
სჯობდა არ მენახა, რაც გუშინ ვნახე.
აქამდეც ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანაში სამეცნიერო აზრი მკვდარი იყო, კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობისთვის ელემენტარული პირობების უქონლობის გამო,
მაგრამ ამდენად თუ ეკიდა სახელმწიფოს ფეხებზე მეცნიერება, კიდე ვერ წარმომედგინა.
უფრო სწორედ, – ჰკიდია, თუ აწყობს, რომ ეკიდოს?
ამ რამდენიმე დღის წინ, ინფორმაცია დავდე, ხელშეკრულების თაობაზე, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობასთან რომ დაიდო შავი ზღვის ფსკერზე სამუშაოებთან დაკავშირებით, ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანას რომ ითვალისწინებს.
რაც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ზღვის ზედაპირიდან 200 მეტრის დაბლა გოგირდწყალბადის და მეთანის ფენაა, და საკმარისია რაღაც მიზეზით მოხდეს მათი კონტაქტი ჟანგბადთან, რომ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგება არა მხოლოდ ამიერკავკასია, არამედ მთელი მსოფლიო.
ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდია ცდილობდა 1991 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნების მეთაურების ყურადღების მიქცევას ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამაოდ.
ნუ, კარგი, 2024 წელს დავუბრუნდეთ.
რომ გამეგო, ჩატარდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ჩვენს სამეცნიერო წრეებთან, ხელშეკრულებაზე ხელისმოწერამდე, მეცნიერებათა აკადემიას მივმართე.
აბა, თუ გამოიცნობთ, რა მიპასუხეს.
დიახ,
აკადემიაში საერთოდ გარტყმაში არ იყვნენ, რაზე იყო საუბარი.
ანუ, ამხელა პროექტი იწყება, ორი წლის განმავლობაში ზღვის ფსკერი უნდა ამოატრიალონ, ჩვენ ბომბზე უნდა დაგვსვან, და არავის დაეკითხნენ?
ისღა მრჩებოდა, მე თვითონ მომეძებნა ის სპეციალისტები, ვინც წარსულში მაინც იყვნენ შეხებაში ამ თემასთან, და კარგად იციან შავი ზღვის ფსკერზე რაც ხდება, და რა შეიძლება მოხდეს.
რამდენიმე კვლევით ინსტიტუტს დავუკავშირდი, ორ მათგანს შეხვედრაზე შევუთანხმდი, და შევხვდი კიდეც მის თანამშრომლებს, გუშინ.
არ დავასახელებ ახლა ამ ორგანიზაციებს, ერთი სახელმწიფო ბიუჯეტზეა, ერთი კერძო კვლევითი ცენტრია.
როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ეს ორი დაწესებულება ერთმანეთისგან,
აქეთ, ამოყრილ პარკეტიან ვიწრო ოთახში შეყრილი თანამშრომლები, ყოველგვარი სამუშაო პირობების გარეშე,
და იქეთ უზარმაზარი კაბინეტები, და ლაბორატორია.
ხო, ცა და დედამიწაა, – მაგრამ ერთი საერთო აქვთ,
არც ერთმა და არც მეორემ არაფერი იცის, რა გადაწყვიტეს ზემოთ მათ მაგივრად.
საერთოდ არაფერი იციან.
ჩვენგან გაიგეს შავი ზღვის ფსკერზე სამუშაოების დაწყების შესახებ.
ანუ, სახელმწიფოს სამეცნიერო აზრიც ჰკიდია, და ჩვენც ფეხებზე გვიკიდებს?
ახლა ამ ყველაფრიდან, ვიღაც ოპტიმისტი დაასკვნის, აგე, საბაზრო ეკონომიკა რა კარგი რამეაო, სახელმწიფოს თუ კიდია მეცნიერება, წავიდნენო კერძო სექტორში, და იქნებიანო კომფორტში, და ჩვენც გვეშველებაო, და ამბები.
ხო, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, თუ სახელმწიფოს ჰკიდია თავისი სტრუქტურები, ამ კერძო სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციებს ქვეყანა და ხალხი ჰკიდიათ ფეხებზე.
რადგან ვინც უხდის ფულს, იმათ დაკრულზე მუშაობენ, და რა კვლევებიც მათ აწყობთ, ისეთ კვლევებს დებენ.
გაგახსენოთ, რაც მოხდა საყდრისთან დაკავშირებით?
როგორ მოუხსნეს საყდრისის მრავალსაუკუნოვან მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი?
დიახ, სწორედ “დამოუკიდებელმა მეცნიერებმა” დადეს დასკვნა, რომ თურმე საყდრისი არანაირ კულტურულ ღირებულებას არ წარმოადგენს.
მოხსნეს ძეგლის სტატუსი, და ააფეთქეს.
ხო, ეს ცალკე და დიდი თემაა, და ცალკე პრობლემა, – ფულზე გაყიდული მეცნიერება.
ისევ შავ ზღვას დავუბრუნდები,
და უბედურება რომ მოხდეს, ვინ არის პასუხისმგებელი?
ის, ჩინოვნიკები, ვინც მრავალმილიონიან პროექტს მწვანე აუნთეს, და იმის გამო, რომ ამ მილიონებს მოაჯდნენ?
და ოდესმე ვინმე დასჯილა ამ ქვეყანაში სისტემური დანაშაულის გამო?
და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კი, ღმერთმა დაგვიფაროს და შავი ზღვა თავზე რომ დაგვემხოს, დავრჩებით ვინმე ან პასუხის მომთხოვი, ან დასასჯელი?
რატომ მიდიან ამ რისკზე, რატომ გვიკიდებენ ფეხებზე, ან ჩვენ, ან საკუთარ თავს, და საკუთარ შვილებს?
ფულის გამო?
თუ იდიოტები არიან?
თუ ორივე ერთად?
დავსვათ ხო, კითხვები,
მაგრამ მიტომაც გვასხამენ ნაგავს თავზე ნაგვები 30 წელია,
როდენის მოაზროვნის პოზაში რომ ვართ გაშეშებული, – მხოლოდ კითხვებს რომ ვსვამთ, დასკვნებს არ ვაკეთებთ, და თუ ვაკეთებთ, ტრაკის აწევა რომ აღარ გვინდა ზემოთ.
ეგაა, ხო..,
საქმის კეთება ვისაც სურს, ის ეძებს საშუალებას,
ვისაც არ სურს, – ეძებს მიზეზს.
