არაერთჯერ აღვნიშნე, რომ ფაშისტურ რუსეთზე დიდი მტერი არა ჰყავს საქართველოს,
მტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აქცევდა ქართულ სისხლს და გვანადგურებს დღესაც ფიზიკურად და მორალურად.
მტერი, რომელსაც შიშის ქვეშ ჰყავხარ მუდამ, და შიშის ქვეშ მყოფი ვერასოდეს იქნები თავისუფალი.
ქვეყანა, რომელიც არასოდეს შეიცვლება, ამ ხალხში გარდაქმნები შეუძლებელია.
ამ ხალხთან დალაპარაკება შეუძლებელია.
ამ ხალხმა რამე დაგითმოს, – შეუძლებელია.
რუსი ობივატელი მუდამ დარჩება ყველაზე დამპალ და შოვინისტ ობივატელად მსოფლიოში.
და რა თქმა უნდა, რუსეთთან შედარებით, ევროპული მმართველობითი სისტემა, თავისი დემოკრატიული მექანიზმებით, რეფერენდუმით, დეპუტატის გამოწვევის წესით, გამჭირვალე საარჩევნო სისტემით და სიტყვის თავისუფლებით უფრო მისაღებია ჩვენთვის.
მაგრამ ეს ძველი ევროპა, 20 წლის წინანდელი ევროპა.
მის მერე ევროპა შეიცვალა,
დღეს ევროპა გლობალიზმისკენ მიდის, რომელიც საერთოდ გამორიცხავს ჩვენისთანა მცირე ერების თვითმყოფადობას, რადგან გლობალიზმი პირველ რიგში მსხვილი კაპიტალის და მსოფლიო ფინანსური ოლიგარქიის ინტერესებს ემსახურება.
გლობალიზმი, იდეოლოგიაა, რომელიც თითქოსდა ადამიანის თანასწორობის დროშით მოდის, და თითქოსდა კაცობრიობის წინაშე დამდგარი პრობლემების ერთად გადაჭრის შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.
სინამდვილეში ადამიანის მომხმარებლად, და სისტემაზე ადამიანის დამოკიდებულ ობიექტად გადაქცევს ცდილობს.
თითქოსდა არჩევანს აძლევს, მაგრამ სინამდვილეში სისტემისგან მართულ არჩევანზე სვამს.
და ამ მიზნით მსხვილი კაპიტალი, რომლის ინტერესებშია ასეთი იდეოლოგია, ხშირად ხელოვნურად ქმნის პრობლემებს, რათა შემდეგ პრობლემის ვითომ მოგვარებით გაზარდოს კაპიტალიც, და ძალაუფლებაც.
გაძლევს სესხს, გაგდებს ვალებში, მის ნაცვლად გთხოვს პოლიტიკურ მორჩილებას, და თან გაიძულებს ისევ ამ სესხით ეომო იმ პრობლემებს, რომელიც თავს მოგახვია.
და მისთვის, რა თქმა უნდა სულერთია, რა კულტურა და რა ისტორია აქვს მას, ვინც მსხვილი კორპორაციების მიერ გამოშვებულ პროდუქციას, ტექნიკას, საკვებს, თუ წამალს ყიდულობს.
სულაც არ აინტერესებს, ვეფხისტყაოსანი დაწერე, თუ სვეტიცხოველი ააგე.
პირიქით, მას აწყობს, რომ მომხმარებელს საერთოდ არ ჰქონდეს კულტურა, არ ჰქონდეს განათლება, იყოს იდიოტი, და ჰქონდეს მხოლოდ ინსტიქტები.
ჰქონდეს ერთი დამწერლობა, ერთი ენა, ერთი კანონი, ერთი ფული, ერთი საზღვრები, ერთი რელიგია, ერთი მთავრობა, და რა თქმა უნდა, ჰყავდეს მხოლოდ ერთი ბატონი.
აი, ამისკენ მიდის ევროპა, და ევროპელი პოლიტნაგვების მეშვეობით.
