივატელმა ისტორია თუ არა, „ვეფხისტყაოსანი“ მაინც ხო უნდა წაიკითხოს, რომ გაიგოს,  რა აზროვნების სიმაღლეზე იყვნენ მაშინდელი ქართველი სახელმწიფო მოღვაწენი მაშინდელ მრავალეროვან საქართველოში.
იგივე შეგნება დააფიქსირა ილიამაც, როცა თავის სამეულის, -„მამული, ენა, სარწმუნოება“ –  ბოლო ნაწილი, ისტორიით ჩაანაცვლა, აჭარაში ყოფნის დროს.
არ ვამბობ, რომ რელიგიური სიმბოლო არ უნდა იყოს დღეს ეროვნულ დროშაზე.
პირიქით, ვთვლი, რომ უნდა იყოს დღეს, განსაკუთრებით, რადგან
ჯერ ერთი, თამარის ეპოქის  ზნეობამდე  კარგა ბევრი გვაკლია, და მერე მეორე, – რის უფლებაც შეიძლება მისცეს ძლიერმა სახელმწიფომ საკუთარ თავს, იმას,  დღევანდელი გახლეჩილი, და ურთიერთდაპირისპირებული საქართველო ვერ დაუშვებს.
სარწმუნოება  ერის გამაერთიანებელია, იდენტობის დამაფიქსირებელია, და რა თქმა უნდა, დღეს, როცა ყველა მხრიდან ცდილობენ ადამიანების დაყოფას, და ზნეობის  დამცირებას,  დროშაზე  აუცილებლად უნდა იყოს მართლმადიდებლური რელიგიური სიმბოლოები.
და იყო კიდეც პირველი რესპუბლიკის დროშაზე წმინდა გიორგის გამოსახულება, 7 მნათობით,
რომელიც შემდეგ, ისევ და ისევ, ათეისტმა   სოცდემოკრატებმა სამფეროვანი დროშიდან გააქრეს, და შემდეგ კი გერბიდანაც გააქრეს, წმინდა გიორგის შუბით განგმირული გველეშაპი.
შემდეგ კი მეოცე საუკუნის ბოლოს ქართველმა „ჯვაროსნებმა“ საერთოდ  მტვრიან თაროზე შეაგდეს ეროვნული დროშა.
და ვიტყვით, რატომ,- მაგრამ ჯერ დავუბრუნდეთ კათოლიკე ბერების  რუკებს.
ხო,   რა გამოდის, თამარის დროშა მე-14 საუკუნის საქართველოში შეცვალეს  ხუთჯვრიანი დროშით?
და სად?  მონგოლებისგან დაპყრობილ და უკვე სათავადოებად დაშლილ საქართველოში? – და აბა, ლოგიკა სად არის?
ხომ ზუსტად ვიცით, რა დროშები ქონდა ყოველ კუთხეს?
არც ერთ რეგიონში არ ფიქსირდება ხუთჯვრიანი დროშა.
დიახ,  რაც ხდებოდა მე-14 საუკუნის საქართველოში, ეს  სკოლის მოსწავლემაც უნდა იცოდეს წესით , მაგრამ კათოლიკური ხუთჯვრიანი დროშის „გამპრავებლებს“,  სწორედ ამაზე აქვთ გათვლა, რომ მსოფლიო ისტორია, კი არა საკუთარი ქვეყნის ისტორია არ იცის ბევრმა.
ისტორია წაიკითხონ, კი არა ისიც კი დაეზარათ, ენახათ ანჯელინო დულჩერის ეს მთლიანი რუკა და არა მხოლოდ მისი მარჯვენა ნაწილის ფრაგმენტი.
კარგი, რიგით მოქალაქეს იქნებ დაეზარა, მაგრამ იმ  კომისიას, ვინც დაამტკიცა ტამპლიერების  ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად, თვალები სად ჰქონდა?
გასაგებია, ხო, სადაც?
გავყვეთ ლოგიკას, და მივხვდებით იმასაც, რომ, დღევანდელი დროშის არსებობისთვის, ის არგუმენტიც, არაა არგუმენტი,  დროშაზე დატანილი ჯვრები ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზეც რომ გვხდება.
რაც სულ მარტივად აიხსნება ბერძნული კულტურის გავლენით, და ეს გავლენის ფაქტები არა მხოლოდ საქართველოში გვხდება, არამედ ევროპაში, და ამიტომაც კიდეც ეძახის მთელი მსოფლიო ასეთი სახის ჯვრებს,-  „ბერძნულ ჯვრებს“, რომელსაც შემდეგ იერუსალიმის ჯვარის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ ჯვაროსნები.
ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაში რატომ შექონდათ ასეთი ჯვარი გასაგებია.
ბერძნული კულტურის ზეგავლენა დიდი იყო მაშინ საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოშიც, და კათოლიკე ჯვაროსნებმაც ბერძნულიდან  გადაიღეს სიმბოლოდ, მაგრამ სხვა მიზნით, – ძალადობა, კაცისკვლა და ძარცვა უნდა გაეპრავებინათ, ეს მიზანი ქონდათ სინამდვილეში მაშინდელ  ევროპას, და კათოლიკურ ეკლესიას.
მაცხოვრის საფლავი მიზეზი იყო მხოლოდ.
და ნაცებმაც  ამ სიმბოლოს ზუსტად იგივე დატვირთვა მისცეს თავის დროშაზე, როგორიც კათოლიკე ტამპლიერებს ჰქონდათ, და ეს რო ასე იყო, გამოჩნდა მალევე.
და გასაგებია, თუ რატომ დაიტოვეს ქოცებმაც ნაცების პარტიული დროშა?
გასაგებია, ხო ისიც,?  თუ რატომ არ არის ნინოს ჯვარი, – რომელსაც სუფთა ქართული წარმომავლობა აქვს, –  დღევანდელ სახელმწიფო დროშაზე?.
თუ გავყვებით ელემენტარულ ლოგიკას,  მივხდებით იმასაც, რატომ შეცვალეს  თამარისეული ფერების მქონე, პირველი რესპუბლიკის ეროვნული დროშა, პუტჩის გზით მოსულმა ხელისუფლებებმა ხუთჯვრიანი კათოლიკური დროშით.
დიახ,
პირველი რესპუბლიკის დროშა, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე შეიქმნა,  დროშა, რომლის შექმნაში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა მოქანდაკემ იაკობ ნიკოლაძემ, ექვთიმე ღვთისკაცმა, და დიდმა ივანე ჯავახიშვილმა, და რომელიც მაშინდელი სოც-დემოკრატების ნების საწინააღმდეგოდ დამტკიცდა სახელმწიფო დროშად, –
მუდმივი შეხსენება იყო  ბრძოლებისა, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის რომ ეწეოდა საქართველო მისი საუკუნოვანი მტრების წინააღმდეგ, როგორც რუსეთის, ისე თურქეთის, და ყველა იმის  წინააღმდეგ, ვისაც კი საქართველოს ერთი გოჯი მიწაც კი აქვს მიტაცებული.
დიახ, ეროვნული, სამფეროვანი  დროშა სიმბოლოა, და მუდმივი შეხსენებაა თავისუფლების და სწორედ ამ შეხსენების გაქრობა სჭირდებოდათ რუსეთის და დასავლეთის გარიგების შედეგად, და სამხედრო პუტჩის გზით მოსულ არაკანონიერ და არალეგიტიმურ ხელისუფლებებს,
დიახ, ახალი „ჯვაროსნული ომი“, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იან წლებში დაიწყეს საქართველოს წინააღმდეგ.
დიახ, ჯვაროსნული სიმბოლოების მეოცე საუკუნის დროშაზე გადმოტანა მხოლოდ ერთი კაცის  მოპრიანების შედეგად არ მომხდარა, – ეს იყო ანტიქართული ძალების მიზანმიმართული დარტყმა   ეროვნულ – განმათავისუფლებელ მოძრაობაზეც, და  მართლმადიდებლობაზეც.
დიახ, – მართლმადიდებლობაზე, რომელიც ისტორიასთან ერთად, უკანასკნელი ბასტიონია ერის  იდენტობის დაცვისთვის ომში, და ამ ბასტიონზე შეტევა სწორედ ეროვნული დროშის კათოლიკური დროშის შეცვლით დაიწყეს.
და გააგრძელეს ზუსტად ჯვაროსანი ტამპლიერების მეთოდებით- ქვეყნის ძარცვით, ტერორით, მკვლელობებით, მოსახლეობის ქვეყნიდან განდევნით, განათლების, ჯანდაცვის, და თავდაცვის სისტემების მოშლით,
და ეს ჯვაროსნული ლაშქრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უკვე 30 წელი  გრძელდება.
გამოსავალი რა თქმა უნდა არის, და გამოსავალი საქართველოს იმ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებაა, საიდანაც 30 წლის წინ, ძალადობრივად,-  რუსეთის და დასავლეთის შეთანხმებით, – გამოიყვანეს ქვეყანა.
ქვეყნის სამართლებრივ გარემოში დაბრუნებით, არა მხოლოდ ოფიციალურად დავიბრუნებთ დამოუკიდებლობის სიმბოლოებს, – დროშასაც, ჰიმნსაც და გერბსაც- არამედ მოგვეცემა საშუალება გავაუქმოთ ყველა ის ანტისახელმწიფოებრივი კანონი, თუ ნორმატიული აქტი, არალეგიტიმურმა ხელისუფლებებმა რომ მიიღეს,-
განულდება მილიარდობით საგარეო სესხიც, დაბრუნდება უცხოელებზე გაყიდული მიწებიც, წიაღისეულიც, და სტრატეგიული ობიექტები,
დაბრუნდება სამართალი, წართმეული რეფერენდუმიც,  და დაიწყება სისტემური ცვლილებებიც.
და ამ ყველაფერს ბიძგი ისევ რიგითმა მოქალაქეებმა უნდა მისცენ,-
თავისუფლების  სიმბოლო,-  სამფეროვანი დროშა, გველეშაპთან მეომარი წმინდა გიორგის გამოსახულებით –  ჯერ ქუჩებში უნდა გამოჩნდეს, აივნებზე უნდა გამოჩნდეს, დაწესებულებებში, ოფისებში, სასწავლებლებში, ღონისძიებებზე, აქციებზე,
უნდა გამოჩნდეს თეატრის სცენებზე, და კინოეკრანებზე, წიგნების და ჟურნალების გარეკანებზე, სოციალურ ქსელებში, და ინტენრეტსაიტებზე.
უნდა გამოჩნდეს!
საზოგადოებას რომ გაახსენდეს, თუ რატომ, და როგორ უნდა იომოს თავისუფლებისთვის!
.
გაზეთი „ საადგილმამულო“ #7

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა