You are currently viewing ტროლეიბუსის კაცი

ტროლეიბუსის კაცი

ახლა გარდენიაზე გადაერთო ერი?
მე კიდე მიკვირს, როგორც იმ კაცის, სტუდენტობის დროიდან რო მახსოვს.
ამბობდნენ, სახლი დაეწვა, ახლობლები დაეღუპა, და ნანახისგან და გადატანილისგან აღარ არისო ჭკუაზე.
ასე 50 – 60 წლისა იქნებოდა,
ქალაქის ერთ ბოლოში რო ამოდიოდა მეორე ბოლომდე მიჰყვებოდა ტროლეიბუსს.
მიჰყვებოდა, ვთქვი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,
რადგან კი არ ჯდებოდა, დადიოდა იქაც,- წინ და უკან, წინ და უკან..
დადიოდა და ნებისმიერ სიტყვაზე, რასაც კი ტროლეიბუსში მყოფი მგზავრებისგან გაიგონებდა, ეგრევე რეაქციას აკეთებდა, – პასუხობდა,
ხო, გაიმეორებდა იმ გაგონილ სიტყვას, იწყებდა პასუხს, მერე სხვისგან გაიგონებდა რაღაცას, მიანებებდა თავს დაწყებულს და ახლა სხვაზე იწყებდა პასუხის გაცემას, და ასე მთელი გზა.
თუნდაც, ვინმეს რომ ჩაეხველებინა, ესეც საკმარისი იყო თემა შეეცვალა, – “გაცივდი, ხო,? ხო, გეუბნებოდი?”,
და ასე ყველაფერზე.
რამ გამახსენა, და მესმის, დასტრესილი ცხოვრება გვაქვს ჩვენც, ამ ბოლო წლებში მით უმეტეს, ორწლიანი კოვიდტერორი გამოვიარეთ, მერე კიდევ ომისგან დაიზაფრა ხალხი, არც მანამდე იყო ბევრი დაწყობილი.
მერე სტიქიები, დაღუპულები, მიტინგები, დასახიჩრებები, დაპატიმრებები, და ყოველდღიურობაც ისეთი გვაქვს, ნერვოზები არ გვიკვირს,
მაგრამ არ შეიძლება, ასე ყველაფერზე, რასაც ტელეყუთიდან გავიგონებთ, ანდა, აქ სოცქსელებში მოკრავთ თვალს, – ყველაფერზე რეაგირება, ყველაფერზე ლაპარაკი ჩემი აზრით, არ შეიძლება.
პატრიარქის გარდაცვალებიდან, სულ ორი დღე არ იყო გასული, და იმ დურაქი ყაველაშვილის ცოლის ინგლისურმა გახლიჩა ორად ეს ვითომდა ქრისტესმიერი სოცქსელი, ორმეტრიანი სანთლის გამოსახულება რომ ედოთ მანამდე ქავერზე.
ახლა კიდე გარდენიას შევარდნაძის გამო ღადრავენ ყელს ერთმანეთს.
ხომ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ორგანიზებულად გვიბიძგებენ, რომ უამრავ სხვადასხვა თემაზე ვისაუბროთ, აგრესია ერთმანეთისკენ მივმართოთ, და არა იმათკენ, ვის გამოც ვართ ასე,
რომ დავივიწყოთ, რომ გვშია, ფასები რომ იზრდება, ჯანდაცვა რო დედამოხნული გვაქვს, სასამართლო კი უფრო უარესი.
დიახ, ხომ უნდა ვხვდებოდეთ, რომ გვმართავენ, არა?
რავი, – მე ბოდიში, მაგრამ ყველაფერზე საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება არამგონია ნორმალური იყოს.
აი, მეც არ უნდა ვსაუბრობდე ახლა ამ კონკრეტულ თემაზე,
მაგრამ რომ ვლაპარაკობ და ათასნაირად ვაანალიზებ იმას, რაც სისტემურ ცვლილებამდე მიგვიყვანს,
რომ ვსაუბრობ ხელისუფლებების ზემოქმედების მექანიზმების დამკვიდრების აუცილებლობაზე,
და უპარტიო საქართველოზე, და აქამდე მისვლის გზებზეც,
რომ ვსაუბრობ, მსოფლიო მცირე ერების კავშირის შექმნის აუცილებლობაზეც, – საქართველოს ახალ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ რომ აქცევს,
და ამის გარდა ათასნაირი ფორმით, – ფილმების, სპექტაკლების, თუ სხვადასხვა ამბების, თუ ანეგდოტების მეშვეობითაც კი ვცდილობ ავხსნა, თუ როგორ გვაქცევს სისტემა ბიდლოდ, როგორ ადუნებს ჩვენს ყურადღებას.
ხო, რომ ვლაპარაკობ იმ ვაცზე, სასაკლაოზე რომ მიყავს ცხვარი,
რომ დავიღალე ლაპარაკით იმ ციყვზეც, დოლურაში რომ დარბის გამწარებული, და რომ გონია ამით საქმეს აკეთებს,
და აგერ ” ტროლეიბუსის” კაციც კი ვახსენე,
ხო, მეც რომ მგონია , რომ რაღაც გავაკეთე, რომ ჭერზე მეცხვარის მიერ ჩამოკიდებულ მჩხავანა კატას აღარ ავხედოთ, და უცებ, ბაც,
რომ მგონია, რომ ვიღაც ყურადღებით მისმენს, აგერ, გარდენიას გურულის დედალმამალს არ არჩევს?
აბიდნა, ეი, ბოღუ..
ხო, გამოდის, ეს წლებია მახათს ვიყრი მეც, ამხელა ფილარმონია კაცი.
გითხრათ, რაზე დაცხებს ეს ხალხი ერთმანეთს ერთ კვირაში?
სტურუამ რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” დადგა.
დიახ, პრემიერა ექნება მალე.
და ისევ ორად გაიყოფა მთელი საქართველო.
ბიჯო, მესმის, რეაქცია უნდა გავაკეთოთ, როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორც პატრიარქის არჩევაა,
და რუსთაველის მაგინებელ სტურუას სპექტაკლზეც უნდა გავაკეთოთ რეაქცია, თუ მასში რაღაც კრამოლას დავინახავთ,
მაგრამ ვინ ვისთან წევს, და რა ფერის ნიფხავით, ამაზე ყბის მოქნევა?,- მომკალით და არ მესმის.
აჰ, მე აქამდე არ დავსულვარო, – იტყვის ვიღაც.
მიხვალ აქამდეც, არაფერი გიკლია, ჩემო იმანო.
ჩვენი თაობა ჯანდაბას, ბავშვებიც ხომ კითხულობენ ამდენ აბდაუბდას?.
და მერე გვიკვირს, რასაც ფიქრობენ ისინი ჩვენზე.
არა, რა, უნდა ჩავიდეთ ამ “ტროლეიბუსიდან”.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა