You are currently viewing სხვამ ილაპარაკოს, ჩვენ საქმე ვაკეთოთ

სხვამ ილაპარაკოს, ჩვენ საქმე ვაკეთოთ

მე-19 საუკუნე, 80-იანი წლები,

ქუთაისის საკათედრო ტაძარი.

პირველ რიგში სხედან, მარცხნიდან,

იღუმენი გრიგოლ ჩხაიძე, დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი, მღვდელი გაბრიელ ცაგარელი, ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, დეკანოზი იოსებ კიკაჩეიშვილი, და მღვდელი ნესტორ შვანგირაძე.

პატივი იყო მართლაც, დიდ ეროვნულ მოღვაწესთან, და დღეს, უკვე, ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ, იმერეთის და აფხაზეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძესთან ერთად მსახურება, და მის გვერდით ყოფნა საერთოდ.

ხო, ჩემო ბატონო,

თუთაშხიას რო ეუბნება ერთი, შენ რომ გხედავ, რაღაც კარგის კეთება მინდებაო,

ხო, რავი,

უყურებ ამ სახეებს და გინდება მართლაც, რაღაც მნიშვნელოვანის კეთება,

თან, როცა ჩემს გვარისკაცსაც ვხედავ ფოტოზე,

და იქნებ, 20 წლის მერე, შევძლო და მივბაძო მართლაც,

მით უმეტეს, თბილისთან ახლოს, მარტყოფისველზე ახალ სოფელს რომ ვაშენებთ, სამომავლოდ ეკლესიის აგებასაც ვაპირებთ, და ვიმსახურებ იქ, თუ იქნება უფლისნება.

მაგრამ ეს მერე, მერე, 20 წლის მერე,

მანამდე, ისევ თუთაშხიასი არ იყოს, საერო საქმეების საკეთებლად, ერისკაცობა სჯობს მაინც.

საქმეებზეც ვიტყვი ბარემ.

ჩემი ქუთაისში რაღაც დროით გადმობარგების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მარტყოფისველის დასახლების მსგავსი პროექტია, რომლის განხორციელება შეიძლება მოხერხდეს ქუთაისის მახლობლადაც.

თუ რატომ არის აუცილებელი ასეთი ტიპის დასახლებების შექმნა საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც კი თავისუფალი და დაუსახლებელი მიწებია, ამის შესახებ ბევრი ვისაუბრე საგაზეთო წერილებში, და აღარ განვმეორდები.

ვნახოთ, დავიწყებთ, ვეცდებით, ცდა ბედის ნახევარიაო, ნათქვამია.

გამოცდილება უკვე არის,

მარტყოფისველზე თუ გამოვიდა, აქაც მოხერხდება.

მოკლედ, გავედი, მივხედო საქმეს,

კარგი დღე და კარგი ამბები, ყველას.

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა