
დიახ, მხოლოდ მოსაწვევებით, და გამორჩეულად, და მხოლოდ მათ,
ვინც დრომ გაფილტრა, გაწმინდა, და ჩემთვის მართლაც მეგობრად, და თანამოაზრედ დარჩა.
და არა უბრალო, და შემთხვევით ნაცნობად ცხოვრების გზაზე.
და იმათაც, ვისაც შეიძლება არც ვიცნობდი კარგად, არც კი მინახავს პირადად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრ ჩემს რეალურ ახლობელზე უფრო შეძლებია მეგობრობა და ადამიანობა.
დიახ, მხოლოდ ასეთებს,
მათ, ვისაც უკვე გაქვთ ეს წიგნი,
ან ვისაც დაგპირდით, და რაღაც მიზეზით ჯერ ვერ მოგაწოდეთ,
ან ჯერ ვერ მოვახერხე დაკავშირება,
სულ რაღაც ათიოდე დღეში, მაისის ბოლოს მოგიწვევთ ამ წიგნის პრეზენტაციაზე,
და საჩუქრად გადმოგცემთ,
და მოგანდობთ ,
და მოგაბარებთ,
ჩემს წლობით ნაგროვებ ყველა იმ ემოციას, განცდას, ჩანაფიქრს, და საიდუმლოსაც კი, რისი გამოხატვაც ვეცადე ლექსადწყობილებით.
დიახ, თქვენ, და არა სხვას,
რადგან ვისაც ძნელბედობაში მყოფი კაცის გვერდით დგომა შეუძლია, ის მის წიგნსაც არ შეაგდებს მტვრიან თაროზე.
დიახ, მხოლოდ ასეთებს, ვინც არ იმალებით, და თვალს არ არიდებთ კაცის, თუ ქვეყნის ჭირს, მინდა საჩუქრად გადმოგცეთ ეს წიგნი ” ვინც არ არის დამალული” .
რათა მცირედით მაინც გადაგიხადოთ მადლობა იმ თანადგომისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემთვის ყველაზე რთულ მომენტში.
წიგნის წარდგენის ზუსტს დღეს, საათს და ადგილს თითოეულ თქვენთაგანს პირადად გაცნობებთ წერილობით.
და კიდევ ერთიც,
ეს არ იქნება უბრალო, რიგითი წარდგენა, ასობით რომ ტარდება ახლა.
რა თქმა უნდა, იქნება ლექსები, ჩემს მიერ, თუ ჩვენი თეატრის მსახიობების მიერ წაკითხული, იქნება ქალაქური სიმღერებიც.
მაგრამ წიგნის გარდა სხვა მნიშვნელოვან, და რა თქმა უნდა სრულიად არაპოლიტიკურ თემებზე ვისაუბრებთ –
ლიტერატურაზე, თეატრზე, ხელოვნებაზე ზოგადად,
და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტი შეხების წერტილები გამოვნახოთ ერთმანეთთან.
შესაბამისად, თხოვნაა.
ვისაც დაგიკავშირდებით, აუცილებლად რომ მობრძანდეთ დანიშნულ დღეს, და საათს.
და ვინც საქართველოში, ან თბილისში არა ხართ, თქვენს ახლობელს რომ სთხოვოთ მოსვლა,
რადგან მეტი შესაძლებლობა, პირადად რომ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და წიგნიც გადმოგცეთ, სხვა დროს აღარ მექნება, სხვადასხვა მიზეზის გამო.
კიდევ ერთხელ, მადლობა, რომ ხართ.
და შეხვედრამდე.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
