
დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა შექმნეს დღევანდელ განვითარებულ და თავისუფალ ქვეყნებში დემოკრატიაც, შრომის კულტურაც, მშრომელთა უფლებებიც,
და მიტომაც არიან ის ქვეყნები განვითარებულები, დამოუკიდებლები და არა ჩვენსავით ერთი კაცის ბოსტანი.
პროფკავშირების მხარდაჭერის გარეშე ევროპაში და ამერიკაში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ მიაღწევს წარმატებას.
სწორედ ამიტომ უსმენენ და ითვალისწინებენ იქ მშრომელთა მოთხოვნებს.
და სწორედ ამიტომ რუსეთში, ბელორუსიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და აფრიკის ქვეყნებში არასდროს არ განვითარდება პროფკავშირული მოძრაობა.
ავტოკრატიულ რეჟიმებს არ ჭირდებათ პროფკავშირები.
დამოუკიდებელი პროფკავშირებზე მაქვს საუბარი, და არა პეტრიაშვილის კანტორასნაირ, და სისტემისგან მართულ პროფკავშირებზე.
სწორედ ამიტომ უნდა დავუჭიროთ ჩვენც მხარი საქართველოში უკვე მოქმედ დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებს,
არიან ასეთებიც, ცოტანი, მაგრამ არიან,
და დარწმუნებული ვარ ადრე, თუ გვიან ასეთი დამოუკიდებელი ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების კავშირით დაიწყება სისტემური ცვლილებები ამ ქვეყანაში.
სწორედ ასეთი და არა პარტიებით.
პარტიებმა ნდობის ფაქტორი დაკარგეს ამ ქვეყანაში.
თავისი შინაარსით პარტია არც არასდროს არ იყო საზოგადოების ინტერესის გამომხატველი, და დღეს მით უმეტეს მათი საქმიანობა მავნებლობაა!
პარტიები საერთოდ უნდა გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან.
დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება,
და დარწმუნებული ვარ, ავტოკრატიული სისტემის მესაფლავეები, სწორედ რომ დამოუკიდებელი პროფკავშირები არიან!
წარმატებები მათ, და ჩვენი თანადგომა!
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
