
გასაუბრება მუხრან მაჭავარიანთან.
.
” ვინც ილხენს ახლა,
უფრო ცოდოა,
ვიდრე ის ბევრი,
ახლა ვინც ტირის,
ამგვარში, დღეს რომ
საქართველოა,
არც სიცოცხლე ღირს
და არც სიკვდილი! “.
.
მუხრანი.
.
ცოდვაა, ცოდვა, ვინც ახლა ილხენს,
რა ჯიშის არის, ან რა გვარია,?
ცოდვაა, – თუკი, ამ ცოდვას იხდენს,
ტანსაცმელივით – ცოცხალმკვდარია!,
ცოდვაა ისიც, თუ ვინმე ტირის,
თითქოს არასდროს გაუხარია,
და რა ატირებს,?
რატომ არ ყვირის,?
არ ომობს – როცა საომარია?
დღეს ლხენის, ანდა ტირილის დროა,?
როცა სიცოცხლეს ჯაბნის სიკვდილი,?
“ამგვარში, დღეს რომ საქართველოა”
ყოფნა, უომრად, – არის სირცხვილი!
ცოდვაა, ცოდვა, თუ ილხენ ახლა,
ცოდვაა, ცოდვა, ტირილით დაღლაც!
.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.