ამისკენ მიდის რუსეთიც, რა თქმა უნდა რუსეთიც ამ პროცესებში არის ჩართული, რუსეთის ფაშისტური პოლიტელიტაც მსოფლიო გლობალიზმის ერთ-ერთი დასაყრდენია, და გლობალისტური თამაშების აქტიური მონაწილე.
რა თქმა უნდა, როგორც კოვიდტერორი, ასევე რუსეთ-უკრაინის ომიც გლობალისტების მიერ გაწერილი სცენარით მიდის.
ანუ, ისევ ხელოვნურად იქმნება პრობლემა, რომ შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებით კიდევ უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდეს მსხვილი კაპიტალი, და ადამიანები და ქვეყნები კიდევ უფრო დამოკიდებული გახდნენ ფინანსურ იმპერიებზე.
მსოფლიო მიდის გლობალიზმისკენ.
ამისკენ მივყავართ ქართველ პოლიტნაგვებსაც.
ნუთუ ეს ყველაფერი ძნელი დასანახია?
და თუ არაა ძნელი დასანახი, ხომ უნდა ვიფიქროთ ალტერნატივაზე?
არც ამჯერად არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება.
ჯერ კიდევ როდის გაჟღერდა და ვის მიერ კავკასიური სახლის იდეა, გავიხსენოთ.
ამ იდეის ამოწევა შეიძლება ისევ, და უფრო მეტიც, სხვა მასშტაბზე გაყვანა შეიძლება.
დიახ, შეიძლება მცირე ერების მსოფლიო კავშირზე და მცირე ერების მსოფლიო სახლზე ვიფიქროთ.
დიახ, შეიძლება ვეომოთ და უნდა ვეომოთ კიდეც გლობალიზმს მათივე ხერხებით,
მით უმეტეს, რომ ეს ჩვენთვის თავდაცვაა, გადარჩენისთვის ომია.
ელემენტარულია, – სუსტი დიდს თუ მიეკედლა, დიდი ჩაყლაპავს,
სუსტების ერთად დგომით კი ახალი ძალა ჩნდება.
ახალი მოთამაშე რეგიონშიც, და მსოფლიოშიც.
მცირე ერების მსოფლიო კავშირი და ცენტრით საქართველოში მოგვცემს საშუალებას საქართველომ თავისი ფუნქცია იპოვოს.
ფუნქცია, რომელიც დავკარგეთ,
ფუნქცია აუცილებელია ერის არსებობისთვის და განვითარებისთვის.
ერი რომ ვიყოთ და არა ნახირი.
მესმის, რომ ეს ყველაფერი დღეს განუხორციელებელი ჩანს,
მაგრამ ალბათ იმათთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია რა უნდა გაკეთდეს და როგორ შეიძლება დადგეს შედეგი.
არც არის ჯერ აუცილებელი ყველა დეტალზე საუბარი.
მაგრამ , თუნდაც თეორიის დონეზე მაინც უნდა ვისაუბროთ ამ იდეაზე.
და როცა საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ეს იდეა მისაღები გახდება, დაიწყება პროცესიც.
ყოველივეს თავისი დრო აქვს.
ჩვენ უბრალოდ, ამ იდეისთვის ოვერტონის ფანჯარა უნდა შევაღოთ დღეს.
ისევე, როგორც ეს თავის დროზე უპარტიო საქართველოს იდეასთან დაკავშირებით გავაკეთეთ.
შევაღოთ ფანჯარა და ისე, რომ დამთავრდეს ძახილი ” წინ, ევროპისკენ”, ანდა “უკან, რუსეთისკენ “
უნდა დამთავრდეს, რადგან ერთიც და მეორეც ჩიხია.
უნდა გაიღოს, ფანჯარა,
ზეზვამ და მზიამ,
ამ მართლაც პირველმა ევროპელებმა, ღია ფანჯრისკენ რომ გაიხედონ.
.
სტატიიდან – ” ფუნქცია” (წერილი მეორე)
გაზეთი “საადგილმამულო” #6
.